IMEDI /  07 ნოემბერი 2020, 19:43 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: „ნაციონალების“ დროს პროპაგანდირებული ვითომდა „ეკონომიკურ სასწაული“ ადამიანის და შრომის უფლებების უხეში დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

„მსურს, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელის, რობერტ ლაითჰაიზერის წერილის პათოსს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურის წარმატებული ხასიათი, რაც არის პირდაპირი გზავნილი ამერიკელი ინვესტორებისათვის, აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ - ნათქვამია ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის პოსტში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა 2013-2020 წლებში შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების აღდგენის, ასევე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგულაციების მიღების, სრულუფლებიანი შრომის ინსპექტორატის აღდგენის საკანონმდებლო ცვლილებების მიღების თვალსაზრისით.

„აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, სწორედ ნაციონალების ზეობისას საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ–ის პროფკავშირებმა პეტიციით მიმართა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან აცდენის გამო, საქართველო აშშ–სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებდა. ესეც კიდევ ერთი ფაქტია, ნაციონალების დროს პროპაგანდირებულ ვითომდა „ეკონომიკურ სასწაულზე“, რომელიც ადამიანის და შრომის უფლებების უხეში დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

„საქართველოსთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის ევრო-ატლანტიკური კურსის ურყეობას, სწორ სტრატეგიას პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში, მოახდინოს ეკონომიკის და კერძოდ ექსპორტის დივერსიფიკაცია, გლობალური ბაზრების ათვისების კუთხით. მით უმეტეს, როდესაც აშშ წარმოადგენს მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას, როგორც ამ ქვეყნის ბაზარზე იმპორტის ზრდის პერსპექტივის, ასევე ახალი ინვესტიციების მოზიდვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რადგან აშშ დღემდე რჩება უმსხვილეს საინვესტიციო პლათფორმად მთელ მსოფლიოში!“ - აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისათვის, GSP, აშშ-ის სავაჭრო პრეფერენციათა ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი პროგრამა, შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და 119 ბენეფიციარ ქვეყანასა და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის აშშ-ში ექსპორტი საბაჟო გადასახადის გადახდის ვალდებულების გარეშე.

ყველა სიახლე

11 მაისი 2021, 01:38

COVID19

აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

11 მაისი 2021, 01:11

მსოფლიო

ისრაელის არმია ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრებს ავრცელებს. ვიდეო

ისრაელის საჰაერო ძალები ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრებს ავრცელებენ.

მიშელ ფურნირე

11 მაისი 2021, 00:51

მსოფლიო

საფრანგეთში ცნობილი სერიული მკვლელი გარდაიცვალა

საფრანგეთში, სერიული მკვლელის მიშელ ფურნირეს გარდაცვალების შესახებ BFMTV იუწყება. ცნობილი სერიული მკვლელი 79 წლისა 10 მაისს პარიზის საავადმყოფოში დაიღუპა. ის კლინიკაში 28 აპრილს გადაიყვანეს და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

11 მაისი 2021, 00:48

მსოფლიო

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

11 მაისი 2021, 00:22

საზოგადოება

11 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

11 მაისი 2021, 00:04

ტაბლოიდი

კანადაში იკვლევენ ბოთლში ნაპოვნ წერილის, რომელიც სავარაუდოდ „ტიტანიკის“ მგზავრმა დაწერა

„ამ ბოთლს ატლანტის ოკეანეს შუაგულში ვაგდებ. რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში ჩავალთ. თუ ვინმე ამ ბოთლს იპოვის, შეატყობინეთ ლეფევრების ოჯახს ლევენში“, - ნათქვამია სავარაუდოდ მატილდას გზავნილში.

10 მაისი 2021, 23:56

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 677 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 677 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 061 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

10 მაისი 2021, 23:50

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა.

ნიკოლოზ მეტრეველი

10 მაისი 2021, 23:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი

მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი, - ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

10 მაისი 2021, 23:28

COVID19

PHE: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნულს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) ანგარიში ცხადყოფს.

დავით ზალკალიანი

10 მაისი 2021, 23:23

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების დოკუმენტის გაფორმებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

10 მაისი 2021, 22:57

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 მაისი 2021, 22:49

სპორტი

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფესტივალ „ნიკო“-ს და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა „ნიკო“ კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში „ნიკო“-ს ორგანიზებით უბნის სპორტული მოედნები გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

10 მაისი 2021, 22:32

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ისინი, ვინც თავს გვესხმიან, დიდ საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ძალისმიერ პასუხს გასცემს.

10 მაისი 2021, 22:11

საზოგადოება

ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

„გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანრი ოხანაშვილი

10 მაისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობის პრევენციისთვის პროპორციული სანქციების შემოღება იგეგმება

საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოკუპაციის პირობებში, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, - ამის შესახებ კაჭრეთში მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრონიკას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

10 მაისი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 13 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 103 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 21:40

მსოფლიო

ფრანგი სამხედროების ღია წერილი მაკრონს: საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება

ფრანგი სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება.

გივი მიქანაძე

10 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანმხლები დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 21:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: ევროკავშირმა დაადასტურა, რომ პროკურატურა იყო მართალი როდესაც გირაოს ითხოვდა

ევროკავშირმა ამით დაადასტურა, რომ პროკურატურის მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით იყო სრულად შესაბამის კანონმდებლობასთან და სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.