Imedi /  05 ოქტომბერი 2020, 15:10 / სანდო წყარო

ეკატერინე მიქაბაძე: კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებულია არაერთი ორგანიზაციის მიერ

ეკატერინე მიქაბაძე

ეკატერინე მიქაბაძე

კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებულია არაერთი ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის კვლევაზე „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“, განუცხადა.

„ამ ოცეულში საქართველო უკვე მესამე წელია სახელდება და სარეიტინგო ქულით ევროკავშირის 13 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის ესპანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას, ხორვატიას და ასე შემდეგ.

ამასთან, კორუფციის კონტოლის მიხედვით, აღსანიშნავია საქართველო ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რეგიონში. აღასანიშნავია, რომ მონაცემების წყაროა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორების გამოკითხვის შედეგები, მათი მოსაზრებები და შეფასებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ და სხვა ინდიკატორებში მიღებული წარმატებული შეფასება, რადგან ის ცალსახად მიანიშნებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებულია არაერთი ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2020, 00:44

ტაბლოიდი

ჩინეთში 14 წლის ბიჭი, სიმაღლის გამო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს

ჩინეთში 14 წლის სკოლის მოსწავლის სიმაღლემ 221 სანტიმეტრი შეადგინა. მან განაცხადი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებთან გადაგზავნა, რადგან „მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოზარდის“ ტიტულის პრეტენდენტია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

აკაკი ტაბუცაძე

24 ოქტომბერი 2020, 00:25

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩში 7:48 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა.

24 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

24 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს

24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.

პოლ მაკკარტნი

24 ოქტომბერი 2020, 00:11

კულტურა

პოლ მაკკარტნი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც კარანტინის დროს ჩაწერა

„მუსიკას ვწერ, ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენება არ მავიწყდება და ვცდილობ საზოგადოებისგან თავი შორს დავიჭირო“, - აღნიშნა მაკკარტნიმ.

შერონ სტოუნი

23 ოქტომბერი 2020, 23:55

ტაბლოიდი

62 წლის შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-სთვის ფოტოსესია გამართა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა, პროდიუსერმა და ფოტომოდელმა შერონ სტოუნმა ჟურნალ Vogue-ს ბერძნული გამოშვებისთვის ფოტოსესია მოაწყო.ერთ-ერთ ფოტოზე 62 წლის სტოუნს დიზაინერ სარა სოკოლის გრძელი, გამჭვირვალე კაბა აცვია და ფართე ფარფლებიანი ქუდი ახურავს, უკანა ფონზე კი ცხენები და მხედრები ჩანს.

ჟოზეპ ბორელი

23 ოქტომბერი 2020, 23:50

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი და მაიკ პომპეო გარე მხარეებს მოუწოდებენ, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ სახიფათო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი სატელეფონო საუბარში განიხილეს.

სოზარ სუბარი

23 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

ნათია მეზვრიშვილი კახაბერ ქემოკლიძე

23 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს: არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.

იოსებ ხახალეიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 23:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს„ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

23 ოქტომბერი 2020, 22:39

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 184 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქუთაისი ნაცმოძრაობა

23 ოქტომბერი 2020, 22:34

რეგიონი

ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ბორჯღალოსნები

23 ოქტომბერი 2020, 22:27

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ტესტ მატჩს მართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არის შესაძლებელი.

23 ოქტომბერი 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ურუგვაი საზღვრებს დახურავს

ურუგვაის პრეზიდენტის, ლუის ლაკაიე პოუს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, საზაფხულო სეზონის დროს ქვეყნის საზღვრები დაიხურება.

23 ოქტომბერი 2020, 21:56

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოხდა მოკლე ჩართვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ოქტომბერი 2020, 21:46

COVID19

ჯანმოს დირექტორი: გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს თვეებში უკიდურესად რთული იქნება.

23 ოქტომბერი 2020, 21:24

სამართალი

ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს. ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, ის გარდაცვლილის ნათესავიცაა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.

ბრუნო ლე მერი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

ეკონომიკა

კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება

კორონავირუსის პანდემიის გამო კომენდანტის საათის დაწესება საფრანგეთს 2 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. ამის შესახებ რადიო Europe 1-თან საუბარში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს - სომხები შესანიშნავი ხალხია, მათ დავეხმარებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.

23 ოქტომბერი 2020, 20:50

ეკონომიკა

Coca-Cola 200-მდე ბრენდს აღარ გამოუშვებს

Coca-Cola ზოგიერთი ძველი ბრენდის წარმოებას შეწყვეტს. ამის შესახებ CNN იტყობინება. კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ 200-მდე სასმელს, მათ შორის, Tab-ს, Zico-ს, Powerade-ს, Smart Water-ს, Dasani-ს და Odwalla-ს აღარ გამოუშვებს, პორტფელის შემცირება კი მათ შესაძლებლობას მისცეს ისეთ აქტუალურ პროდუქტებზე მოახდინონ კონცენტრირება, როგორიცაა მაგ, Coca-Cola Zero Sugar-ი და Topo Chico hard seltzer-ი.