Imedi /  25 სექტემბერი 2020, 00:05 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიაა, მელიორაციაში ინვესტირების გაგრძელება, თუმცა ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი ჯდება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

დღეისთვის საქართველოში უკვე 170 ათას ჰექტარ ფართობზეა წყლის სარწყავი სისტემები, მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება სარწყავი ინფრასტრუქტურის, მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში სხვა პრობლემა აქვთ, რაც ჭარბტენიანობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, დრენაჟს საჭიროებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, წყლის ნაკლებობაა.

„ჰიდრორესურსების, დაახლოებით 70%-ზე მეტი თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში, როცა ძირითადი სავარგულები ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მთლიანი წყლის რესურსების 20-25%-ია. განსაკუთრებით კრიტიკულ, ვეგეტაციის ფაზაში მცენარეს წყალი არ მიეწოდება და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტესი ნაწილი წყლის ნაკლებობას განიცდის. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ეს არის არიალი, ჩარჩო, სადაც სოფლის მეურნეობა შეიძლება განვავითაროთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოში უკვე დაახლოებით, 170 ათას ჰექტარ ფართობზეა წყლის სარწყავი სისტემები, მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 40 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო გასარწყავიანებული 2012 წლამდე.

„ის სავარგულები, მიწები, რომლებიც დღეს ირწყვება 3-5-ჯერ და ხშირად 10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ღირდა ადრე. ძირითადი აქტივი, რაც ჩვენს ფერმერს გააჩნია, არის სასოფლო სამეურნეო მიწა, რომლის ფასი საშუალოდ 5-ჯერ და მეტად გაიზარდა. შესაბამისად, ის აქტივი, რაც მათ ჰქონდათ, უფრო ძვირადღირებულია, სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ეს ინფრასტრუქტურა შექმნა“, - დასზინა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, მელიორაციაში ინვესტირების გაგრძელება, თუმცა ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი ჯდება, რადგან მათ დასაწყისში შედარებით ნაკლებადდაზიანებული სარწყავი სისტემები და ინფრასტრუქტურა აღადგინეს.

ყველა სიახლე

მანუელ ნოიერი

22 ოქტომბერი 2020, 13:04

სპორტი

მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში საკუთარი კარი მშრალად მე-200 შეხვედრაში შეინახა

მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში საკუთარი კარი მშრალად მე-200 შეხვედრაში შეინახა. Isu Bogor-ის ინფორმაციით, 34 წლის მეკარემ ამის გაკეთება „ატლეტიკოსთან“ 4:0 მოგებულ თამაშში შეძლო და ლეგენდარული ზეპ მაიერის (199) მიღწევა გააუმჯობესა.

22 ოქტომბერი 2020, 12:59

ეკონომიკა

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე.

ბერდია სიჭინავა

22 ოქტომბერი 2020, 12:56

COVID19

ბერდია სიჭინავა: ამ ეტაპზე გვყავს 381 მძიმე პაციენტი, მათ შორის თბილისში 190 და აჭარაში 79

ამ ეტაპზე გვყავს 381 მძიმე პაციენტი, მათ შორის თბილისში - 190 და აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავა

22 ოქტომბერი 2020, 12:52

COVID19

ბერდია სიჭინავა: 1595 ახალი შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში კი 335

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდი

22 ოქტომბერი 2020, 12:36

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც გამოეხმაურა

AP- წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ისხდნენ მძევლები იატაკზე და რომ თავდამსხმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერი 2020, 12:19

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა 2,000-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,306 პაციენტს დაუდასტურდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 70,836 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,131 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,787.

სერგეი შამბა

22 ოქტომბერი 2020, 12:17

სამართალი

სერგეი შამბა: სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, თავდამსხმელმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს. ამის შესახებ სერგეი შამბამ Sova News-ს განუცხადა. მისივე თქმით, თუ დამნაშავე მოახერხებს ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას, სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს.

ამირან სალუქვაძე

22 ოქტომბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორიზმისთვის არ სჭირდება?

გუშინ ზოგიერთმა კატეგორიულად გამორიცხა ტერაქტის კვალიფიკაცია. მაგრები არიან, გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ფულს ასახელებენ მოტივაციად. პოლიტიკა რომ გამოვრიცხოთ, საიდან ამტკიცებთ, რომ ფული ტერორისტული საქმიანობისთვის არ სჭირდება? - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს.

კორონავირუსი

22 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 1 463 306 შემთხვევა დადასტურდა, 25 242 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 107 988 - გამოჯანმრთელდა.

22 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,053 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,053 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 322,879 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 116 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,043 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 134,898 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

22 ოქტომბერი 2020, 11:54

COVID19

თერჯოლაში 65 წლამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რომელსაც მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 65 წლამდე კაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს. COVID-19-თან ერთად მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ენგურის ხიდი

22 ოქტომბერი 2020, 11:48

რეგიონი

ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ გამტაცებელი ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გაიქცა, ენგურის ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2020, 11:45

საზოგადოება

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს. „საქართველოს ბანკი“ ყველას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

მეამა ყავა არქიტექტურა

22 ოქტომბერი 2020, 11:40

ტექნოლოგიები

The Calvert Journal: ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს

„Giorgi Khmaladze Architects-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დიზაინერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა შენობებს აპროექტებს და ტრადიციულ ჩარჩოებს არღვევს. კომპანიის ერთ-ერთ ბოლო პროექტს, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შექმნილი შუშის კედლებიანი McDonald’s-ი და ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს“, - ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთი პოლიცია

22 ოქტომბერი 2020, 11:37

მსოფლიო

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის ანტიტერორისტული პროკურატურა ავრცელებს.

სოზარ სუბარი

22 ოქტომბერი 2020, 11:37

საზოგადოება

სოზარ სუბარი: 2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰექტარზე გაშენებული სკვერი ექნება

„2021 წელს, ვარკეთილის მე-3 მასივს 3,5 ჰა-ზე გაშენებული სკვერი ექნება, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 11:27

სპორტი

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს გამათავს. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს 6 მორაგბე აკლია: ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

ანრი ოხანაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 11:23

საზოგადოება

ანრი ოხანაშვილი: შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა

მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მადლობა ღმერთს, რომ შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!“ - წერს ოხანაშვილი.

ჯონდი ბაღათურია

22 ოქტომბერი 2020, 11:23

სამართალი

დავით გარეჯის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯონდი ბაღათურია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით მისი დეპუტატობის პერიოდში, 2012 წელს მაისში, „ქართული დასის“ სახელით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო და პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარზე გადმოიწიეს და სასაქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი ქედზე გაავლეს, სადაც დავით გარეჯის მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკიც მოექცა.

აშშ არჩევნები

22 ოქტომბერი 2020, 11:17

მსოფლიო

FBI: ირანმა და რუსეთმა ამერიკელი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს

რეტკლიფის თქმით, თეირანმა და მოსკოვმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული მონაცემები მოიპოვეს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.