imedi /  10 ნოემბერი 2020, 17:38 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.

„2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 12:55

COVID19

ამირან გამყრელიძემ COVID-19-ზე ტესტირების გაფართოების მიზნები განმარტა

„ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ან შევანელოთ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე გამოკვლევას ყველა ინფიცირებულის, მსუბუქის და უსიმპტომოს, და შემდგომ მათ იზოლირებას. ეს არის ძირითადი მიზანი თუ რატომ უნდა კიდევ მეტად გაფართოვდეს სწრაფად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამ ორი თვის განმავლობაში რაც შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს“, - განმარტა გამყრელიძემ.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 12:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR-ტესტი არ კეთდება

„ბევრი ადამიანი ვიცი, რომ კვირაობით ჩაკეტილია იმიტომ, რომ PCR დადებითია. ამ დროს შეიძლება 3 თვე ტესტი დადებითი იყოს, ეს არის ვირუსის ფრაგმენტები, ნაგლეჯები, ამიტომ ეს ადამიანი გადამდები აღარაა. მინდა აღვნიშნო, რომ გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR აღარ კეთდება და უბრალოდ ვადების გასვლის შემდეგ იზოლაციიდან თავისუფლდებით“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 12:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება

ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა. ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამოწმება ხდება მხოლოდ 2 შემთხვევაში. თუ არის უსიმპტომო ადამიანი და პასუხია დადებითი ან თუ არსებობს სიმპტომები და ანტიგენის პასუხია უარყოფითი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:45

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ბიზნეს სექტორზე: არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება

არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება, რადგან ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:42

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ ზეწოლას ჩემი ოჯახის მიმართ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტიკარაძის განცხადებით, მისი ოჯახის მიმართ ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან ძალადობა ხორციელდება.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ცხელი ხაზი 111 მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით

„ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და რა თქმა უნდა არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ოლაინ-კლინიკას, რომელიც დაარსებული არის ჯანდაცვის სამინისტროში და ყველაფერი იქნება აყვანილი ქალბატონ თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და ასევე მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: 19 წლის თეკლას გარდაცვალების მიზეზებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახს უსამძიმრებს. მისი თქმით, რეგულირების სააგენეტოში შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგნეტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 12:27

COVID19

მაია ბუწაშვილმა განმარტა, როდიდან შეიძლება მოიხსნას პაციენტი თვითიზოლაციიდან

მან ასევე აღნიშნა, რომ ყნოსვის და გემოს გაუკუღმართება ბევრს დიდხანს რჩება და ეს მათი იზოლაციის საფუძველი არ არის. „უსიმპტომო პაციენტებში ათვლის წერტილად ითვლება დადებითი PCR და ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი თავისუფლდება იზოლაციიდან, ანუ ითლება, რომ ის გადამდები აღარ არის“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

02 დეკემბერი 2020, 12:26

COVID19

ბერდია სიჭინავა: კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქციანაცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს იმსჯელეს.

ბერდია სიჭინავა

02 დეკემბერი 2020, 12:22

COVID19

PCR-ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არა საკარანტინო სივრცეში, არამედ 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს არ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 12:20

COVID19

დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ​​ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს ჩაატარებს, რასაც კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.

02 დეკემბერი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 25,345 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 25,345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 2,347,401-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 589 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 41,053-ს აღწევს

02 დეკემბერი 2020, 11:59

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,270 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 487 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,084,743 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,123 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 11:54

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 13,141 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,141 ადამიანს დაუდასტურდა, 169 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 758,264 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,717 პაციენტი ემსხვერპლა, 369,053 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 11:53

COVID19

მაია ბუწაშვილი: არის პაციენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოზე არ გამოყოფს, ყველა სიმპტომი აქვს და ტესტი უარყოფითია

პაციენტების დიდი ნაწილი არის სრულიად უსიმპტომო, დაავადების დაწყებიდან ბოლომდე არცერთი სიმპტომი არ ვლინდება და ასეთი პაციენტების რაოდენობა ძალიან ბევრია და ამ დროს PCR-ტესტი არის დადებითი და ამ ხალს შეიძლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ დადებითი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 11:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,264 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,264 ადამიანს დაუდასტურდა, 35 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 137,231 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,228 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 111,795.

02 დეკემბერი 2020, 11:45

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

02 დეკემბერი 2020, 11:41

სპორტი

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერების წარდგენა კანდიდატებს 23 დეკემბრიდან, 11 იანვრამდე შეეძლებათ, 15-დან 22 იანვრამდე მონაკვეთი კი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისთვის არის გაწერილი.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით

რეკრეაციულ სივრცეებს დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მთავრობის პერიოდში. ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება მომავალში, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 11:29

COVID19

აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა

გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა. სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე 84 კოვიდპაციენტი იმსხვერპლა, 4 002 კი გამოჯანმრთელდა.