imedi /  25 ნოემბერი 2020, 12:23 / სანდო წყარო

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასევე მდგრადია აქტივების ხარისხი, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესების შედეგად, სტაბილურია ბანკების დაფინანსების წყაროები და სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერი. დამატებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის დაკრედიტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის ეროვნულმა ბანკმა საგრძნობლად გააფართოვა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, ხოლო შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში გამოთავისუფლდა ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი და მათ მეტი მოქნილობა მიეცათ ლიკვიდობის მართვაში. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის. შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

„არსებული საბაზო სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის გეგმას და მათი ეტაპობრივად შევსების თარიღებს 2021 წელს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად. 2020 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 11.5% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საწყის ეტაპზე საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ბოლო თვეებში კვლავ გაიზარდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 10%-ის ფარგლებში იქნება. როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა განცხადებებში იყო აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას არ გაზრდის. ხოლო საბაზო სცენარის რეალიზების შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმა და მათი ეტაპობრივად თარიღები 2021 წელს გამოცხადდება და საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.

მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომლის პოტენციური საშუალოვადიანი გავლენა განსაკუთრებით საყურადღებოა დღეს, მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში. კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილისა და გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის ფონზე, დოლარიზაცია რჩება არაჰეჯირებული მსესხებლებისა და, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 24 თებერვალს გაიმართება“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ყველა სიახლე

მძღოლი

16 იანვარი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.

16 იანვარი 2021, 00:53

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 288 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2021, 00:45

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს

დონალდ ტრამპი ვაშინგტონს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 00:12

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაიკ პენსი კამალა ჰარისი

16 იანვარი 2021, 00:00

მსოფლიო

The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

კორონავირუსი

15 იანვარი 2021, 23:51

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42

მსოფლიო

Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ

6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია

პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაურისიო პოჩეტინო

15 იანვარი 2021, 23:38

COVID19

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.

პოლიცია

15 იანვარი 2021, 23:26

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2021, 23:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა

ანალიტიკოსის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად “ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ლადო ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

მარია ვან კერკხოვე

15 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.

სალომე სამადაშვილი

15 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კარლ გუსტავ XVI

15 იანვარი 2021, 22:16

COVID19

შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

შვედეთის 74 წლის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და 77 წლის დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

ბორის ჯონსონი

15 იანვარი 2021, 22:15

COVID19

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 22:14

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.