Imedi /  27 ოქტომბერი 2020, 22:07 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: თევზჭერის დარგის აღსადგენად ყველაფერი გაკეთდა და ვიმედოვნებთ, ჩვენი დახმარებით, მალე თევზჭერის ფლოტილია აღდგება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რომლის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსების სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

„წინა ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში თევზჭერა უყურადღებოდ იყო მიტოვებული, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი თევზჭერის დარგის აღსადგენად ყველაფერი გავაკეთეთ. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ავამოქმედეთ სპეციალური პროგრამების პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს თევზჭერას და იმ ადამიანებს, ვინც შეიძენენ, შეუკვეთავენ, ააშენებენ თევზსაჭერ გემებსა და მოემსახურებიან მათ. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით, ასევე სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით. სასიხარულოა, რომ პირველი ასეთი პროექტი დღეს იქნა ხელმოწერილი, ხოლო კიდევ სამი პროექტი მომზადების პროცესშია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენი დახმარებით თევზჭერის ფლოტილია აღდგება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის მნიშვნელოვან სიახლეს - ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნას, რომელიც პირველ ეტაპზე საქმიანობას მომზადება-გადამზადების კურსებით დაიწყებს. მოხდება თევზსაჭერი გემების პერსონალის, ასევე მეთევზეების მომზადება-გადამზადება.

2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს + 5% იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

თვითდასაქმებულთა რეგიტრცია შემოსავლების სამსახურში დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება თვითდასაქმებულებისთვის თანხების გადარიცხვა, - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ ჩართვისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

03 დეკემბერი 2020, 23:39

ეკონომიკა

ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:39

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა

მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

03 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:25

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.

მარტა ტემიდუ

03 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

03 დეკემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. როგორც გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.