imedi /  09 ოქტომბერი 2020, 14:15 / სანდო წყარო

ზაზა გაბუნია: 2021 წლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო ჩამოყალიბდეს სრულფასოვნად განვითარებულ ქვეყნად

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია

შემიძლია გამოვთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ 615 მილიონი ლარით გვაქვს ზრდა რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართულებით და მით უმეტეს დიდი ნაწილი ამ რესურსისა იმ დიდ, გლობალურ და მნიშნელოვან პროექტებს მოხმარდება, რომლებიც დაწყებულია და რომლის ბოლომდე მიყვანა არის მნიშვნელოვანი. ეს ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო იყოს სრულფასოვნად განვითარებული ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინვესტიციების მოსაზიდად, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრემ ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“ განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მაკროეკონონიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში არის კლებადი ტენდენცია და წლის ბოლოსთვის იქნება 4%-ზე ნაკლები.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი, ბოლო წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2-2,5%-ის ფარგლებში გაიზარდა.

მომხსენებლის განმარტებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილია 12,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც დღეს არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველადი გეგმა, რაც 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, იმასთან შედარებით დაახლოებით 100 მლნ. ლარით ნაკლებია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტა, 2021 წლიდან ბიუჯეტში ასახულია ის კანონმდებლობა, რაც პენსიების ინდექსაციას უკავშირდებოდა.

„იზრდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად, უწევს 2021-2022 წლებში. ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შეადგენს 17მლრდ 71 მლნ. ლარს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით.

მომხსენებლის ინფორმაციით, ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

· საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1 648.5 მლნ ლარი, მათშორის თანხები ძირითადად მიიმართება საავტომობილო გზების მშენებლობარეკონსტრუქციაზე:

· რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მლნ ლარი

· წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მლნ ლარი,

· მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 30.0 მლნ ლარი;

· ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 165.0 მლნ ლარი;

· იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - 38.0 მლნ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კომიტეტმა დღესვე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს „აგროტურიზმის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოგენილ დოკუმენტს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A)” და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო--აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B)” მხარი დაუჭირეს.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

28 ოქტომბრიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეს მთელ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ოქტომბერი 2020, 08:19

საზოგადოება

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

27 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ამ თარიღს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 01:06

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

ნანა გეგეჭკორი

27 ოქტომბერი 2020, 00:58

COVID19

ნანა გეგეჭკორი: თუ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან ტესტის პასუხი მკურნალობას არ ცვლის

დაახლოებით 80 პროცენტი კორონავირუსს უსიმპტომოდ ან ძალიან მცირე სიმპტომებით გადაიტანს, ასეთ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არანაირი ყურადღება არ სჭირდებათ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

27 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წევრებიც არ ითხოვენ ორ გვამს, არამედ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას

ე.წ ოპოზიციურ დაჯგუფებაში არის ორი ჯგუფი, აქედან ერთი რადიკალურია, რომელიც სპეცოპერაციების დროს ითხოვდა ორ გვამს. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომლის წარმომადგენლებიც ითხოვს არა ორ გვამს, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენას და საზოგადოების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ოქტომბერი 2020, 00:37

მსოფლიო

Rasmussen-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს

კვლევითი სამსახური Rasmussen-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს 1%-ით უსწრებს.

27 ოქტომბერი 2020, 00:28

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: უსაფრთხო დისტანციად ითვლება კოვიდინფიცირებული პაციენტისგან 2 მეტრზე შორს ყოფნა

არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, ეს ახალი დაავადება და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა კორონავირუსზე საუბრისას Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 00:19

COVID19

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

ანრი ოხანაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ შსს-ს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებაში

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 00:07

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს, თუ COVID19-თან ბრძოლაში მოსახლეობა 3 ძირითად წესს არ დაიცავს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 ოქტომბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ უკვე $23,6 მილიონია მოზიდული

მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - თავად განსაჯეთ რამდენად ეფექტური შედეგია (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი) , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.

არმენ სარგსიანი

26 ოქტომბერი 2020, 23:43

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი: საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, დატოვოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი

საერთაშორისო თანამეგობრობამ თურქეთი უნდა აიძულოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი დატოვოს, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა გამოცემა The National-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ევროპის უნივერსიტეტი

26 ოქტომბერი 2020, 23:42

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მზაობა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან და დეკანებთან გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

26 ოქტომბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისხლსმოწყურებულები ელოდებიან, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად

ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.