imedi /  05 ნოემბერი 2020, 14:55 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოწვევით, შანხაის მიმდინარე ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ნათია თურნავა ამჟამად კოვიდინფიცირების გამო, თვითიზოლაციაშია და დისტანციურად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

მათივე ინფორმაციით, შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018-2019 წლებში საქართველო სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. 2020 წელს ონლაინ-ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„მიმდინარე პანდემიის, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური გამოწვევების ფონზე, შანხაიში იმპორტის ექსპოს ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. შარშან, 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთის იმპორტის ექსპოზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ შანხაის ექსპოს მნიშვნელობაზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მე-3 საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფო მეთაურების, ასევე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე. ღონისძიების გახსნით ნაწილში, მაღალი დონის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა, რომელმაც გლობალური ეკონომიკის აღდგენის მნიშვნელობასა და ამ კუთხით ჩინეთის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

წლევანდელი ექსპოს მთავარი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ექსპო წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ინიციატივა პირველად გაჟღერდა 2017 წლის მაისში, პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ, „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის’’ ფარგლებში. გამოფენა წარმოადგენს უპრეცედენტო მოცულობის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს და ჩინეთის მხარის თავდაპირველი პროგნოზით, მისი შედეგი უნდა იყოს 5 წლის განმავლობაში 10 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციისა და მომსახურების იმპორტი ჩინეთში.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 223.13 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (9 თვე), ექსპორტი შეადგენს 355.34 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 184% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) და ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.8%-იანი წილით.

ყველა სიახლე

18 მაისი 2025, 00:46

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38

რეგიონი

ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10

საზოგადოება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24

რეგიონი

ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლადო ათანელი

17 მაისი 2025, 21:08

კულტურა

ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ

ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

17 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას

საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37

რეგიონი

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან

მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

მარიამ ლაშხი

17 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16

საზოგადოება

ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მაისი 2025, 19:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო

26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მეუფე შიო

17 მაისი 2025, 19:45

საზოგადოება

მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს

„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.

17 მაისი 2025, 19:24

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.

17 მაისი 2025, 19:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად

ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

17 მაისი 2025, 19:04

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხო მსვლელობა მოეწყო.