ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის

ფოტო: Facebook
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის.
„ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას. სააგენტოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება ხელშეწყობის მექანიზმების და თანადაფინანსების საქმიანობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას“, აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.
ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა.
ამ პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდირების სქემით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი სახის შეკრების, გამოფენის, კონფერენციის, შეხვედრისა და წვეულების ორგანიზატორებს.
პროგრამა გულისხმობს 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, ამ სესხზე 1-ლი მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ გადარიცხული სუბსიდირების თანხის გამოყენება კომერციულ ბანკს შეუძლია როგორც სესხის ძირის, ასევე საპროცენტო სარგებლის დასაფარად, რაც ერთმნიშვნელოვნად ბენეფიციარების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებაა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების სუბსიდირების შესაძლებლობასაც.
როგორც ყველა სხვა პროგრამაში, აღნიშნული სქემის სამიზნე სუბიექტები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. კერძოდ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკმაყოფილებს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ ინდუსტრიაში პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე ხშირია სესხების რეფინანსირების შემთხვევები, პროგრამა ითვალისწინებს იმ რეფინანსირებული სესხის დაფინანსების შესაძლებლობასაც, რომლითაც დაფარულ/გადაფარულ იქნა არა მხოლოდ თავად მეწარმე სუბიექტზე, არამედ მის დამფუძნებელზე გაცემული მიზნობრივი კრედიტიც.
საკრედიტო საგარანტიო სქემა
პროგრამას ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.
ამასთანავე, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი.
თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პირობებით გამოცხადდება განცხადებების მიღება პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.
ცვლილების მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს შერეული მიზნობრიობის მქონე სესხები. რაც გულისხმობს იმას, რომ წინა ეტაპებისგან განსხვავებით დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ იმ მსესხებლებსაც რომელთა მიერ აღებული სესხების არანაკლებ 80 % მიმართულია სასტუმროს შეძენის /მშენებლობის /გაფართოების /აღჭურვის /რემონტის /რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენისთვის.
ამასთან, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად გამარტივდა თანადაფინანსების მექანიზმის თანხის დათვლის წესი. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად დათვლა მოხდება 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80 %-ის ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1-ლი მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით
„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტი
არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.
დღეიდან კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ მიმართულებას დაემატება 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საქმიანობების ფარგლებში დასაშვებია როგორც სესხის თანადაფინანსების, ასევე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სესხის გარანტირების პარალელური გამოყენება. მათ შორის არის კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.
„აწარმოე საქართველოში“ 6 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს.
ყველა სიახლე

18 მაისი 2025, 00:46
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38
რეგიონი
ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10
საზოგადოება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01
კულტურა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

17 მაისი 2025, 21:08
კულტურა
ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

17 მაისი 2025, 20:59
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ
ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

17 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას
საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37
რეგიონი
მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან
მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

17 მაისი 2025, 20:35
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა
„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16
საზოგადოება
ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05
საზოგადოება
დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

17 მაისი 2025, 19:45
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო
26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

17 მაისი 2025, 19:45
საზოგადოება
მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს
„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.

17 მაისი 2025, 19:24
რეგიონი
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.

17 მაისი 2025, 19:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად
ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

17 მაისი 2025, 19:04
რეგიონი
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხო მსვლელობა მოეწყო.