IMEDI /  09 ოქტომბერი 2020, 20:48 / სანდო წყარო

ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს

ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“ ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა“.

„საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რათა სამხრეთ კავკასია გახდეს მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი“,- წერს გამოცემა ფორბსი.

ყველა სიახლე

ეკონომიკა

04 დეკემბერი 2020, 08:26

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

ამინდი

04 დეკემბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენ ჰოჯესი

04 დეკემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად გზა უნდა ვიპოვოთ, ამას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა“, - ამის შესახებ Europe Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასლან ვაშაყმაძე

04 დეკემბერი 2020, 07:54

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა, ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. ის ფოთში 2 დღის წინ დააკავეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 01:06

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა

ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.

სამხრეთ აფრიკა ლატარეა

04 დეკემბერი 2020, 00:56

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლატარეას საეჭვო მომგებიანი კომბინაციის გამო თაღლითობაში ადანაშაულებენ

გათამაშებაში, რომლის ჯეკპოტიც 7,4 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა გამარჯვებული რიცხვები ასეთი თანმიმდევრობით ამოვიდა: 8, 5, 9, 7, 6 და 10. შედეგად ჯეკპოტი 20 ადამიანს შორის გადანაწილდა, რომლებმაც უჩვეულო 6-რიცხვიანი კომბინაცია სწორად გამოიცნეს, მაშინ როდესაც მოგების შანსი 1 42 375 200-ზეა.

04 დეკემბერი 2020, 00:49

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: „მთავარი არხის“ მიერ 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

04 დეკემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 00:40

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:30

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 00:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა.

04 დეკემბერი 2020, 00:25

რეგიონი

ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულთა რეგიტრცია დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება მათთვის თანხების გადარიცხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ ჩართვისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

03 დეკემბერი 2020, 23:39

ეკონომიკა

ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:39

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა

მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.