imedi /  20 ნოემბერი 2020, 12:07 / სანდო წყარო

BAG: დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა არის განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა

თავისი შინაარსით დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, - ასე ეხმიანება „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად ქვეყანაში მკვიდრდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმატებს ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ, როდესაც ეკონომიკური აქტივობა დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების გამო შემცირებულია, ახალი პროგრამის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პოზიტიური გზავნილი იქნება ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთა დღის წესრიგშიც დღეისათვის მთავარ საზრუნავად ფუნქციონირების გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება დგას.

„თავისი შინაარსით დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

აქვე, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

I. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1-ლი მაისიდან 2021 წლის 1-ელ მაისამდე;

II. ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 17:49

რეგიონი

გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 17:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რასაც ოპოზიციაში ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა, ეს რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს

ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 17:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი
ჟოზეფ ბორელი

21 იანვარი 2021, 17:41

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელთან კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

ბადრი ბიწაძე

21 იანვარი 2021, 17:36

სამართალი

ბადრი ბიწაძე: რუკების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, სასაზღვრო პოლიციას უკვე დადგენილი საზღვრების დაცვა ევალებოდა

ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას, სადაც მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:35

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

21 იანვარი 2021, 17:11

COVID19

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

ბაღდადი აფეთქება

21 იანვარი 2021, 17:01

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ერაყში, ბაღდადის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე, დაშავებულთა კი 73-ს შეადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 იანვარი 2021, 16:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ

„შევეხეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ევროპულ მახარეს ინფორმაცია სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და გარკვეული მოლოდინი დაფიქსირდა ქართული მხრიდან, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. პრეზიდენტ მიშელმა დააფიქსირა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის ისაუბრებს თავის კოლეგებთან სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს საღამოს იმართება და ზოგადად ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - გააცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის

გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა - ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:47

თავდაცვა

თეა წულუკიანი: მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო

„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვინც აგვისტოს ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

21 იანვარი 2021, 16:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს კომიტეტი და სამინისტრო შეჯერებული სამოქმედო გეგმით ვიმუშავებთ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 16:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკი ელჩს შეხვდა

დღეს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს ბულგარელი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2021, 16:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

21 იანვარი 2021, 16:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის

„ისინი ხომ უშვებენ ერთპროცენტიან, თეორიულ შანსს, რომ ნაცმოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ზუსტად იციან რასაც უზამენ. ჩვენც ხომ ვიცით. ჩვენც ხომ ვიცით რას მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. ამიტომ, ამ შიშსაც ექვემდებარებიან. რომ გეუბნება „ქართული ოცნება“, 1%–იანი გადაცდომა ჩემს სასარგებლოდ შენ გამოიძიე და რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, პოლიტიკიდან წავალო ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ გნებავთ შევუერთდები, ამას რომ გეუბნები და ბოლოს უკვე არგუმენტებით არაფერი რომ აღარ გრჩება და რწმუნდები, რომ არ გაყალბებულა, იმის თქმის თავიც უნდა გქონდეს, თუ ბულინგის არ გეშინია რეალურად, თუ მათი შიში არ გაქვს, რომ თქვა, იყო ხარვეზები, რაც ყოველთვის არის, ახლაც კი, მაგას ვერცერთი ბედავს რომ თქვას, არადა თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ეს იციან, მაგრამ ასე არ უნდა ილაპარაკონ”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.