imedi /  15 ოქტომბერი 2020, 10:10 / სანდო წყარო

სოსო არჩვაძე: სსფ ის ორგანიზაციაა, რომელსაც ვერავინ დასწამებს მიკერძოებას ან „სენტიმენტებს“ რომელიმე ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი, ამიტომ ამ ორგანიზაციის პროგნოზი უფრო ფასეულია

სოსო არჩვაძე

სოსო არჩვაძე

საქართველოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ექნება ეკონომიკური ზრდის (+5.5%) ყველაზე მაღალი დონე რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2025 წლებში, ხოლო 2021-2022 წლებში - ცალსახად ევროპის, შავიზღვისპირეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორისაც. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ზემოხსენებული საპროგნოზო მაჩვენებელი 1.3-ჯერ აღემატება ეკონომიკური ზრდის 2013-2019 წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ეს ადასტურებს იმ სტრატეგიის სისწორეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, მიმართავს პანდემიით გამოწვეული ზარალის მინიმიზაციის, ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალური მხარდაჭერისა და აქტივიზაციის ასამაღლებლად, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიურ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ მოცემული ინფორმაცია.

ექსპერტის განცხადებით, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა, რომელსაც ვერავინ დასწამებს მიკერძოებას ან „სენტიმენტებს“ რომელიმე ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი. ამიტომ მით უფრო ფასეულია ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგნოზი ეკონომიკის განვითარების პირობებზე, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, რომელიც ყოველი ქვეყნის განვითარებას „გვერდიდან“ - სამედიცინო მხრიდან უტევს და აფერხებს“.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს 2020 წლის მაჩვენებლის ანალოგიური - 5 პროცენტი იქნება. იოსებ არჩვაძის განცხადებით, ასეთი შეფასება იმ დროს, როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური მასშტაბით გარდატეხა ჯერ არ მომხდარა, გარკვეული ოპტმიზმის საფუძველს იძლევა, მით უფრო, რომ მრავალი ქვეყნის მიხედვით ეკონომიკის 2021 წლის ზრდის ტემპი 2020 წლის ვარდნის აბსოლუტურ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება. ასე მაგალითად, ევროკავშირის მიხედვით მშპ-ის 2021 წლის ზრდის მაჩვენებელი 2020 წლის ვარდნის მაჩვენებლის 2/3-საც კი ვერ მიაღწევს (შესაბამისად, +4.7% და -7.2%); ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოში და არა მხოლოდ: აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის თანაფარდობა წინა წლის ვარდნის მაჩვენებელთან იქნება მხოლოდ 50.0% (+2.0% და-4.0%), სომხეთში, შესაბამისად, - 77.8% (+3.5% და - 4.5%), რუსეთში - 84.6% (+44.% და - 5.2%), უკრაინაში - 41.7% (+3.0% და -7.2%)...

„ამჟამად საქართველოს პარლამენტში განხილვის სტადიაში მყოფი პირველი წარდგენით შესული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია სამთავრობო ვალის შემცირების ტენდენცია, მაშინ როდესაც პანდემიით მიყენებული ზარალის გამო მთელი რიგ ქვეყნებს (რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ესტონეთი და ა.შ.) ვალის სიდიდე კვლავაც ეზრდებათ. ეკონომიკური ზრდის მზარდი ტემპი და საგარეო ვალის შემცირების ტენდენცია წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს პირობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა ექსპერტმა.

14 ოქტომბერს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

18 მაისი 2025, 08:45

მსოფლიო

მარკო რუბიო: დონალდ ტრამპს სურს, რომ ვლადიმერ პუტინს რაც შეიძლება მალე შეხვდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განაცხადებით, დონალდ ტრამპს სურს, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. მისი შეფასებით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ჩიხიდან გასვლა მხოლოდ ტრამპსა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება.

ლეო XIV

18 მაისი 2025, 08:25

მსოფლიო

დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება

რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება.

18 მაისი 2025, 08:04

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოს შედეგად სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

აშშ-ში ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით - დაშავდა. დაღუპულთაგან 14 კენტუკის მკვიდრია, 7 - მისურის

18 მაისი 2025, 00:46

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38

რეგიონი

ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10

საზოგადოება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24

რეგიონი

ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლადო ათანელი

17 მაისი 2025, 21:08

კულტურა

ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ

ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

17 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37

რეგიონი

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

მარიამ ლაშხი

17 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16

საზოგადოება

ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 19:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო

26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მეუფე შიო

17 მაისი 2025, 19:45

საზოგადოება

მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს

„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.