16 ოქტომბერი 2020, 14:42 / სანდო წყარო

ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას

„2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია, ინფლაცია 3%ია,

„ბიუჯეტის დეფიციტი 5.2%-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და ვიფიქროთ მის შემცირებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებული კოვიდპანდემიის პირობებში, ეს ციფრი როგორც სხვა დანარჩენი დიდი ალბათობით შეიცვლება, მომავალ წელს 17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2021 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. ანუ წლევანდელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.​

ყველა სიახლე

სოსო ფხაკაძე

20 ოქტომბერი 2020, 16:45

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა პრემიერთან ორი მოთხოვნა დააყენა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

20 ოქტომბერი 2020, 16:44

COVID19

იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი აამოქმედა

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე იქ კომერციული საქმიანობა შეწყდება, ადგილობრივი მოსახლეობა კი დილის 5 საათამდე, სახლის დატოვებას მხოლოდ საპატიო მიზეზით შეძლებენ. შეზღუდვები 13 ნოემბრამდე იმოქმედებს.

20 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა. მთავრობამ განმარტა, რომ ახალი პოსტის შემოღების აუცილებლობა კორონავირუსის მეორე ტალღამ და მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობამ გააჩინა. კოვიდ19-ის საკითხებში კომისარი 39წლის პედრო ფაკონია. ფაკონი ამბობს, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბელგია გაცილებით კარგად არის მომზადებული მეორე ტალღისთვის.

პიტერ მადსენი

20 ოქტომბერი 2020, 16:36

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობისთვის გასამართლებულმა დანიელმა გამომგონებელმა ციხიდან გაქცევა სცადა

სამართალდამცველებმა კოპენჰაგენში, ციხესთან ახლოს კაცი დააკავეს და შემდეგ დაადასტურეს, რომ ეს მადსენი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებისას მადსენმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ბომბი აქვს. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მადსენს ასაფეთქებელი ნივთიერება არ ჰქონდა, რის შემდეგაც პოლიციამ პატიმარი ციხეში დააბრუნა.

20 ოქტომბერი 2020, 16:36

მსოფლიო

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს.

20 ოქტომბერი 2020, 16:35

COVID19

თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

„აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც ნინო ზამბახიძემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სასტუმრო ​ მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი დაავადება.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება

2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის მდაბიო საქციელი, ფიზიკური ძალადობა და დისკრიმინაცია

„აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე გვქონდა რეაგირება. მასალა საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მძიმე შეფასება მოჰყვება როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:30

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების განვითარებაც, ამ მიმართულებით კი, ბოლო წლებში, სამჯერ უკეთესი შედეგია ნაჩვენები, რაც გამოიხატება 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციასა და 500-ზე მეტი ხიდის მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაში, 2024 ლამდე კი დაგეგმილია დამატებით 1500 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

20 ოქტომბერი 2020, 16:29

მსოფლიო

ვიეტნამში წყალდიდობებისა და მეწყერების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ვიეტნამში წყალდიდობებისა და მეწყერების გამო დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ქვეყანაში უამინდობას უკვე 105 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური მოვლენების შედეგად 5 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, დაიწყობრა 178 000 სახლი, 1 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დაიხოცა 690 ათასამდე ფრინველი და შინაური ცხოველი.

20 ოქტომბერი 2020, 16:21

საზოგადოება

ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „The HALO Trust“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „HALO Trust“-ის რეგიონალურ დირექტორთან, ნიკ სმარტთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და „The HALO Trust“-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.

მაია ცქიტიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ დასახლებას და ქალაქს, ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს, 2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში, დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 16:11

ეკონომიკა

პრემიერი მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

20 ოქტომბერი 2020, 16:10

მსოფლიო

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

20 ოქტომბერი 2020, 15:53

საზოგადოება

გენერალურ პროკურატურაში სახალხო დამცველთან არსებულ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ რეკომენდაციის პრეზენტაცია და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატირა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ გახსნეს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

20 ოქტომბერი 2020, 15:51

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსის საგარეო პოლიტიკა განახლებას საჭიროებს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს და განახლებას საჭიროებს.

ხვიჩა კვარაცხელია

20 ოქტომბერი 2020, 15:48

სპორტი

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი ბურთი გამოარჩია. ვიდეოს ასეთი სათაური აქვს: „უყურეთ ბრწყინვალე გოლს, ვინ არის თქვენს ნაკრებში საუკეთესო ახალგაზრდა?“. ეს ბურთი კვარაცხელიასთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო იყო.

აკაკი ზოიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:42

COVID19

აკაკი ზოიძე: საზოგადოებამ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. „ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოება ვერ გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს“, - წერს ზოიძე Facebook-ზე.

20 ოქტომბერი 2020, 15:40

რეგიონი

ნათია თურნავა: ბაკურიანში რეკორდულ დროში დავასრულეთ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი პროექტების და სიცოცხლისა, რომელსაც ბაკურიანს ვაძლევთ

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე მიქაბაძე

20 ოქტომბერი 2020, 15:38

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.