imedi /  29 ოქტომბერი 2020, 22:26 / სანდო წყარო

თამარ არჩუაძე: ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ

თამარ არჩუაძე

თამარ არჩუაძე

საქართველოს აეროპორტებში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორების შენარჩუნება.

მისივე განმარტებით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა მიმდინარე სხვადასხვა ხარჯების შემცირებით „ლოქდაუნის“ პირობებში აეროპორტებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს.

თამარ არჩუაძის თქმით, მაქსიმალურად მოხდა ყველა სახის ხარჯის შემცირება, გარდა ოპერირების უწყვეტობისთვის საჭირო ხარჯებისა.

„შესაძლოა მითქვამს, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები კრიზისს ჯერჯერობით წარმატებულად ვართმევთ თავს. მაქსიმალურად მოხდა ყველა სახის ხარჯის შემცირება, გარდა ოპერირების უწყვეტობისთვის საჭირო ხარჯებისა. ასევე მოხდა პერსონალის კვალიფიკაციისთვის საჭირო ხარჯის შენარჩუნება. ვინაიდან აეროპორტებს გააჩნია სხვადასხვა სახის დივერსიფიცირებული ხარჯი, რომელიც ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო, მოვახდინეთ ამ ხარჯების შემცირება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თანამშრომლები არ გაუნთავისუფლებია. დღეისათვის საქართველოს აეროპორტებში დასაქმებულია 2500 თანამშრომელზე მეტი, ისინი ყველა ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს და სხვადასხვა გრაფიკის მიხედვით აგრძელებენ სამუშაოებს, რათა არ დაკარგონ მათთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია და გააგრძელონ უწყვეტი მუშაობა ფრენების აღდგენისთანავე“, - აცხადებს EuroNews Georgia-თან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში უსაფრთხო მგზავრობას, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ მგზავრები იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ისინი უსაფრთხოდ იმგზავრებენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ისევე როგორც TAV GEORGIA, შევუერთდით COVID 19-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები თავის მხრივ, ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ამ ე.წ. კოვიდ ქარტიის ხელმომწერი კომპანიები ვასრულებთ იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლაში. ასევე ყოველკვირეულ რეჟიმში ვცვლით იმ ინფორმაციას თუ როგორ მოქმედებს ეს სტანდარტები და რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული ამ კუთხით. ყველა აეროპორტში დავაყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა და გადამზადდა პერსონალი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ვირუსის გავრცელება”, - აცხადებს EuroNews Georgia-თან პირდაპირ ეთერში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი.

თამარ არჩუაძე ამბობს, რომ COVID-19-გან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებს პარტნიორი ავიაკომპანიები არ დაუკარგავს და როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას შექმნის ისინი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას განაახლებენ.
„არც ერთი პარტნიორი ავიაკომპანია არ დაგვიკარგავს. მათთან ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. ვინაიდან ისე სწრაფად იცვლება ვითარება საავიაციო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას კვირაში ერთხელ ახალ-ახალ გრაფიკებს ვათანხმებთ. და ეს გრაფიკები არის არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ არის 2021 წლისაც. წინასწარ უკვე გვაქვს მონახაზი რამდენი ფრენა გვექნება და რა მიმართულებებით. თუმცა ეს დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე და თუ როგორ გაიხსნება საერთაშორისო საზღვრები. სამწუხაროდ მეორე ტალღის ფონზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან შევძლებთ ძალიან აქტიურად აღდგენას და გვაქვს ამის წინაპირობა. ავიატორები ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც მარტის ბოლოდან იწყება, ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ-”, აცხადებს თამარ არჩუაძემ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ნოემბერი 2020, 21:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

23 ნოემბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლევან ბერძენიშვილი

23 ნოემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მომხრეებზე განცხადების გამო, ლევან ბერძენიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკრიტიკებს

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს. „ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

23 ნოემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.