Imedi /  23 სექტემბერი 2020, 16:08 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“ იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

გიორგი გახარია

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში, წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში - „ქართული ოცნება“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 70 კილომეტრამდე ჩქაროსნული მაგისტრალური გზა შევა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში კომპანია „ზეკარმა“ 750 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი, ხოლო 250 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმო დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, სამი სახის ყველს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

ჭიათურაში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი. ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. სამუშაოებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა, 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ქამრების შემოჭერა პირველ რიგში მთავრობამ, საჯარო სამსახურმა და ბიუროკრატიამ უნდა დაიწყონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და კერძო სექტორში დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი.

27 ნოემბერი 2020, 12:44

რეგიონი

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ დიპლომისშემდგომი საზღვაო განათლების ცენტრს და მისი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყოს მსოფლიო ცენტრი საზღვაო და საოკეანო განათლების, პროფესიული წვრთნის, კვლევისა და გლობალური შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

27 ნოემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ნოემბერი 2020, 12:31

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 27 543 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27 543 ადამიანს დაუდასტურდა, 496 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2 215 533 ადამიანს დაუდასტურდა, 38 558 კი გადაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

27 ნოემბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება - ცდება

„ეს „ლოკდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება. გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას ამ კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

27 ნოემბერი 2020, 12:27

საზოგადოება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

27 ნოემბერი 2020, 12:26

თემა

ამბობენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ახალგაზრდავდება, თუმცა მისი დროულად აღმოჩენა შესაძლებელია. როგორ?

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო (კოლორექტალური კიბო) არის იმ იშვიათ დაავადებათაგან ერთ-ერთი, რომლის პროფილაქტიკაც რეგულარული გამოკვლევებით არის შესაძლებელი. თუმცა თავისთავად ეს სამედიცინო პროცედურა შეიძლება პაციენტისთვის საზიანოც იყოს. რა შემთხვევაშია ამ მიმართულებით გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებული, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს. სამედიცინო ორგანიზაციები ამ თემაზე ხშირად კამათობენ. ამიტომაც საინტერესოა, თუ ვინ და როდის უნდა გაიკეთოს მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევა.

27 ნოემბერი 2020, 12:05

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 110,611 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 110,611 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,232 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 12,870,955 შემთხვევა გამოვლინდა, 263,253 ადამიანი კი გარდაიცვალა.

27 ნოემბერი 2020, 12:05

ეკონომიკა

რით დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებსა და ბიზნესს. ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის დეტალები

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო.

გიორგი კახიანი

27 ნოემბერი 2020, 11:51

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება

ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ ჩვენთვის წითელი ხაზი რა არის და ის, რომ მოსახლეობის ნების გადახედვა არ განიხილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 11:50

რეგიონი

ვეჯინისა და კოლაგის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა კიდევ ორი სოფლის მოსახლეობას მოუგვარდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

27 ნოემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,476 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,476 ადამიანს დაუდასტურდა, 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 132,346 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,090 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 105,149.

27 ნოემბერი 2020, 11:43

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონვირუსის 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 135 ადამიანი. რუხის კლინიკაში იმყოფება 146 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80. სენამედის კლინიკაში იმყოფება - 30 კოვიდპაციენტი.

ბრიუსელი

27 ნოემბერი 2020, 11:36

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: დღეს თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ის ადამიანებიც დაგვეღუპებიან, ვის სიცოცხლესაც შეზღუდვებით გადავარჩენდით

ლოკდაუნი ბელგიაში 13 დეკემბრამდე მოქმედებს. ქვეყანას გარე საზღვრები ტურისტებისთვის დაკეტილი აქვს. მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ბელგიის საზღვის გადაკვეთის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვთ.

27 ნოემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერია იუწყება, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა - ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა. ასევე, ყველა ოჯახში შეიცვლება წყალარინების შიდა ქსელი. 331 გრძივ მეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გარე ქსელი მოეწყო, აგრეთვე, შენობის მიმდებარედ 8 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

27 ნოემბერი 2020, 11:24

მსოფლიო

მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო „ბელა-ვისტაზე“ დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები არიან დასაფლავებული. როგორც არგენტინული მედია იუწყება, დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ. მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.

ნინო ბურჯანაძე

27 ნოემბერი 2020, 11:23

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან რეალური წინადადება იქნება წარმოდგენილი, მაშინ მესამე რაუნდს აზრი ექნება

„მესამე რაუნდს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური წინადადება წარმოდგენილი, თუ ასეთი არ იქნება, რაუნდი რაუნდისთვის არავის არ სჭირდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

27 ნოემბერი 2020, 11:16

საზოგადოება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში.

27 ნოემბერი 2020, 11:08

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45. 3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 863 თბილისში, 664 აჭარაში, 648 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 4 780 შემთხვევიდან, 1 863 თბილისში, ხოლო აჭარაში 664 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.