imedi /  26 ოქტომბერი 2020, 16:34 / სანდო წყარო

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე 7 684 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 41,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 252 ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14.3 მლნ აშშ დოლარით (52%) გაიზარდა.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 233 ტონა), იტალიაში (1 507 ტონა), ჩეხეთში (470 ტონა), პოლონეთში (298 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), ესპანეთში (209 ტონა), საფრანგეთში (191 ტონა), ლიეტუვაში (203 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (397 ტონა), სომხეთი (379 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ალჟირი (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (53 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

კარასინი-აბაშიძე

27 ნოემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 827 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ნოემბერი 2020, 21:25

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროპელ მკვლევართა ღამე

27 ნოემბერი 2020, 21:22

საზოგადოება

პირველად ისტორიაში საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ მასპინძლობს

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება

27 ნოემბერი 2020, 21:21

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სადრაძე

27 ნოემბერი 2020, 21:13

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: დაკავებულთა ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:58

COVID19

ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი დავიჭიროთ შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.

ილია მეორე

27 ნოემბერი 2020, 20:23

საზოგადოება

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

27 ნოემბერი 2020, 20:17

ეკონომიკა

New York Times-ი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:15

COVID19

ბექა დოჭვირი: რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე

დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

27 ნოემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის კვალზე საუბრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე: ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

აქსელ ფიშერი

27 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პარალელურად რუსეთი ქვეყნის ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა.

ალეკო ელისაშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

27 ნოემბერი 2020, 19:28

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში COVID19-ით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ის ტრავმატოლოგი იყო და ინტრვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.