http://imedi.ge/ /  23 ოქტომბერი 2020, 09:57 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა და ცენტრალური აზია: გახსნილი მომავლისთვის“ მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, ასევე - რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

ამავე დროს, გამოკვეთა რეგიონის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევები და დღის წესრიგში დააყენა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობა, რათა ქვეყნებმა არამხოლოდ წარმატებით შეძლონ პანდემიასთან ბრძოლა, არამედ შეუფერხებლად განაგრძონ მდგრადი განვითარება.

თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომპანიებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც მომუშავე კომპანიებს ეს შეღავათი ეხებათ.

მინისტრის შეფასებით, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

მისი თქმით, ამით იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზეც ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა, არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა და პროექტი „Log in Georgia“, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მინისტრის განცხადებით, ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა. მისი თქმით, „Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლიბერალური და მიმზიდველი ბიზნეს გარემოდან, გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც დაეხმარება, დაძლიოს საერთაშორისო მონაცემებთან წვდომისა და ქვეყანაში აითი-შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც არამხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოემსახურება.

ნათია თურნავამ ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარებისთვის. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და ასევე - მის ფარგლებში აქტივობებზე. მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 12:34

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 2 138 828 შემთხვევაა დადასტურებული. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 37 031 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 634 671 პაციენტი.

გიორგი ღოღობერიძე

24 ნოემბერი 2020, 12:20

COVID19

როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდი პანიკური შეტევისგან - ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე - კანკალი, მეოთხე - ქოშინი, ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

24 ნოემბერი 2020, 12:14

COVID19

აჭარაში COVID-19-ით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ისგან 390 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა 576 ახალი შემთხვევა და ​გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი. გარდაცვლილებს შორის არის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი ბენო ჭელიძე. ის ამავე კლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა. ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მეორე ექიმია, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა.

ივანე მაჭავარიანი

24 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი.

24 ნოემბერი 2020, 11:22

რეგიონი

ქალაქ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურდა დაახლოებით 150 კვ.მ ფართი და შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 ნოემბერი 2020, 11:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თენგიზ ცერცვაძეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი. ის ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

24 ნოემბერი 2020, 11:20

სამართალი

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური „გალფის“ ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ნოემბერი 2020, 11:19

სპორტი

დეკემბრიდან შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის მატჩებზე 4 ათასი მაყურებელი დაუშვან

პროტოკოლის მიხედვით, დაბალი რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ღია ცის ქვეშ სტადიონებზე ამ რაოდენობის გულშემატკივრის შესვლა ნებადართული გახდება. საშუალო რისკის ზონაში 2 ათასამდე ქომაგი შეძლებს სტადიონზე მისვლას, ხოლო მაღალი რისკის ზონებში სტადიონებზე მაყურებლებს ისევ არ დაუშვებენ.

24 ნოემბერი 2020, 11:15

რეგიონი

აშშ-ის სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში შემოვიდა

აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 11:15

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს

ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.

ილონ მასკი

24 ნოემბერი 2020, 11:08

ეკონომიკა

ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, მეორე პოზიციაზე ილონ მასკია, მესამე და მეოთხე ადგილებს კი ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი ინაწილებენ.

ლიონელ მესი

24 ნოემბერი 2020, 11:04

სპორტი

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა

„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა. კატალონიური კლუბის ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაშის მოგების შემდეგ, მან გადაწყვიტა არგენტინელი კაპიტანი ერთი თამაშით დაასვენოს. მესისთან ერთად დაისვენებს ფრენკი დე იონგი, რომელსაც „ატლეტიკოსთან“ ხერარდ პიკეს დაშავების შემდეგ ნახევარდაცვის მაგივრად, დაცვაში მოუხდა თამაში. მესი - დე იონგის დუეტის გარდა, "ბარსას" კიევში ტრავმირებული ფეხბურთელები, ხერარდ პიკე, სამუელ უმტიტი, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი ვერ დაეხმარებიან.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 726-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ახმეტაში 158 კოვიდინფიცირებულია, თელავში - 790, ყვარელში - 240, ლაგოდეხში - 297, გურჯაანში - 571, სიღნაღში - 179, დედოფლისწყაროში - 234 და საგარეჯოში - 257.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

24 ნოემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 128 შემთხვევიდან, 1 504 თბილისში , აჭარაში კი 576 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 10:23

საზოგადოება

თბილისში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს

თბილისში, ქავთარაძის 40 ნომერში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ეკლესია ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აკურთა. დღეიდან ტაძარში უკვე წირვა-ლოცვები აღევლინება. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწო

24 ნოემბერი 2020, 10:09

საზოგადოება

უსინათლო მოსწავლეებს პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

24 ნოემბერი 2020, 09:57

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალი საკუთარი ბრენდის ჯინის წარმოებას იწყებს

დედოფლის ბრენდს Sundringham Celebration Gin-ი ერქმევა და 0,5 ლიტრი სასმელის ღირებულება 50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კოვიდპანდემიის დასრულებამდე მას ადგილზე მიტანის სერვისი გაყიდის, პანდემიის დასრულების შემდეგ კი ჯინი დედოფლის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე სუვენირების მაღაზიაში გაიყიდება.

24 ნოემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 881 მძიმე პაციენტია

გუშინ კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 6 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, 4 ათასამდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 500-ზე მეტი კი, მკურნალობის კურსს შინ გადის. საკარანტინო სივრცეში 2-ათასზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 ათასზე მეტი ადამიანი.