19 ოქტომბერი 2020, 15:47 / სანდო წყარო

Emerging Europe: ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის

,,ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის“ - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის “Emerging Europe“-ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს.

სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.

„ქართული სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს გლობალურ პროექტებზე მუშაობა, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები და სურთ დაიპყრონ მსოფლიო“, - ვკითხულობთ ტექსტში.

სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA-ს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს.

„Stack App - სტარტაპი, რომელიც ინტერნეტში მუშაობაზე წარმოდგენას მთლიანად ცვლის. გლობალური გაფართოების მიზნით კომპანიაში 850,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 500 Startups-მა (აშშ) და უმსხვილესმა ჰოლანდიურმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში საუბარია ასევე IT სექტორში საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, კერძოდ კი საერთაშორისო კომპანიებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ხუთ პროცენტამდე შემცირებაზე. ,,ეს კარს უღებს ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც უკეთეს ადგილს ეძებს საკუთარი ბიზნესისთვის“, - წერს ჟურნალისტი.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

25 ნოემბერი 2020, 01:39

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს, რომელსაც ამერიკის სპეცსამსახურები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 01:20

COVID19

ჯანმო: გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

25 ნოემბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ინდაურების შეწყალების ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.

ალან რიკმანი

25 ნოემბერი 2020, 00:52

კულტურა

ალან რიკმანის დღიურები წიგნის სახით გამოიცემა

დღიურებში რიკმანი სამსახიობო ოსტატობაზე, მეგობრობაზე და პოლიტიკაზე წერდა; ყვებოდა სპექტაკლებზე, რომლებშიც მონაწილეობდა და „ჰარი პოტერის“ გადასაღებ მოედანზე მომხდარ ისტორიებს აღწერდა.

კამალა ჰარისი

25 ნოემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

კამალა ჰარისი: აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტების გაძლიერება მოუწევს

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტების გაძლიერება მოუწევს.

 გია კვარაცხელია

25 ნოემბერი 2020, 00:45

ეკონომიკა

გია კვარაცხელია: საპოვნელი გვაქვს ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესს, არც ეკონომიკასა და არც ადამიანების ჯანმრთელობას არ დააზიანებს

საპოვნელი გვაქვს ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესს, არც ეკონომიკასა და არც ადამიანების ჯანმრთელობას არ დააზიანებს, - ამის შესახებ „ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა, გია კვარაცხელიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა" ჩართვისას განაცხადა.

იუტა ობელისკი

25 ნოემბერი 2020, 00:43

ტაბლოიდი

იუტას უდაბნოში ლითონის უცნაური ობელისკი იპოვეს

ობიექტი საჯარო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვერტმფრენიდან შეამჩნიეს. ობელისკი ძალიან ჰგავს სტენლი კუბრიკის ფილმში „2001 წლის კოსმოსური ოდისეა“ წარმოდგენილ მონუმენტს. ოფიციალური პირები ვარაუდებონ, რომ შესაძლოა ობიექტი სწორედ ამ სურათის მოყვარულებმა ან ჯერჯერობით უცნობმა არტისტებმა დაამონტაჟეს. თუმცა ამ დროისთვის ობიექტის წარმომავლობა და მისი უდაბნოში დამონტაჟების მიზეზი უცნობია.

გიორგი ამილახვარი

25 ნოემბერი 2020, 00:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება, ვინაიდან არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას

„ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ის რეკომენდაციები და ხარვეზები, რაც დასკვნებშია ასახული არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ზაზა წერეთელი

25 ნოემბერი 2020, 00:27

COVID19

ზაზა წერეთელი: აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში მოქმედებს

„ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელზეც არის საუბარი, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას, მასობრივი თავშეყრების შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ზურაბ გურული

25 ნოემბერი 2020, 00:25

COVID19

ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:22

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად აქტიურად ემზადება

„ჩვენთვის ოპტიმისტური სცენარი ვაქცინის მიღებისა არის გაზაფხული, როცა ვაქცინები გაივლის საბოლოო ეტაპს და მოხდება მათი ავტორიზაცია და ქვეყნებისთვის მიწოდება. რა თქმა უნდა, ველოდებით ამ ყველაფერს, მაგრამ ველოდებით არა პასიურად, არამედ აქტიურად, მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და უკვე დონორი ორგანიზაციების გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყანამ შეაფასოს მისი მზაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

25 ნოემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:19

COVID19

თამარ გაბუნია სთხოვს მოსახლეობას, ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას

გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

25 ნოემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან მძიმე მისაღწევია

„ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან მძიმე მისაღწევია, მით უმეტეს, როცა ულტიმატუმი არის იმდგავარი, რომ პრაქტიკულად მმართველმა გუნდმა უარი უნდა თქვას საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რაც არათუ არასწორი იქნება, ეს არის დაუშვებელი. აი მაშინ იქნება სწორედ შეცდომა უმრავლესობის მხრიდან დაშვებული, რომელიც საკუთარი საზოგადოების გაღებულ ხმას არ დაიცავს და ქვეყანაში ბიძგს მისცემს უსაფუძვლო, გაუთავებელ არჩევნებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:11

COVID19

თამარ გაბუნია: ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს, თვითმკურნალობა დაუშვებელია

ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმზე უნდა გავიდეს. თვითმკურნალობა არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

25 ნოემბერი 2020, 00:01

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია, გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული

ამ ვითარებაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული და ეკონომიკური გუნდი, ეპიდემიოლოგები და მთავრობა - ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 23:59

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე: რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა

„რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ - ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და პრაქტიკულად ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს ნაწილი გახლდათ დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხე“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ემანუელ მაკრონი

24 ნოემბერი 2020, 23:58

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი, შესაძლოა, 15 დეკემბერს გაუქმდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი, შესაძლოა, 15 დეკემბერს გაუქმდეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 23:51

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიას ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ

ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული, გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.