Imedi /  29 ოქტომბერი 2020, 20:00 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ქალაქ გურჯაანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკი ოფიციალურად გახსნა.

გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მინისტრმა დაათვალიერა გურჯაანის ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობის განათლების საკითხს, მათ შორის, ინოვაციური განათლებას და სტარტაპებს. ახლახანს მივიღეთ გადაწყვეტილება და განსაკუთრებული საგადასახადო საშეღავათო რეჟიმი დავაწესეთ აითი - კომპანიებისთვის. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სპეციალური წესი შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5-5 პროცენტით განესაზღვრა. ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია, რამაც თავისი შედეგები რამდენიმე დღეში გამოიღო. გლობალური მსხვილი აითი კომპანიები გადმოდიან საქართველოში, ხსნიან ფილიალებს, ხოლო ჩვენ ტექნოპარკების მეშვეობით მოვუმზადებთ მათ ადგილობრივ კადრებს, ნიჭიერ ადამიანებს, რომელთა პროფესიულ განვითარებაში ისინიც ჩადებენ კაპიტალს“, - განაცხადა მინისტრმა ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაზე.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ტექნოპარკი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს.

„ისინი აქ ისწავლიან, თუ როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები. ამაში მათ გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან. ისინი ისწავლიან, თუ როგორ წამოიწყონ საკუთარი საქმე, საკუთარი ინოვაციური ბიზნესი, დააფუძნონ სტარტაპი და დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანის ტექნოპარკი იქნება ერთ-ერთი წარმატებული ჩვენს სხვა ტექნოპარკებს შორის. ამისთვის აქ ყველაფერია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გურჯანიის ტექნოპარკის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

გურჯაანის ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეის მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში.

ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

ტექნოპარკში ხელმისაწვდომია ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

ყველა სიახლე

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:58

COVID19

ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი დავიჭიროთ შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.

ილია მეორე

27 ნოემბერი 2020, 20:23

საზოგადოება

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

27 ნოემბერი 2020, 20:17

ეკონომიკა

New York Times-ი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის „Lost Eden“-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა „The New York Times“-ი სტატიას აქვეყნებს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:15

COVID19

ბექა დოჭვირი: რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე

დღევანდელი რეგულაციები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მოქალაქეების მობილობის შემცირება, იმისათვის, რომ შემცირდეს პანდემიის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

27 ნოემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი ირანელი მეცნიერის მკვლელობაში ისრაელის კვალზე საუბრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:07

ეკონომიკა

ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე: ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

აქსელ ფიშერი

27 ნოემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

აქსელ ფიშერი: საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის პარალელურად რუსეთი ქვეყნის ორი რეგიონის ანექსიას განაგრძობს

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია-CDU) და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე, 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უახლოეს მომავალში ჯო ბაიდენთან შეხვედრა დააანონსა.

ალეკო ელისაშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით ანგარიშდება, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკოს დაწერილ შედეგს

პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად, თუ იღებ თანხას, აღიარებ ცესკო-ს დაწერილ შედეგს, - ამის შესახებ Facebook-ზე „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს.

27 ნოემბერი 2020, 19:28

COVID19

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში COVID19-ით ექიმი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა. ის ტრავმატოლოგი იყო და ინტრვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

27 ნოემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

27 ნოემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი თეირანის მახლობლად მოკლეს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი მისიაა გვერდში დავუდგეთ ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან

ჩვენი მთავრი მისია დღეს ისაა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ეკონომიკურ დარგებს, რომელიც პირველ რიგში ქმნიან სამუშაო ადგილებს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს

დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვები ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 18:21

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: ამ პროცესში ელისაშვილი და „გირჩი“ გაცილებით თანმიმდევრული ჩანან

უკვე აღარ არსებობს კვალიფიციური სუბიექტი, არსებობს საპარლამენტო სუბიექტი. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ მათ აიღეს ამდენი ხმა, არ აღიარებენ შედეგებს, მაგრამ ითხოვენ ფულს. არ აღიარებენ შედეგებს, ითხოვენ ფულს და თანაც იმდენს, რამდენი ხმაც მიიღეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ის ვინც არ ითხოვს, მაგალითად ელისაშვილი ან „გირჩი“, ისინი გაცილებით თანმიმდევრული ჩანან ამ სიტუაციაში. თუ არ ვაღიარებ იმას, რომ 1% მაქვს, გასაგებია უტყდებათ, რომ 1% აქვთ, რთულია ამის აღიარება, ხალხს რომ უმტკიცებ, პრემიერ მინისტრი უნდა გავხდეო და თურმე 3% გაქვს. და როდესაც ამბობ, რომ კი, მე არ მაქვს ეს 3% მაგრამ 3%-ის ფული მომეცი, ირიბად კი არა პირდაპირ აღიარებ შედეგს. და ვინც არ აკეთებს ამას, ის რა თქმა უნდა, უფრო თანმიმდევრულია“, - განაცხადა ახვლედიანმა