imedi /  11 ნოემბერი 2020, 13:54 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

„კითხვა: რა იყო თქვენი ძირითადი პრიორიტეტი, როდესაც 2016 წელს ეს პოსტი დაიკავეთ ?

პასუხი: ეროვნულ ბანკში 2016 წლამდეც ვმუშაობდი. ჩემი კარიერა 1993-1996 წლებში სწორედ ეროვნულ ბანკში დაიწყო, შესაბამისად ვიცნობდი არა მხოლოდ იმ ხალხს, ვინც აქ მუშაობდა, არამედ ისიც ვიცოდი, თუ როგორ მუშაობდა ცენტრალური ბანკი. როდესაც დავიკავე აღნიშნული პოზიცია, პირველ რიგში მსურდა გამეგო ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომ განმესაზღვრა შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა/სტრატეგია. საწყის ეტაპზე აუცილებელი იყო ძალიან ფრთხილი ანალიზი. გავეცანი სიტუაციას, წავიკითხე ძალიან ბევრი ანალიტიკური ინფორმაცია, შევხვდი თანამშრომლებს და განვსაზღვრე ის რამდენიმე მიმართულება, რომელიც საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. პირველ ადგილზე ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გაუმჯობესება იყო, რომელიც ეროვნულ ბანკში 2009 წელს დაინერგა. ამისთვის საჭირო იყო მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განვითარება და გაძლიერება. ამავდროულად, ეროვნული ბანკი Basel III-ის სტანდარტებს უახლოვდებოდა, შესაბამისად ამ პროცესის დასრულებაც პრიორიტეტული იყო. ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნების თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო. ამავდროულად, თავდაუზოგავად ვმუშაობდით პილარ 3-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქცენტი 3 ძირითად მიმართულებაზე გაკეთდა. პირველი მიმართულება იყო არასაბანკო სექტორი. ჩემი მოსაზრებით, ძირითადი ინდიკატორებიდან გამომდინარე, არასაბანკო სექტორის ზრდა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. მეორე მიმართულება ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება იყო. ონლაინ სესხები ძალიან მაღალი საპროცენტო სარგებლით გაიცემოდა და მომხმარებლები სრულად ვერ აცნობიერებდნენ იმ რისკებს, რაზეც ხელს აწერდნენ. მესამე ელემენტი კი კაპიტალის ბაზრის განვითარება იყო, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, კაპიტალის ბაზრები „დაიჩრდილა". შესაბამისად, რეფორმა აუცილებელი იყო, თუმცა ამას დრო სჭირდება. მოგვიანებით სხვა საკითხებიც გამოიკვეთა.

კითხვა: სებ-მა ინფლაციის თარგეთირება და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი დანერგა. რატომ მიიღო ცენტრალურმა ბანკმა ასეთი მანდატი და რამდენად წარმატებით მუშაობს ამ დრომდე?

პასუხი: მარტივად გეტყვით, რომ როდესაც ხედავ მონეტარული თარგეთირება არ ამართლებს, სხვა ნაბიჯები უნდა გადადგა. როდესაც ეროვნულ ბანკში 90-იანი წლების დასაწყისში ვმუშაობდი, ჩვენ ვხედავდით ფულის მასის აგრეგატებისა და ინფლაციის ურთიერთდამოკიდებულებას და ფულის მასას ვარგებდით იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გვსურდა. თუმცა, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური სისტემა უფრო დახვეწილი ხდება, ეს მიდგომა ვეღარ ამართლებს. საქართველო მცირე, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. ჩვენ არ ვართ ღრმად ინტეგრირებული ისეთ ეკონომიკასთან, რომელსაც სტაბილური მონეტარული პოლიტიკა გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა აქტიური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, როგორც დრო გვიჩვენებს, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. თუ გამოვიყენებთ „შეუძლებელი ტრილემის" (impossible trilemma) შეზღუდვებს - ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი - ეს არის ოპტიმალური გამოსავალი პატარა, ღია ეკონომიკისთვის. ინფლაციის თარგეთირება საკმაოდ წარმატებით მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გარკვეული ინსტრუმენტების განვითარების პროცესში ვართ. მიუხედავად ამისა, თუ შეხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად 2000-2008 წლების, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 6.8% იყო. 2009 წელს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.7%-ია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური და ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოსთვის კარგი არჩევანია.

კითხვა: განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხრიდან გარკვეულწილად უცნაურია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის გამოქვეყნება, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი აკეთებს. რა არის ამ მიდგომის დადებითი და უარყოფით მხარეები? როგორ დაეხმარა განაკვეთის პროგნოზირება მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემას და როგორ შემცირდა საპროცენტო განაკვეთის რისკები?

პასუხი: ერთ-ერთი გეგმა, რაც ეროვნული ბანკისთვის 2016 წელს მქონდა, კომუნიკაციის გაზრდა და გაუმჯობესება იყო, რაც ინფლაციის თარგეთირების ძირითადი ნაწილია. ჩვენ ვახორციელებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებას და შევამჩნიეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო აღნიშნული განაკვეთის გამოქვეყნება. ქვეყნების გარკვეული ნაწილი განაკვეთის გამოქვეყნებაში რისკებს ხედავდა და მიიჩნევდა, რომ ეს შებოჭავდა ცენტრალურ ბანკს, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ეს პროგნოზი პირობითია: შენ მას აქვეყნებ, მაგრამ თუ გარემოება იცვლება, შენ ერგები ამ გარემოებას და პოლიტიკას შესაბამისად ცვლი; ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რატომ განახორციელე ცვლილება. მაგალითად, არის პოზიტიური ან ნეგატიური შოკის ალბათობა. როდესაც წინასწარ პროგნოზს აქვეყნებ, დაინტერესებულ მხარეებს მონეტარული პოლიტიკის ხედვის საერთო სურათი აქვთ. ეს ყველაფერი პოლიტიკას უფრო პროგნოზირებადს ხდის.

ამის გარდაც არსებობდა მეტი კომუნიკაციის საჭიროებაც. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჩემი ბრიფინგების გამართვა დავიწყეთ, რვა შეხვედრიდან ოთხ შეხვედრას ბრიფინგით ვასრულებდით და ამ ბრიფინგს არ ჰქონდა დროის წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი. ეს საკმაოდ კარგად იყო აღქმული, და მალევე ვიხილეთ განაკვეთის 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას გაუჩნდა ჩვენი მონეტარული პოლიტიკისადმი უფრო მეტი ნდობა, და ეს წინასწარი პროგნოზი დაგვეხმარა პოზიტიური შედეგის მიღწევაში.

კითხვა: რა არის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი გამოცდილება კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული "ლოქდაუნისა" და მისი ეკონომიკური ზეგავლენის მართვაში? შეეხო თუ არა "ლოქდაუნი" ხელისუფლების ფისკალურ პოზიციას, და რა ზეგავლენა იქონია ამან ეროვნულ ბანკზე?

პასუხი: სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მომზადებული შეხვდა შოკს. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილ პროგრამაში, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით ვიყავით ჩართულნი. ამასთანავე, გასული წლის ნოემბერში, 2020 წლის აპრილში დასრულების ნაცვლად, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეს პროგრამა კიდევ ერთი წლით, რადგან 2020 წელი არჩევნების წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა და კაპიტალის კარგი მაჩვენებლები. მომზადება ნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო სწრაფად მოეპოვებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მხარდაჭერა, ჩვენი საბანკო სისტემა ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების თვალსაზრისით. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნები შეგვემსუბუქებინა, ასევე მოგვეთხოვა მათთვის შეექმნათ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არა აქტივების ანალიზის, არამედ სტრეს-ტესტების მიხედვით, რათა განგვესაზღვრა საბანკო სისტემის შესაძლო დანაკარგი. სესხების შესაძლო დანაკარგების სასესხო პორტფელის 3%-ის ოდენობით დარეზერვების შემთხვევაშიც კი, საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზირებული რჩება და მას ლიკვიდობის პრობლემა არ ექმნება, რაც საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სისტემას გასცეს სესხები ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. აღნიშნული შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სადაც განვიხილავდით თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძირითადი თემა იყო ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა. რა თქმა უნდა რამდენიმე ინდიკატორი გაუარესდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით უფრო მაღალი მიმდინარე წელს, წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ რომ შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას და ერთ ან ორ წელიწადში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით .

კითხვა: მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კრიზისის პერიოდში რამდენად წარმატებით ართმევთ თავს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდას?

პასუხი: ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულნი კორონავირუსის კრიზისამდეც ვიყავით. ფინტეკის მიერ მომხმარებელთა დაკრედიტების წახალისება ნამდვილად შემცირდა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რაც ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, ორი წლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები, რამაც საფუძველი დაუდო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესებას. მცირე და საშუალო ბიზნესს ასევე უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რათა მეტი დაფინანსება მიეღო. პანდემიის განმავლობაში, კომერციული ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შევიმუშავეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტები, რათა აღმოფხვრილიყო ლიკვიდობასთან დაკავშირებული რისკები. მთავრობამ აღადგინა საკრედიტო გარანტიის სქემა - გაიზარდა საბიუჯეტო თანხა და შეიცვალა გარანტიის უზრუნველყოფის მოთხოვნები დაკრედიტების ხელშესაწყობად. მთავრობამ სხვა პროგრამებიც დაამტკიცა, მაგალითად, ვალდებულებების, კერძო საკუთრებისა და სოციალური გადასახადების გადავადება; საბანკო სესხებზე საპროცენტო ხარჯების სუბსიდირება; დევნილთათვის დეველოპერებისგან საცხოვრებელი ფართების ფასდაკლებით შესყიდვის მიზნით ბანკებისთვის გარანტიის უზრუნველყოფა, რათა ამ მძიმე პერიოდში მშენებლობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესების პროცესს და თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის მათი დაფინანსების ზრდასაც დავინახავთ.

კითხვა: როგორ ავითარებდით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების გაუმჯობესებას?

პასუხი: ჩვენ შევქმენით ფინანსური განათლების ვებგვერდი FinEdu, რომელიც ფეისბუქის ჩემ გვერდზეც გავაზიარე. იგი წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში იქმნებოდა. ფინანსური განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია და როდესაც 2016 წელს ჩემი დანიშვნისას სებ-ის სტრუქტურას ვაანალიზებდი, ვფიქრობდი რომ ამ მიმართულებას არ ექცეოდა საკმარისი ყურადღება. იმ დროისათვის მომხმარებელთა უფლებების დაცვას მოიცავდა ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა. შესაბამისად, იგი გამოვყავით და შევქმენით მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ჩემს უშუალო დაქვემდებარებაშია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობითა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისთვის ევროპული ფონდის (EFSE DF) დახმარებით, საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ ჩავატარეთ კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზე შევიმუშავეთ ქვეყნის ფინანსური განათლების სტრატეგია. მას მრავალი დაინტერესებული მხარე ჰყავს, თუმცა ამ საქმეს ჩვენ ვუძღვებით, რადგან ფინანსური განათლების სათანადო დონის გარეშე ადამიანები და კომპანიები ყოველთვის დაუცველნი იქნებიან არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარა. ფინანსური წიგნიერების თემები მეშვიდე-მეცხრე კლასების სასკოლო სასწავლო პროგრამაში შევიტანეთ. პირადად მე ჩავატარე ლექციები დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მრავალი წესი შევიმუშავეთ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად - საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აქვს ვალდებულებები და შესაბამისად მის განხორციელებაში ვიღებთ მონაწილეობას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები ასევე ხელს უწყობს მომხმარებლებს თავი უფრო დაცულად იგრძნონ და აიმაღლონ განათლება რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორებიცაა, მაგალითად, კერძო საკუთრების შეძენა, სესხის აღება განათლების მისაღებად ან ბიზნესისთვის. დროის სვლასთან ერთად, ახალი თაობა ბიუჯეტირების, ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და სხვა საკითხების თაობაზე ცოდნის გაღრმავების წყალობით დიდ სარგებელს მიიღებს და ყოველივე ეს დაეხმარება მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

კითხვა: საქართველოს ეროვნული ბანკის რეფორმები ყოველთვის არ სარგებლობს პოპულარობით. რა პრობლემები წარმოქმნა ამან პოლიტიკის განხორციელების კუთხით? გიცდიათ საკომუნიკაციო ინიციატივების საშუალებით მათი მოგვარება? თუ ასეა, კონკრეტულად რა გააკეთეთ?

პასუხი: ცენტრალური ბანკები და მათი პოლიტიკა შესაძლოა იყოს საკმაოდ არაპოპულარული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის არსებობისა - განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც გარკვეულ პერიოდში შესაძლოა არაპოპულარული იყოს. დამოუკიდებლობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, იყო ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, როდესაც მიიღება არაპოპულარული გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად, მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება, მაკროპრუდენციული წესების შემუშავება ფინანსური სტაბილურობისთვის ან მომხმარებელთა დაკრედიტების და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების შესახებ რეგულაციები, კომუნიკაციის გაძლიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თუ შენი საქმიანობის თაობაზე არ წარადგენ ახსნა-განმარტებას, თუ რას აკეთებ და რატომ, კიდევ უფრო არაპოპულარული გახდები. თუმცა სათანადო ახსნისა და განხილვის პლატფორმების შეთავაზებით შესაძლოა პოპულარობა გაიზარდოს, ვინაიდან შეგიძლია ახსნა ის, თუ რატომ გადადგი განსხვავებული ნაბიჯები. კომუნიკაციას ვიყენებთ, რათა ავხსნათ რეფორმების სარგებელი. მაგალითისთვის ავიღოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ლარში დაკრედიტებისას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დედოლარიზაციისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები დაკავშირებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან. თუ განაკვეთი იზრდება, მომხმარებლებს დროებით უწევთ მეტის გადახდა და ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, თუ რატომ გახდა საჭირო განაკვეთის გაზრდა და რომ განაკვეთი მუდმივად მაღალ დონეზე არ იქნება. შესაძლოა, ამას დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა სათანადო კომუნიკაცია დადებით შედეგს მაინც გამოიღებს. ცენტრალურმა ბანკებმა გაბედულად უნდა იმოქმედონ, შეიმუშავონ გრძელვადიანი ხედვა, იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, რათა გრძელვადიან პერიოდში მათმა ქმედებებმა მაღალ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყოს ხელი“, - ნათქვამია ინტერვიუში.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 16:23

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

ლიდერები პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურნენ. როგორც აქციაზე , „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბექა დიასამიძემ განაცხადა, სახალხო მერიას აყალიბებენ, რომელიც ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

როი ჯონსონი და მაიკ ტაისონი

29 ნოემბერი 2020, 16:20

სპორტი

მაიკ ტაისონისა და როი ჯონსონის ბრძოლა ფრედ დასრულდა

შოუ 28 ნოემბერს, ლოს-ანჯალესში ჩატარდა. მონაწილეთა ასაკის გამო (ტაისონი 54 წლისაა, ჯონსი კი 51-ის) ბრძოლაში 12-ის ნაცვლად 8 რაუნდი იყო, თითოეული მათგანი 2 წუთს გრძელდება.

29 ნოემბერი 2020, 15:33

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ ლაივ ჩართვისას განაცხადა. „საჯაროდ ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ სტუმრად ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 14:14

COVID19

კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

29 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.

29 ნოემბერი 2020, 13:39

სამართალი

ჩოხატაურში, ქვის სამტეხ საამქროში დაშავების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმოვს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

29 ნოემბერი 2020, 13:36

მსოფლიო

ავღანეთში ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ღაზინის პროვინციაში ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ღაზნის პროვინციული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სამკურნალოდ 24 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო შემთხვევის ადგილზე კი 30 ცხედარია.

29 ნოემბერი 2020, 13:29

მსოფლიო

„რომას“ სპორტულ ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს

„რომას“ სპორტულ ბაზა „ტრიგორიაზე“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს. ისინი ახალი საწვრთნელი მოედნის მშენებლობისას მუშებმა აღმოაჩინეს და შესაბამის ორგანოებს გამოუძახეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბაზის ცენტრალურ ნაწილში მეოცე საუკუნის შუა პერიოდის დროინდელი 20 საჰაერო ბომბი იყო.

29 ნოემბერი 2020, 13:09

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@idp.gov.ge გააგზავნონ.

29 ნოემბერი 2020, 12:48

საზოგადოება

სიმსივნესთან მებძოლი პაციენტის დაკრულზე აცეკვებული მედიკოსის ემოციური ვიდეო

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლის ბანკისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფიხაშვილი სოციალურ ქსელში სიმსივნესთან მებძოლი პაციენტის დაკრულზე აცეკვებული ექთნის ემოციურ ვიდეოს ავრცელებს. როგორც „იმედინიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, 20 წლის პაციენტი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ვიდეო სამომავლოდ ტრანსპლანტაციისთვის ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია-შეგროვების დროსაა გადაღებული.

დევიდ პროუზი

29 ნოემბერი 2020, 12:29

კულტურა

დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი მსახიობი დევიდ პროუზი გარდაიცვალა

ინგლისელი მსახიობი დევიდ პროუზი გარდაიცვალა, რომელმაც „ვარსკვლავურ ომების“ კლასიკურ ტრილოგიაში დართ ვეიდერის როლი შეასრულა. ის 85 წლის იყო. პროუზის კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მანამდე ის პროფესიონალი ბოდიბილდერი და ძალოსანი იყო

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 12:26

COVID19

ლევან რატიანი: უნდა შევძლოთ და ერთმანეთი გადავარჩინოთ

„რით ვერ დაინახე! მიდი აკეთე სიკეთე რა..... რით ვერ აღიქვი! რით ვერ გაერკვიე! რით ვერ შეიგრძენი! ეს ის დროა, როცა შენი მე უნდა დაივიწყო და გადახვიდე ღმერთის სიყვარულში. რით ვერ უნდა მიხვდე მე მაქვს და მას არ აქვს და მე მივცემ და მასაც ექნება, ეს გრძნობა რომ გაგიჩნდეს და დანერგო.

ნორვეგია

29 ნოემბერი 2020, 12:17

პოლიტიკა

ნორვეგია პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში არჩევნების გამჭვირვალედ ორგანიზებისთვის საქართველოს ძალისხმევას მიესალმა

ქეთევან ციხელაშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებს, საქართველოს ხელისუფლების მოწვევის შესაბამისად, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, არჩევნებზე დამკვირვებელთა გამოგზავნისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქართული მხარის მიერ შეფასდა, როგორც მეგობრობის დადასტურების ჟესტი და საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა.

29 ნოემბერი 2020, 12:13

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 64 საშუალოდ მძიმე, ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი.

29 ნოემბერი 2020, 12:07

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

29 ნოემბერი 2020, 12:02

COVID19

სინგაპურელმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით მარტში, ორსულობის დროს დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვს ორსულობის პერიოდში გადავეცი“, - განაცხადა დედამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

29 ნოემბერი 2020, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 683 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 26 683 ადამიანს დაუდასტურდა, 459 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2 269 316 ადამიანს დაუდასტურდა, 39 527 კი გადაიცვალა.

29 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,978 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,978 ადამიანს დაუდასტურდა, 120 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 722,679 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,213 პაციენტი ემსხვერპლა, 339,378 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 11:41

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.