imedi /  05 ოქტომბერი 2020, 17:39 / სანდო წყარო

GT Motors: ინფორმაცია, თითქოს „ჯი-თი მოტორსი“ თბილისის მერიასთან რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში შევიდა, ან ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, რომელიმე მაღალჩინოსანს რაიმე სახის საჩუქარი გადასცა, სიცრუეა

GT Motors-ი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ტვ პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში 19 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს გასულ სიუჟეტებს, რომლებშიც საუბარი იყო კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ მხრიდან თბილისის მერის, კახა კალაძისათვის ავტომობილების ჩუქებაზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსს“ თბილისის მერისთვის „ლენდ როვერ დეფენდერი“ და „ფორდ რაპტორი“ არ უჩუქებია. კახა კალაძემ „ლენდ როვერ დეფენდერი“ გაიყვანა იჯარის ხელშეკრულებით, ხოლო „ფორდ რაპტორი“ გაყვანილი ჰყავდა ტესტ-დრაივზე. ამ ფაქტების დასადასტურებლად, „ჯი-თი მოტორსმა“ „ტვ პირველს“ მიაწოდა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც 3 ოქტომბრის სიუჟეტში არ გაჟღერებულა. ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს.

„2020 წლის 27 აგვისტოს, ანუ სიუჟეტის მომზადებამდე და ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, კახა კალაძემ კომპანია „ჯი-თი მოტორსთან“ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა. ამის დასტურად, წარმოვადგენთ წერილს, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა გაუგზავნა კახა კალაძეს. წერილში ჩანს, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერი 2020 წლის 27 აგვისტოს კახა კალაძეს აწვდის იჯარის ხელშეკრულებას.

გარდა ამისა, ვასაჯაროებთ სადაზღვევო პოლისსაც, რომელსაც კომპანია, ზოგადად, ყველა საიჯარო ხელშეკრულების დადებისას აფორმებს. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ავტომობილის ღირებულებას. პოლისით დასტურდება, რომ კახა კალაძის ავტომობილის ღირებულება არა 94 000, არამედ 55 000 ევროა. აღნიშნული დოკუმენტაცია 25 სექტემბერს მივაწოდეთ ტვ პირველსაც.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე დოკუმენტს არ ვასაჯაროებდით, რადგან ის შეიცავს კლიენტის პირად ინფორმაციას. თუმცა, 24 სექტემბერს, კახა კალაძემ თავად საჯაროდ ისაუბრა „ჯი-თი მოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რითაც საშუალება მოგვეცა, აღნიშნული დოკუმენტები მედიისა და საზოგადოებისთვის წარგვედგინა.

რაც შეეხება, ავტომობილის ფასის განსაზღვრას: ავტომობილის ფასს, უპირველესად, განსაზღვრავს მისი აღჭურვა. ორი ავტომობილი, შესაძლოა, იყოს ერთი და იმავე ფერის, თუმცა, განსხვავდებოდეს აღჭურვით და, შესაბამისად, განსხვავდებოდეს ფასითაც. ეს დეტალი „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემის ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისასაც განუმარტა, როდესაც მან კომპანიაში მომხმარებლის სახელით დარეკა.

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გამოაქვეყნა საუბრის არასრული ჩანაწერი, რომელიც ვერ ასახავს სრულ სურათს. იმისათვის, რომ საზოგადოებამ ობიექტურად აღიქვას საუბარი და არ დაეყრდნოს მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩანაწერს, ვასაჯაროებთ „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერისა და ტვ პირველის ჟურნალისტის სატელეფონო საუბრის სრულ ვერსიასაც. https://www.youtube.com/watch?v=3kJjKn30agk

გაყიდვების მენეჯერი განმარტავს, რომ კონკრეტული მოდელის ზუსტი ფასის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, მას სჭირდება ავტომობილის ვინ კოდი. ასევე, ის ჟურნალისტს აწვდის იმ მომენტში „შოურუმში“ არსებული ოქროსფერი „ლენდ როვერ დეფენდერის“ ფასს და აღნიშნავს, რომ იმავე ფერის მოდელი ცოტახნით ადრე გვყავდა სხვადასხვა აღჭურვისა და ფასის. ამ დეტალზე გაყიდვების მენეჯერი საუბრობს 2:00 წუთიდან.

ტვ პირველის სიუჟეტში საუბარი იყო ავტომობილ „ფორდ რაპტორზეც“. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მანქანა ეკუთვნის კომპანიას. „ფორდ რაპტორი“, რომელიც ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემის გადამღებმა ჯგუფმა კახა კალაძის ეზოში დააფიქსირა, ტესტ-დრაივის ავტომობილია.

ტესტ-დრაივ ავტომობილის დანიშნულებაა, მომხმარებელმა გამოსცადოს ის, ნახოს მისი შესაძლებლობები და მიიღოს ინფორმაცია, რამდენად კომფორტულია კონკრეტული მოდელი მისთვის. ეს მიღებული პრაქტიკაა საავტომობილო ინდუსტრიაში. თუმცა, არც ერთ მომხმარებელს „ჯი-თი მოტორსი“ არ ავალდებულებს ტესტ-დრაივ ავტომობილის რეკლამირებას. რაც შეეხება პერიოდს, ეს დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილსა და ავტომობილზე არსებულ მოთხოვნაზე. ტესტ-დრაივი, შესაძლოა, გაგრძელდეს ერთ საათს, რამდენიმე დღეს, ან რამდენიმე კვირას. რიგ შემთხვევებში, როცა ჩვენთან მომხმარებელს გარკვეული სერვისის მისაღებად მოჰყავს საკუთარი ავტომობილი და ველოდებით საზღვარგარეთიდან ნაწილის ჩამოსვლას, ტესტ-დრაივის ავტომობილს მას 1 თვის განმავლობაშიც კი ვატანთ.

კახა კალაძემ ტესტ-დრაივზე ავტომობილი გაიყვანა 8 სექტემბერს და დააბრუნა 16 სექტემბერს. „ფორდ რაპტორის“ კომპანიისთვის დაბრუნებიდან მეორე დღესვე, ავტომობილი ტესტ-დრაივზე რამდენიმე დღით სხვა მომხმარებელმაც იმავე პირობებით გაიყვანა. ამის დასადასტურებლად, წარმოგიდგენთ "შეთანხმებას სადემონსტრაციო ავტომობილის სატესტო მართვის შესახებ", რომელიც გაფორმდა "ჯი-თი მოტორსსა" და კახა კალაძეს შორის.

აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსის“ გუნდმა 25 სექტემბერს ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემას მიაწოდა ყველანაირი ინფორმაცია „ფორდ რაპტორისტესტ-დრაივით გაყვანის და „ლენდ როვერ დეფენდერის“ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ასევე, ოფისში მისულ გადამღებ ჯგუფს აჩვენა სწორედ ის ავტომობილი, რომელიც მათ კახა კალაძის სახლის ეზოში გადაიღეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ თბილისის მერიასთან რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში შევიდა, ან ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, რომელიმე მაღალჩინოსანს რაიმე სახის საჩუქარი გადასცა, სიცრუეა. ტენდერთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია საჯაროა და მისი გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 01:06

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 00:58

COVID19

ნანა გეგეჭკორი: თუ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან ტესტის პასუხი მკურნალობას არ ცვლის

დაახლოებით 80 პროცენტი კორონავირუსს უსიმპტომოდ ან ძალიან მცირე სიმპტომებით გადაიტანს, ასეთ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არანაირი ყურადღება არ სჭირდებათ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

27 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წევრებიც არ ითხოვენ ორ გვამს, არამედ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას

ე.წ ოპოზიციურ დაჯგუფებაში არის ორი ჯგუფი, აქედან ერთი რადიკალურია, რომელიც სპეცოპერაციების დროს ითხოვდა ორ გვამს. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც ითხოვს არა ორ გვამს, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 00:37

მსოფლიო

Rasmussen-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს

კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს.

27 ოქტომბერი 2020, 00:28

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: უსაფრთხო დისტანციად ითვლება კოვიდინფიცირებული პაციენტისგან 2 მეტრზე შორს ყოფნა

არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, ეს ახალი დაავადება და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა კორონავირუსზე საუბრისას Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:19

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ შსს-ს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 00:07

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს, თუ COVID19-თან ბრძოლაში მოსახლეობა 3 ძირითად წესს არ დაიცავს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ უკვე $23,6 მილიონია მოზიდული

მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - თავად განსაჯეთ რამდენად ეფექტური შედეგია (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი) , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.

არმენ სარგსიანი

26 ოქტომბერი 2020, 23:43

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დატოვოს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა გამოცემა The National-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ევროპის უნივერსიტეტი

26 ოქტომბერი 2020, 23:42

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მზაობა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან და დეკანებთან გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისხლსმოწყურებულები ელოდებიან, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად

ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუკავა

26 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.