06 ნოემბერი 2020, 16:54 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სტატუსი შეეცვალა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და მათი ემიტენტების ნაწილს. კერძოდ, განახლებულ კანონში განმარტებულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პრივატიზებულ საწარმოებს ეხსნებათ ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, ხოლო შესაბამისად ასეთი საწარმოების ფასიანი ქაღალდები არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად.

ცვლილებების შედეგად, ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი უნარჩუნდება ისეთ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:

სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის სალისტინგო თუ არა-სალისტინგო კატეგორიაში;

წარმოადგენს I/II ზომით კატეგორიის საწარმოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად;

დამტკიცებული აქვს საჯარო ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა);

საქართველოს ეროვნულ ბანკს ა/წ 7 ოქტომბრამდე წარუდგინა ან საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს;

ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, განახლებული ანგარიშვალდებული საწარმოების სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 11:25

მსოფლიო

ისრაელის საელჩო: მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს Facebook გვერდზეა ნათქვამი.

12 მაისი 2021, 11:24

თემა

ეფექტიანია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველივე ინექციის შემდეგ?

აშშ-ის მოსახლეობის 8%-ი Moderna-ს ან BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი ინექციით შემოიფარგლა. The New York Times-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით ხუთი მილიონია. ამის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, - აცხადებს Deutsche Welle- სთან ინტერვიუში კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტთან არსებული ვაქცინის განვითარებისა და ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის ორგანიზაციის (VIDO) ვირუსოლოგი ანჯელა რასმუსენი. მეცნიერის განმარტებით, ზოგიერთს შეცდომით მიაჩნია, რომ ერთი დოზაც კი საკმარისია, სხვებს მეორე ინექციის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების რისკის ზრდის ეშინიათ, ვიღაცას კი გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო სპეციალისტებმა თავის შეკავება ურჩიეს. ამ მიმართულებით გარკვეული გავლენა ეკონომიკურმა და ლოგისტიკურმა მიზეზებმაც იქონიეს. მაგალითად, ამერიკული მედია წერდა შემთხვევებზე, როდესაც ზოგიერთმა ადამიანმა უარი თქვა მეორე დოზაზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ ვაქცინაციის ცენტრში მათ სხვადასხვა წარმოების პრეპარტის კომბინაცია შესთავაზეს. რამდენად დაცული არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ინექციით არიან აცრილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

გიორგი საგანელიძე

12 მაისი 2021, 11:22

პოლიტიკა

გიორგი საგანელიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში

„განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარება, თუმცა ბევრი სხვა თემა და საკითხიც განიხილება - განათლების, კულტურის, სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა. ვფიქრობ, მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და პანდემიიდან გამომდინარე პრობლემების აღმოფხვრის საკითხზეც ისაუბრებენ“, - განაცხადა საგანელიძემ.

ეკატერინე დგებუაძე

12 მაისი 2021, 11:22

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ, სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლის უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

12 მაისი 2021, 11:17

სამართალი

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის კიდევ 1 422 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

დავით ზალკალიანი

12 მაისი 2021, 11:15

მსოფლიო

დავით ზალკალიანი: საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

12 მაისი 2021, 10:59

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,538 ადამიანს დაუდასტურდა, 356 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,129,073 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 46,987 პაციენტი ემსხვერპლა, 1,797,136 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

12 მაისი 2021, 10:50

სამართალი

შს მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 325 665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 304 935, გარდაიცვალა 4 363 პაციენტი.

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, სუნთქვის აპარატზე კი 192 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსის ტესტირება

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.5%-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.82%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.48%.

12 მაისი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 409 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი.

12 მაისი 2021, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დუა ლიპა

12 მაისი 2021, 10:43

კულტურა

ლონდონში Brit Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

დუა ლიპამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის საუკეთესო ქალ შემსრულებლად აღიარეს, მისი ჩანაწერი Future Nostalgia საუკეთესო ალბომად დასახელდა. ჯილდოს მიღებისას მომღერალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიმართა და მედპერსონალისთვის ხელფასების მომატებისკენ მოუწოდა.

12 მაისი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,909 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 14,909 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 268 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,548,285 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,380 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 10:32

COVID19

კოვიდინფიცირებულ ავსტრიელს, რომელიც ყოფილ ცოლს სახეში განგებ ახველებდა, 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ავსტრიელ კაცს ყოფილი ცოლის კორონავირუსით განგებ დაინფიცირებისთვის პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Krone წერს.

12 მაისი 2021, 10:21

საზოგადოება

რომელი სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით შეუძლია სარგებლობა ორსულსა და მშობიარეს

საყურადღებოა, თუ ორსული კერძო დაზღვევით სარგებლობს, მასზე სახელმწიფო ჯანმრთელობის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მაინც ვრცელდება. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, რომლის დაფინანსების ოდენობა და სახე მისი სადაზღვევო პაკეტით განისაზღვრება. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე, ფაქტობრივი ხარჯის 70%, 80% ან 100-ით ფინანსდება და 833 ლარამდე ანაზღაურდება.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 10:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მელიაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები

როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

ლევან დავითაშვილი აცრა

12 მაისი 2021, 10:15

COVID19

ლევან დავითაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, - განაცხადა დავითაშვილმა.