imedi /  20 ოქტომბერი 2020, 16:34 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 20 მილიარდი ლარი მოხმარდება

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 1,5 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონებში მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას: სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსოპორტით უზრუნველყოფა, 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ 500 000 ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და განვითარებას.

2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის უბნის რეკონტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობის და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სულ ცოტა 20 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:20

სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

„ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას. 3-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემდეგ შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - განაცხადა ნინი კილაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 14:11

რეგიონი

აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობასა და მოქალაქეების დახმარებაზე.

01 დეკემბერი 2020, 14:11

COVID19

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საჯარო უწყებებს ვირუსისგან დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობა და საჯარო უწყების თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დამცავი სამედიცინო საშუალებებით აღჭურვის მნიშვნელობა, - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, NCDC-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ნამიჭეიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

დავით დუნდუა

01 დეკემბერი 2020, 14:07

ეკონომიკა

დავით დუნდუა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული ადგილმდებარეობით, საქართველო იძლევა ბევრ უპირატესობას იმპორტისა და ექსპორტის აქტივობისთვის, საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობისათვის, უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და სხვა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ საჯარო მომსახურებას, ბაზარზე ღია და სამართლიან კონკურენციას, ინტელექტუალური და საკუთრების უფლების სათანადო დაცვასა და თავისუფალი სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში, დავით დუნდუამ ჟურნალ „Maritime Economies“-თან განაცხადა.

01 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

01 დეკემბერი 2020, 13:46

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. imedinews- ის ინფორმაციით, პაციენტი საგარეჯოს „ჯეო -ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მიხეილ ხიდურელი

01 დეკემბერი 2020, 13:33

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად, შევძელით შოკოლადის მწარმოებელი, მსხვილი საერთაშორისო კომპანიის შემოყვანა

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

01 დეკემბერი 2020, 13:30

მსოფლიო

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს

თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 13:14

სამართალი

გელა ბეჟუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ცნობილია, ის დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურაში შესვლამდე ბეჟუაშვილმა კომენტარი არ გააკეთა და მედიის წარმოამდგენლებს განუცხადა, რომ კომენტარს საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

01 დეკემბერი 2020, 13:11

რეგიონი

ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა. ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

01 დეკემბერი 2020, 13:10

COVID19

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა

კახეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 929-მდე გაიზარდა. 72 ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია imedinews- ს რამდენიმე წუთის წინ აცნობეს. რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 284 კოვიდინფიცირებულია, გურჯაანში - 778, დედოფლისწყაროში - 350, თელავში -1078, ლაგოდეხში - 154, საგარეჯოში -378, სიღნაღში - 236 და ყვარელში - 310.

01 დეკემბერი 2020, 12:58

საზოგადოება

გიორგი შამუგია: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყნისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის

„მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის აქტიური ჩართულობა ქსელის ოპერატორებსა და MVNO-ებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დასარეგულირებლად, რათა გაუთვალისწინებელმა წვრილმანებმა საქმე არ გააფუჭოს შემდგომში და ბაზარს მიმზიდველობა არ დაუკარგოს MVNO-ებისთვის, ურთიერთობაში არ წარმოიშვას უსამართლობის ელემენტები“,- აღნიშნა შამუგიამ.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2020, 12:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ახლა პიკში ვართ და ეს კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს“.

01 დეკემბერი 2020, 12:56

საზოგადოება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს პედაგოგები, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირები დაემატნენ

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ილჰამ ალიევი

01 დეკემბერი 2020, 12:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს ლაჩინის რაიონის გათავისუფლება მიულოცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიამ და ოფიციალურმა ბაქომ რეგიონში ახალი რეალობა შექმნეს.