imedi /  30 სექტემბერი 2020, 13:39 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ორჯერ უფრო დაბალი კლების ტემპი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის შემცირება გვაქვს, მაგრამ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში - მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება. წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა, 113 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 370,417 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 6,868 პაციენტი ემსხვერპლა, 151,632 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:44

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 პაციენტს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 85,034 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 53,257.

29 ოქტომბერი 2020, 11:42

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2-ს“, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა.

გიორგი ვოლსკი

29 ოქტომბერი 2020, 11:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ის ელოდება თავის ჯერს

„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ , ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებებს. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები, იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოტური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სახანძრო-სამაშველო შენობა

29 ოქტომბერი 2020, 11:35

რეგიონი

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 11:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე გვყავს 511 მძიმე პაციენტი, 128 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბარი იქნება

„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტების ლოკალიზაცია და განთავსება ხდება რეგიონში, პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, როდესაც ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში 4 საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ რისკებს. ამიტომ გადანაწილება იქნება ძალიან თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაში არის გაწერილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ხალხი არ აჰყვება პროვოკაციასმ მივა არჩევნებზე და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.

ინფექციური საავადმყოფო

29 ოქტომბერი 2020, 11:16

COVID19

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან თბილისში - 445, აჭარაში - 437, იმერეთში კი - 388 დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:13

COVID19

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:08

თემა

ხანდახან გაუცნობიერებლად ვყიდულობ ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენას არ ვგეგმავდი. რატომ?

ამის მიზეზია პრედიქტული იგივე პროგნოზირებადი ანალიტიკა. ამ ტექნოლოგიას ბევრი კომპანია იყენებს. მათ შორის არის თითქმის ყველა მიმართულება - მედიცინით დაწყებული, ნავთობმოპოვებით დასრულებული. სწორედ ეს ეხმარება ბიზნესს პოტენციურ კლიენტზე, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიგოს, რათა ესა თუ ის პროდუქტი მას სასურველი ფორმით შესთავაზოს.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:08

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს

„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში და ასევე ეს არის ძალიან ნათელი გამოხატულება ახალი პრიორიტეტების, რაც ჩვენმა სამთავრობო გუნდმა დაადგინა“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს.

კორონავირუსი საქართველო

29 ოქტომბერი 2020, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

29 ოქტომბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 10:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს

ავიაკომპანია WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 10:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები

სტუდენტები და რეზიდენტები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი დღიდან არიან ჩართულები, რასაც ადასტურებს ისიც, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა ამ პროცესში მუდმივად, პირველი დღიდან მონაწილეობს და შესაბამისად ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კათედრას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.