imedi /  18 სექტემბერი 2020, 13:10 / სანდო წყარო

ფრანგული La Tribune: გადაწყვეტილება ერთი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იყო მიმართული

ცვლილებები „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით და საგანგებოდ ჩატარებულ სხდომებზე მიიღო, უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

საქართველოს პარლამენტში მიღებულმა კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში პირდაპირ განაცხადა, რომ მათთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ გარშემო ვითარდება.

ამ განცხადების შემდეგ, „კავკასუს ონლაინის“ თემით გავლენიანი უცხოური გამოცემები დაინტერესდნენ.

ფრანგულ გამოცემა La Tribune-ში სტრატეგიული საბჭოს პრეზიდენტის ჟერარ ვასპერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით „კავშირგაბმულობის ქსელი - მსხვილი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაცია საერთაშორისო და საკონინტინენტთაშორისო დონეზე დღეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სტრატეგიულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აღჭურვილობიდან და ქსელებიდან დაწყებული, კიბერუსაფრთხოებით დამთავრებული ეს სფერო უკვე ბევრი კონფრონტაციის მიზეზი ხდება. ბევრი მათგანი საჯაროა, ზოგჯერ კი ომები ფარულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.

ჟერარ ვასპერის მოსაზრებით, გამოთვლითი სიმძლავრეების უწყვეტმა ზრდამ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, და ქსელური სიჩქარის მატებამ ციფრული სამყარო უფრო საყოველთაო და კომუნიკაბელური გახადა. სახელმწიფოებმა კიდევ უფრო შეუწყვეს ხელი განვითარებას და მიღწევებს მართვის სისტემებისა და შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის იყენებენ.

კიბერუსაფრთხოება გახდა სერიოზული პრობლემა. გახშირდა კიბერშეტევები კომპანიებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე და ამ ყველაფრის მიზანი საბოლოოდ, პოლიტიკური გავლენების მოპოვებაა. კავშირგაბმულობის მძლავრი იარაღისთვის ბრძოლა ღიად მიმდინარეობს.

ანტენებისა და მოწყობილობებისთვის ომის პარალელურად, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ქსელებსა და კაბელებზე კონტროლის მოსაპოვებლად - უფრო კონკრეტულად, ომი წყალქვეშა კაბელებისთვის.

კაბელების ომი

წყალქვეშა კაბელები ინტერნეტის საკონტინენტთაშორისო გადაცემის 95%-ს უზრუნველყოფს. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება და უკვე 450-ს მიაღწია, რისი სიგრძეც დაახლოებით 1,2 მილიარდი კილომეტრია. ტექნოლოგიურ განვითარებაზე 2 internet გიგანტი, ამერიკული GAFAM და ჩინური BATX ზრუნავენ.

ჩინეთი საკუთარი სტრატეგიის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ნაწილად მიიჩნევს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განვითარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიების წარმატებისთვის ევროპაში.

GAFAM თან ერთად ჩინური BATX ცდილობს მონაცემთა დამუშავების ცენტრები მთელს მსოფლიოში გახსნას და საკუთარ კაბელებს დაუკავშიროს.

კავკასია, როგორც სტრატეგიული ნაწილი

კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია - ამ რეგიონში ერთიანდება ევროპის, რუსეთის და აზიის ორი, სამხრეთის და ცენტრალური გზები.

ჩვენი ინტერესის საგანი საქართველოა, რომელიც რუსეთის საზღვარზე, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკაბელო ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპიდან აზიისკენ, აზერბაიჯანისა და კასპიის გავლით მიმავალი ქსელის ცენტრი და ამავე დროს, იყოს მთავარი წერტილი ევროპიდან შავი ზღვით მიმავალი ქსელებისთვის. ალბათ, აღარვის უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად სტრატეგიული დანიშნულების მქონეა!

აქედან გამომდინარე, ყველა სამეწარმეო და კომერციულ აქტივობას ამ წერტილში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მუდმივად ყურადღების ქვეშაა. წელიწადზე მეტია, ამ რეგიონში პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უკვე ომს დაემსგავსა.

ბრძოლა ქართული ჰაბისთვის

2008 წლიდან მოყოლებული, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს ევროპიდან შავი ზღვის გავლით მხოლოდ ერთი კომპანია, „კავკასუს ონლაინი“ აკონტროლებს.

2018 წელს აზერბაიჯანულმა ჯგუფმა NEQSOL-მა, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის სფეროში საქმიანობს, გადაწყვიტა „კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენა. საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი მოლაპარაკებების შემდეგ, 2019 წელს, გარიგება შედგა.

NEQSOL-მა პირობა დადო, რომ საქართველოში მოიზიდავდა მსოფლიოს მსხვილ ინტერნეტ ოპერატორებს, რათა მათ სტრატეგიულ ზონაში მონაცემთა გაცვლის ცენტრები დაეფუძნებინათ. სავარაუდოდ, ეს პროექტი ისეთივე ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა მოუტანა.

სტრატეგიული გათვლა იყო გასაგები და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ყველაფერი შეიცვალა და ბუნდოვანი გახდა.

საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი შემობრუნება

ერთ დღეს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ შეკრიბა ქვეყნის მსხვილი ინტერნეტ ოპერატორები და განუცხადა, რომ მთავრობა „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებებს ამზადებდა და განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმებოდა. ცვლილებები „კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“ შეეხებოდა - კომუნიკაციების კომისიას მიენიჭებოდა დამატებითი უფლებები და რაც მთავარია, შეეძლებოდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში განუსაზღვრელი უფლებების მმართველის დანიშვნა.

ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთი კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იყო მიმართული დამარეგულირებელი კომიიის გადაწყვეტილებით, ახალი გარიგების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავდა მიზნად.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. მარეგულირებელმა კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ გარიგების გასაბათილებლად და წილის დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე მისცა. საქართველოს ხელისუფლების განზრახვა კვლავ გაურკვეველია და მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო ჰოპოთეზის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

ხელისუფლების გადაწყვეტილების ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მეზობელი ქვეყნის კომერციული ჯგუფის კონტროლის ქვეშ მოექცა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ეს უკვე გეოპოლიტიკური ბრძოლაა. ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე მილიონია, შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც სტრატეგიულად იქნება მიჩნეული.

შესაძლოა კიდევ ერთი ახსნა მოვძებნოთ - საქართველო რუსეთს ესაზღვრება. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთს აქვს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები და და ბუნებრივად არსებობს ამის გამოყენების ცდუნება. სწორედ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის გარიგების ჩაშლა და სტრატეგიული ქსელის, რომელიც ევროპას ორ აზიურ ქსელთან აკავშირებს, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა. ბუნებრივია, რომ რუსეთი ამაში ხედავს სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევა და ორ კომპანიას შორის გაფორმებული გარიგების ეჭვქვეშ დაყენება, ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. ამავე დროს, აღებული ვალდებულებების შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ კვლავ შეძლოს სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა. შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება ხელსუფლებისგან მეტ გამჭვირვალობას და პასუხისმგებლობას ითხოვს.

გეოპოლიტიკური დაპირისპირება კავშირგაბმულობის სფეროში არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება.

(R)

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 12:19

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა 2,000-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,306 პაციენტს დაუდასტურდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 70,836 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,131 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,787.

სერგეი შამბა

22 ოქტომბერი 2020, 12:17

სამართალი

სერგეი შამბა: სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, თავდამსხმელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს. ამის შესახებ სერგეი შამბამ Sova News-ს განუცხადა. მისივე თქმით, თუ დამნაშავე მოახერხებს ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას, სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს.

ამირან სალუქვაძე

22 ოქტომბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორიზმისთვის არ სჭირდება?

გუშინ ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია. მაგრები არიან, გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ფულს ასახელებენ მოტივაციად. პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორისტული საქმიანობისთვის არ სჭირდება? - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 1 463 306 შემთხვევა დადასტურდა, 25 242 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 107 988 - გამოჯანმრთელდა.

22 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,053 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,053 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 322,879 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 116 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,043 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 134,898 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

22 ოქტომბერი 2020, 11:54

COVID19

თერჯოლაში 65 წლამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რომელსაც მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 65 წლამდე კაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს. COVID-19-თან ერთად მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ენგურის ხიდი

22 ოქტომბერი 2020, 11:48

რეგიონი

ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ გამტაცებელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გაიქცა, ენგურის ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 11:45

საზოგადოება

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს. „საქართველოს ბანკი“ ყველას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

მეამა ყავა არქიტექტურა

22 ოქტომბერი 2020, 11:40

ტექნოლოგიები

The Calvert Journal: ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს

„Giorgi Khmaladze Architects-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დიზაინერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა შენობებს აპროექტებს და ტრადიციულ ჩარჩოებს არღვევს. კომპანიის ერთ-ერთ ბოლო პროექტს, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შექმნილი შუშის კედლებიანი McDonald’s-ი და ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს“, - ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთი პოლიცია

22 ოქტომბერი 2020, 11:37

მსოფლიო

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის ანტიტერორისტული პროკურატურა ავრცელებს.

სოზარ სუბარი

22 ოქტომბერი 2020, 11:37

საზოგადოება

სოზარ სუბარი: 2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰექტარზე გაშენებული სკვერი ექნება

„2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 11:27

სპორტი

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს 6 მორაგბე აკლია: ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

ჯონდი ბაღათურია

22 ოქტომბერი 2020, 11:23

სამართალი

დავით გარეჯის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯონდი ბაღათურია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით მისი დეპუტატობის პერიოდში, 2012 წელს მაისში, „ქართული დასის“ სახელით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო და პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარზე გადმოიწიეს და სასაქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ქედზე გაავლეს, სადაც დავით გარეჯის მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკიც მოექცა.

ანრი ოხანაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 11:23

საზოგადოება

ანრი ოხანაშვილი: შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა

მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მადლობა ღმერთს, რომ შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!“ - წერს ოხანაშვილი.

აშშ არჩევნები

22 ოქტომბერი 2020, 11:17

მსოფლიო

FBI: ირანმა და რუსეთმა ამერიკელი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს

რეტკლიფის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული მონაცემები მოიპოვეს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღემდე მტრობენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ადამიანი ან მორწმუნეა, ან არამორწმუნე. შეიძლება ადამიანი იყოს არამორწმუნე, მაგრამ თუ იგი რაციონალურია და რაღაც გრძნობები აქვს, ხომ უნდა აცნობიერებდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ სწამს, ესაა მისი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სამ სიტყვაში ჩამოაყალიბა: მამული, ენა, სარწმუნოება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

British Airways

22 ოქტომბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

British Airways-ის მფლობელმა 1.3 მილიარდი ევრო იზარალა

British Airways-ის მფლობელმა (IAG) ფრენებზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო 1.3 მილიარდი ევრო დაკარგა. მესამე კვარტლის მონაცემი Reuters-მა კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1595 ადამიანს დაუდასტურდა, 398 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საართველოში კორონავირუსის 21-ი ათას 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ცხრა ათას სამი. გარდაცვლილია 172-ი, კარანტინის რეჟიმშია ოთხი ათას 462-ი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება სამი ათას 71-ი, კოვიდ სასტუმროში კი, ათას 772-ი პაციენტი იმყოფება.

22 ოქტომბერი 2020, 10:52

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,287 ადამიანს დაუდგინეს, 30 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.