IMEDI /  21 ოქტომბერი 2020, 16:06 / სანდო წყარო

უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს

პიტერ ნადისა და თავისი ოჯახი იყვნენ პიონერები, რომლებმაც უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა gazdasag წერს.

„ღვინის დაყენება ამფორის ფორმის ქოთნებში, ანუ ქვევრში ხდება. რთველი დასასრულს უახლოვდება, ქვევრში კი ღვინო მზადდება“, - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, პიტერ ნაგიმ და მისმა ოჯახმა მეღვინეობას საფუძველი ჩაუყარეს უნგრეთის სამხრეთით მდებარე ღვინის რეგიონის ბაჩ-კიშკუნის სოფელ მორიცგატში, როდესაც 1870 წელს გაშენებული მამული ააღორძინეს და დაახლოებით ათიოდე წლის წინ პირველი ვენახები გააშენეს.

მათი დაუღალავი შრომის შედეგად, მამულს სიცოცხლე დაუბრუნდა. მათ სამჰექტარიან ვენახში გენეროზას, ბლუ ფრანკისა და იტალიური რისლინგის ყურძნის ჯიშები დარგეს. „მიუხედავად იმისა, რომ ღვინის თიხის ჭურჭელს უნგრეთში ამზადებენ, დაჟინებით გვსურდა გვქონოდა ორიგინალური ქართული ქვევრი, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტით ჩამოგვივიდა უნგრეთში: თავდაპირველად შავი ზღვის გავლით ამერიკულ სამხედრო ტვირთთან ერთად ქ. ვარნის ნავსადგურში ჩავიდა, საიდანაც ავტომანქანით მორიცგატში მოხდა მისი გადმოტანა. დღესდღეობით, ღვინო მიწაში ჩაფლულ რვა ქვევრშია დაყენებული, მომავალში კი ვფიქრობ გაფართოებას სხვადასხვა სახის ღვინის დამზადების მიზნით“, - ჰყვება გამოცემასთან პიტერ ნადი.

პიტერ ნადი ასევე აღნიშნავს იმას, რომ მეღვინეობა მისთვის ცხოვრების წესია. მისთვის მნიშვნელოვანია ღირებულის შექმნა ბუნებასთან ჰარმონიაში. ჩვენ ვისწრაფვით ნიადაგის ნაყოფიერების ოპტიმალურად გამოყენების და უნგრეთის დიდი დაბლობის (Great Hungarian Plain) ღვინოების წარმოებასთან ერთად ქართული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინის ფართო პოპულარიზაციისაკენ. პიტერის ცხოვრების წესი თავისმა ვაჟიშვილმა, შიმონმა აიტაცა, რომელმაც მის მსგავსად უმაღლესი განათლება ჯერ მემცენარეობაში (horticulture), ხოლო შემდეგ მევენახეობა-მეღვინეობის განხრით მიიღო. ბოლო წლებში მან სერიოზული პროფესიული გამოცდილება დააგროვა როგორც უნგრეთის, ასევე საქართველოს მეღვინეობებში, რომელსაც ახლა საკუთარ ვენახს მოახმარს. „აქ სამუშაოების გაჩერება შეუძლებელია ეპიდემიის პერიოდშიც კი ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ, მექანიზაციის გარეშე და მალე ორგანულ მეურნეობაზე გადასვლას ვგეგმავთ“, - აღნიშნა მასპინძელმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

გამოცემასთან შიმონიც საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ თავდაპირველად უჭირდა იმ ფაქტთან შერიგება, რომ შედეგები უცებ არ მოდის და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგემილი იყო: „დიდი ძალისხმევით, არც თუ ისე თვალსაჩინო ნაბიჯებით მივიწევთ წინ, მაგრამ ჩემთვის ეს ფანტასტიკური საქიანობაა: მიუხედავად ბევრი სირთულისა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვიზიტორები ჩვენგან კმაყოფილი მიდიან, როდესაც გამოფენიდან კმაყოფილი ვბრუნდებით, როდესაც კარგი ღვინო გამოგვდის და ვაზი ჯანსაღია - უნდა ვაღიარო, რომ ეს „წვრილმანები“ ბედნიერებას გვანიჭებს“ - აღნიშნავს ღვინის ახლაგაზრდა ექსპერტი.

პიტერ ნადი სიამაყით აღნიშნავს, რომ მოროცგატში 150 წლის საკარმიდამო მამული აღადგინა და პირვანდელი სახე მიაღებინა. იგეგმება სამეურნეო ნაგებობების სრული რეკონსტრუქცია ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით. ამასთან ერთად ქვევრებისთვის მზადდება დახურული მარანი. პიტერ ნადის მეურნეობა, სადაც რეგულარულად მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები ტარდება, ღიაა ვიზიტორებისათვის.

ღვინის ქვევრში დაყენების ქართული მეთოდი 8000 წელიწადს ითვლის. პიტერი დიდი ენთუზიაზმით საუბრობს ამ უძველეს მეთოდზე, რომელსაც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრებობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ქვევრი ფუტკრის ცვილით დამუშავებული თიხის ჭურჭელია, რომელიც მთლიანად მიწაშია ჩაფლული, იმისათვის, რომ ფერმენტაცია მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობდეს. ქვევრის ტევადობა ათასობით ლიტრამდე განისაზღვრება. ქვევრში ყურძნის წვენს კანთან და წიპწასთან ერთად ათავსებენ და ხის თავსახურით ხურავენ. 8-9-თვიანი ფერმენტაციის შედეგად ღვინო ტანინით, ანტიოქსიდანტებითა და ფენოლით მდიდრდება, რასაც დადებითი ფიაიოლოგიური ეფექტი აქვს. ამ მეთოდით დაყენებული ღვინის ხარისხს მაცერაცია და პროცესში ხელოვნური ჩარევის მინიმუმადე დაყვანა იძლევა.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

აღდგომის ხატი

12 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

მეუფე შიო

11 აპრილი 2026, 23:53

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...

11 აპრილი 2026, 23:43

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!

ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:39

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი

არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ აღდგომის სამზადისის დროს საქართველოს მოსახლეობის გულები მწუხარებამ მოიცვა, რადგან დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

11 აპრილი 2026, 23:37

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული

ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

11 აპრილი 2026, 23:28

საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლე. სრულად

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე.

11 აპრილი 2026, 23:23

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წინდა ცეცხლის საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:15

საზოგადოება

ლაშა ჟვანია პატრიარქზე: ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი

ცხოვრებაში არც ერთხელ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ის იყო ცენტრი, მისთვის ცენტრი ყოველთვის იყო ღმერთი, ეკლესია, ასევე მსახურება ეკლესიისა და ქვეყნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ილია II-ზე საუბრისას. „როცა ამაზე ფიქრობ, შენ ხვდები, რომ შენი ცხოვრებიდან ცენტრი არ წასულა, ცენტრის სახედ დაგვიტოვა ღმერთი. მას რომ თავისი თავი დაეტოვებინა ცენტრად ალბათ ჩვენც დაბნეულები ვიქნებოდით. ბედიც გვქონია ერსაც და თვითოეულ ჩვენგანსაც, აღდგომის მარხვაში მოხდა უწმინდესის გასვლა. ძველი სტილით 17 მარტს და ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა და 17 მარტს დაგვტოვა მისმა უწმინდესმა. რა თუ არა აღდგომა გაგვინელებდა იმ ტკივილს და იმ დანაკლისს, რომელიც უწმინდესის ამქვეყნიდან გასვლას ახლავს. მე პირადად სულიერად 40 დღის გასვლას ველოდები, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ 40 დღის გასვლის მერე კიდევ უფრო შეგვეწევა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

11 აპრილი 2026, 23:10

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის

მისი უწმინდესობა ყოველთვის გვარიგებდა, პირველ რიგში, იმ წუთებში ილოცეთ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრიარქი შედის საფლავში შიგნით და ის ლოცულობს მსოფლიოსთვის, თქვენ ილოცეთ საქართველოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია

11 აპრილი 2026, 23:00

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა

პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, წმინდა ცეცხლის ტრადიცია IV საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა მაცხოვრის საფლავზე ტაძარი აშენდა.

11 აპრილი 2026, 21:45

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.

11 აპრილი 2026, 21:13

სპორტი

საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

11 აპრილი 2026, 18:51

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

11 აპრილი 2026, 18:26

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა, დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა. მცირერიცხოვანი დელეგაცია საქართველოში მოემგზავრება.

11 აპრილი 2026, 18:23

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ლევან მაჭავარიანი

11 აპრილი 2026, 17:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი

„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.

11 აპრილი 2026, 17:06

პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

11 აპრილი 2026, 17:01

მსოფლიო

ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 16:48

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა.