იოსებ არჩვაძე ეკონომიკურ ზრდაზე: ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგია

იოსებ არჩვაძე
ფოტო: არქივი
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონემ 2020 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 99.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში (2020 წლის თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად - პანდემიის დაწყებიდან) საუკეთესო მაჩვენებელია და წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგს. პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა მხოლოდ 0.7%-ით, რაც ჯერადად ნაკლებია წინა თვეებთან შედარებით (პანდემიის გამო ეკონომიკა აპრილში შემცირდა 16.6%-ით, ივნისში - 7.7%-ით, აგვისტოში - 5.3%-ით…),“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მონაცემების კომენტირებისას.
საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოტანილი მონაცემები ცალსახად ადასტურებენ ეროვნულ მეურნეობაში პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებას და ეკონომიკის მდგრადობას, რაც მნიშვნელოვანწილად ქვეყანაში გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმების, კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებისა და საკომპენსაციო ღონისძიებების დამსახურებაა, რომლებსაც კარგად ამჩნევენ და აფასებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
„როგორც იტყვიან, „შორიდან უკეთ ჩანს“, რაც აისახა მათ მიერ საქართველოს კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისულ პერიოდში განვითარების პერსპექტივების თაობაზე განხორციელებულ შეფასებებში, რომლებშიც საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყნადაა მიჩნეული,“ - აღნიშნა ექსპერტმა. სექტემბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა იმ სფეროებში, რომლებიც ფაქტობრივად აყალიბებენ მთელი ეკონომიკის განვითარების ვექტორს და სადაც დღეისათვის იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის ნახევარი (დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება). იოსებ არჩვაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით კი, რომ კორონავირუსის პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ტურისტულ ინდუსტრიას, მისი გამოკლებით ეროვნულ მეურნეობაში შემცირების ნაცვლად სექტემბერში სულ ცოტა, 4.5-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფილ იქნა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში ისტორიულ მაქსიმუმს - 246 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი წინა რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 33.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელს - 27.1 პროცენტით აღემატება. - ეს დიდწილად განპირობებულია აგრარული სექტორში მიღწეული წარმატებებით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით. მაგალითად, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით თხილის ექსპორტი 75.3 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ექსპორტის წარმატებას მხარი აუბა ქვეყანაში ფულადი ტრანზაქციების ზრდამაც, რომლის მოცულობამ სექტემბერში რეკორდული 192.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სექტემბრის წმინდა ფულადმა ტრანზაქციებმა გადააჭარბეს მთელი 2003 წლის დონეს. ქვეყანაში შემოსული დამატებითი ფულადი მასის მულტიპლიკატორული ეფექტის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის მოქალაქეთა სამომხმარებლო, ისე ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ექსპერტის განცხადებით, მარტის თვის შემდეგ სექტემბერში პირველად დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (+3.2%), მაშინ როდესაც ჯერ კიდევ აგვისტოში ანალოგიური მაჩვენებლის საგრძნობი ვარდნა (-7.4%) აღინიშნებოდა. სექტემბერში ყოველდღიურად საშუალოდ რეგისტრირდებოდა 130 ახალი საწარმო, რაც ასევე მიუთითებს სამეწარმეო პროცესის მდგრადობის ზრდაზე. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის მაჩვენებელი სექტემბერში აღემატებოდა როგორც აგვისტოს (+4.7%), ისე მიმდინარე წლის წინა რვა თვის საშუალო მაჩვენებელს (+1.5%). „ქვეყანაში სულ უფრო იზრდება პოზიტიური ცვლილებების, ტენდენციების, რეფორმებით მიღებული ხელშესახები შედეგების კუმულატიური მუხტი, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პოსტპანდემიურ პერიოდში თვისობრივად ახალი მასშტაბური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ყველა სიახლე

21 ივნისი 2025, 20:49
კულტურა
ახალი თაობის მადლიერება „ძველ, დიდ ბიჭებს“ - „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი ფილარმონიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
20 წლის წინ „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ უნივერსიტეტს ლეგენდარული - „ქართული ხმების“ სახელი გადასცა.

21 ივნისი 2025, 20:40
სპორტი
ძიუდოში მსოფლიოს ახალია ჩემპიონი ჰყავს - ქართველების ტრიუმფი ტატამზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტი, რომელშიც წესებს იაპონია ადგენს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე გუნდური ოქრო მოიპოვეს და სწორედ იაპონიის 8 წლიანი ჰეგემონია დაასრულეს.

21 ივნისი 2025, 20:35
რეგიონი
როგორი იქნება ზაფხული აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ზაფხული იწყება აქ“ - ეს არის აჭარის 2025 წლის ტურისტული სეზონის მთავარი სლოგანი - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სეზონის სტარტი დღეს იყო, ბათუმი და სხვა კურორტები დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის.

21 ივნისი 2025, 20:32
პოლიტიკა
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

21 ივნისი 2025, 20:26
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია - როგორ მიმდინარეობს მზადება ტურისტულად აქტიურ სვანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია. რეზი სოხაძე მესტიასა და სხვადასხვა რაიონში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო. ისტორიულ-კულტურული ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები და სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის სამუშაო პროცესითაც მინისტრი დაინტერესდა.

21 ივნისი 2025, 20:24
პოლიტიკა
ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია - გადაწყვეტილებაში მათ მხარს ოპოზიციის ნაწილი უბამს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია.

21 ივნისი 2025, 20:18
პოლიტიკა
როგორია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რეაგირება - საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამერიკული და ევროპული პრაქტიკა იდენტურ ფაქტებზე სასჯელის სახით ან ფულად ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ პრაქტიკაზე, როცა მათთვის სასარგებლო არ არის, არ საუბრობს.

21 ივნისი 2025, 20:16
რეგიონი
რევაზ სოხაძე: მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ
„მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

21 ივნისი 2025, 20:09
სამართალი
წილები ენერგოკომპანიებში და თანამდებობაზე განწესების შემდეგ მილიონობით გაზრდილი შემოსავალი - კიდევ რას ედავება გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალურმა პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

21 ივნისი 2025, 19:43
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

21 ივნისი 2025, 19:03
სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

21 ივნისი 2025, 19:00
მსოფლიო
Dailymail: სკოლა ლონდონში, სადაც ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს
ლონდონის „ისთ ენდის“ რაიონში მდებარეობს „კობი ნაზრულის“ საჯარო სკოლა, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, სადაც არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, - წერს გამოცემა Dailymail.

21 ივნისი 2025, 18:55
სამართალი
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

21 ივნისი 2025, 18:35
პოლიტიკა
შოთა თხელიძე: რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება
რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

21 ივნისი 2025, 18:23
პოლიტიკა
ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე: იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი პარტიული სია მოქმედია, ალბათობა იმისა, რომ ამ სიიდან სხვა 12 პირი შემოვიდეს პარლამენტში, ძალიან მაღალია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნებამდე, გახარიას გუნდის წევრები, სიის მომდევნო 12 ნომერი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

21 ივნისი 2025, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!
დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს რომ ულოცავს და ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.

21 ივნისი 2025, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის ზოგი ლიდერის გამოუცხადებლობის ფაქტზე: უნდა დავიცვათ კანონები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს - კანონმა უნდა იკანონოს
„თუ არ მოექცა საბოლოო ჯამში პოლიტიკა, არასამთავრობო სექტორი, მედია, საზოგადოება დემოკრატიული კანონების აღსრულებისა და პატივისცემის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მუდმივად, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე იქნება გარე თუ შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდმივი რყევებისა და დესტაბილიზაციის არენა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

21 ივნისი 2025, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული
არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 ივნისი 2025, 17:50
პოლიტიკა
ქადაგიშვილი: არ არსებობს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი, სხვადასხვა ტიპის სანქცია არ მოქმედებდეს
ანალოგიური კანონები, რომლებიც საქართველოში მიიღება და რაც დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოქმედებს, ჩვენთან, მათი მხრიდან ყოველთვის წინააღმდეგობას იწვევდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 ივნისი 2025, 17:43
სპორტი
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტი“ გახდა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტი“ გახდა. სპორტ კომპლექს „ოლიმპიკის“ აუზზე გამართულ ფინალში მათ „დინამო თბილისს“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 14:13 აჯობეს.