იოსებ არჩვაძე: 2020 წლის პირველ ათ თვეში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 4.7 პროცენტით და 1956.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია

იოსებ არჩვაძე
ფოტო: Facebook
„საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა იანვარ-ოქტომბერში გაცილებით პოზიტიური ტრენდის მატარებელია ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ბოლო პერიოდის დინამიკასთან შედარებით (რომელსაც ასევე დადებითი დინამიკა ახასიათებს), რაც ცალსახად მიუთითებს როგორც ეკონომიკის მზარდ მდგრადობაზე, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. აღნიშნული გარემოება საკმაოდ მყარ საფუძველს ქმნის ჩამოყალიბებული პოზიტიური კუმულატიური მუხტის საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის განვითარების მზარდ მაჩვენებლებში კონვერტირებისთვის“, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საგარეო ვაჭრობის წინასწარი მაჩვენებელი 2020 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდისთვის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 9.2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც შესაბამის პერიოდში წარმოებული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 75 პროცენტის ექვივალენტურია. ექსპორტის თანაფარდობამ ქვეყნაში შექმნილი დამატებული ღირებულების სიდიდესთან თითქმის 25 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები დამყარებული აქვს მსოფლიოს 142 ქვეყანასთან, ამასთან ხუთ ძირითად სავაჭრო პარტნიორზე (თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) საგარეო სავაჭრო ბრუნვის ნახევარზე მეტი (51.2%) მოდის.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა (2715.3 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის შესაბამის პერიოდს ჩამორჩებოდა 11.1 პროცენტით, მაშინ როდესაც იმპორტი - (6444.2 მლნ. აშშ დოლარი) - 16.6 პროცენტით.
მისი თქმით, საგარეო ვაჭრობის ასეთი შემცირება უმეტესწილად განპირობებულია პანდემიით გამოწვეული გლობალური მოთხოვნისა და, შესაბამისად, საქართველოს რეექსპორტის მოცულობის შემცირებით. ამასთან, ექსპორტის მთლიანი მოცულობის შემცირების პირობებში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი - რეექსპორტის გარეშე) გაიზარდა 4.7 პროცენტით და 1956.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში რეექსპორტი შემცირდა 36.1 პროცენტით (758.5 მლნ. აშშ დოლარი, ნაცვლად წინა წლის 1186.1 მლნ. აშშ დოლარისა). ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.1 პროცენტს შეადგენს (მათ შორის მხოლოდ ოქტომბერში - 75.8%-ს).
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტი იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი იანვარ-ოქტომბერში 42.1 პროცენტია (მ.შ. ოქტომბერში - 44.3%), რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან (39.5%) შედარებით 2.6 პუნქტთაა გაუმჯობესებული. ამასთან, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიხედვით ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავებულია: თურქეთთან იგი შეადგენს 13.8%-ს, რუსეთთან - 49.5%-ს, ჩინეთთან - 73.1%-ს, ხოლო აზერბაიჯანთან - 95.5%-ს.
მისი თქმით, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 42.1 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან (39.5%) შედარებით 2.6 პუნქტითაა გაუმჯობესებული. მხოლოდ ოქტომბერში იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 44.3 პროცენტს, რაც წინა წლის დონეს (34.2%) 10.1 პუნქტით აღემატება.
მთლიანობაში, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტამდე (2019 წ. – 41.4%), ხოლო აბსოლუტური მოცულობით - 941.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც, საზღვარგარეთელი ტურისტების და შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების მკვეთრი შემცირების ფონზე, პოზიტიურ გავლენას ახდენდა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსზე. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იანვარ-ოქტომბერში დამყარებული ჰქონდა მსოფლიოს 142 სახელმწიფოსთან (2019 წ. – 139 სახელმწიფოსთან). წინა წელთან შედარებით იმ ქვეყნების რიცხოვნობა, ვისთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა, 44-დან 50-მდე გაიზარდა, ხოლო იმათი რაოდენობა, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი - შემცირდა 95-დან 92-მდე.
ყველა სიახლე

18 მაისი 2025, 00:46
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერთან" დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" მეორე გოლი გაუტანა.

18 მაისი 2025, 00:40
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პარი სენ-ჟერმენი შინ „ოსერს“ მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ოსერს" გოლი გაუტანა და ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.

18 მაისი 2025, 00:38
რეგიონი
ბათუმის მერია: ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს.

18 მაისი 2025, 00:10
საზოგადოება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

18 მაისი 2025, 00:01
კულტურა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი 2025, 22:24
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

17 მაისი 2025, 21:08
კულტურა
ლადო ათანელმა საკუთარი ფონდის საიუბილეო წელი რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლადო ათანელის საოპერო შემოქმედების რეპერტუარი 40-მდე დაუვიწყარ როლს ითვლის. მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე აპლოდისმენტებისა და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ბოლო 15 წელია საკუთარი ფონდის საშუალებით შემოქმედებით გზას , ახალი საოპერო ხმების აღმოჩენით აგრძელებს.

17 მაისი 2025, 20:59
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ
ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, არც საქართველოა მათთვის სამშობლო, არც რაიმე ღირებულებები გააჩნიათ - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

17 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას
საქმე გვაქვს იმ ძალასთან, უცხოურთან ძირითადად, რომელიც აფინანსებს თავის აქაურ აგენტურას, რომელიც ებრძვის სუვერენიტეტს, ებრძვის ოჯახის ღირსებას, ებრძვის სარწმუნოებას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

17 მაისი 2025, 20:37
რეგიონი
მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. „ქრონიკა“ რეგიონებიდან
მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი - დღეს აქ ყველგან ქუჩებში შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ეროვნული ფასეულობების დაცვას ნიშნავს. საქართველოს მასშტაბით ოჯახური ღირებულებების დღესასწაულს მსვლელობა და ადამიანთა ნაკადი არ მოკლებია.

17 მაისი 2025, 20:35
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა
„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

17 მაისი 2025, 20:16
საზოგადოება
ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

17 მაისი 2025, 20:05
საზოგადოება
დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა.

17 მაისი 2025, 19:52
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბულგარეთში დასრულდა ევროპის თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა - ანა ბოლქვაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიგო.

17 მაისი 2025, 19:45
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: 26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო
26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

17 მაისი 2025, 19:45
საზოგადოება
მეუფე შიო აბორტებზე: ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები - შემდეგ მივიდეთ კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს
„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“.

17 მაისი 2025, 19:24
რეგიონი
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა.

17 მაისი 2025, 19:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად
ოჯახის სიწმინდის დღე იქცა ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებლად და სახალხო დღესასწაულად, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

17 მაისი 2025, 19:04
რეგიონი
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხო მსვლელობა მოეწყო.