imedi /  30 ოქტომბერი 2020, 11:25 / სანდო წყარო

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება, - ამის შესახებ ინფომრაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.

2020 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალის „ფინედუს“ და გერმანელი შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით ხორციელდება.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წლევანდელი ღონისძიებები მხოლოდ დისტანციურ არხებს მოიცავს. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი Facebook ბმულზე გამოაქვეყნებს სპეციალურ ფორმას, რომელიც 7-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალის მიღების მსურველებს დაარეგისტრირებს. ამ გზით 500 დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, სასურველ მისამართზე, ფოსტით მიიღოს მასალები დაზოგვისა და ფინანსური განათლების თემებთან დაკავშირებით.

„კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე, დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსის ორგანიზება. კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ჩართული იქნება 7 კომერციული ბანკიც, კერძოდ, სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს „კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "ფინკა ბანკი საქართველო", სს "ტერაბანკი". კონკურსის გამარჯვებულები ჟიურის წევრ ბანკებში 500 ლარიანი ზრდადი ანაბრებით დასაჩუქრდებიან.

ზემოაღნიშნული კომერციული ბანკები სხვადასხვა სახის აქტივობებს დამოუკიდებლადაც განახორციელებენ, მათ შორის, ბანკის ფილიალებში არსებულ ეკრანებზე გაუშვებენ საინფორმაციო ვიდეორგოლს დაზოგვის მსოფლიო დღის ქართული სიმბოლოს "გროვიას" მონაწილეობით. ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია დაზოგვის დღისა და დაგეგმილი კონკურსის შესახებ.

1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ყველა სიახლე

20 ივლისი 2026, 22:57

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ზოჰრან მამდანი დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 22:29

მსოფლიო

ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.

თორნიკე სულაბერიძე

20 ივლისი 2026, 21:28

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

20 ივლისი 2026, 21:25

მსოფლიო

ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.

20 ივლისი 2026, 21:10

რეგიონი

არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვი

20 ივლისი 2026, 20:57

მსოფლიო

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.

20 ივლისი 2026, 20:29

ეკონომიკა

ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.

20 ივლისი 2026, 20:26

საზოგადოება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.

20 ივლისი 2026, 20:24

ეკონომიკა

რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ჟან-ნოელ ბარო

20 ივლისი 2026, 20:22

მსოფლიო

პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.

20 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.

20 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია

20 ივლისი 2026, 20:15

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 19:53

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

20 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა

იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.

20 ივლისი 2026, 19:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

კევინ კიგანი

20 ივლისი 2026, 18:50

სპორტი

ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ენდი ბერნემი

20 ივლისი 2026, 18:26

მსოფლიო

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა

ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 ივლისი 2026, 18:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება

რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.