imedi /  27 ნოემბერი 2020, 20:17 / სანდო წყარო

New York Times-ი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, აშშ-ის ბაზრისთვის მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებს ფეხს. ღვინის შესახებ ცნობილი გამოცემა The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს.

„დაკარგული ედემი“ ქართული წარმოების ღვინოა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი კომპანია „გლობალ ბრენდის“ პროდუქტია. საინვესტიციო პროექტის მიზანი სპეციალურად აშშ-ის კონკურენტულ ბაზარზე მორგებული ქართული ღვინის გლობალური ბრენდის შექმნა და მისი ამ მასშტაბურ ბაზარზე დასამკვდრელად საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაოს ფინანსური ხელშეწყობაა. ღვინის დასახელებაზე, გემოზე, შეფუთვაზე, მარკეტინგულ აქტივებსა და წარმატებული ბრენდისათვის საჭირო სხვა ატრიბუტიკაზე ქართული კომპანია აშშ-ის წამყვან მარკეტინგულ და კვლევით კომპანიებთან ერთად მუშაობდა. ჩატრდა მასშტაბური სამუშაოები, მათ შორის, აშშ-ის ღვინის ბაზრის კვლევა, მიზნობრივი ადგილობრივი მომხმარებლების, ღვინის მსხვილი დისტრიბუტორებისა და გაყიდვის პუნქტების დეტალური შესაწავლა.

„საქართველო ღვინის სამშობლოა და იქ ღვინის წარმოების ტრადიცია 8000 წელს ითვლის. ღვინის გემოების ნაზავში საფერავი დომინირებს, ის მუქი შეფერილობისაა და მიწისეულია, დაჰკრავს ველური კენკრის არომატიც. დაძველელებულია ქართულ ქვევრში, ერთგვარ თიხის ამფორაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, - წერს The New York Times-ი.

Lost Eden-ი ამერიკულ ბაზარზე თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება. ის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და რელიეფური შეფუთვით გამოირჩევა, რომელზეც ვაზის ორნამენტებია დატანილი და ქართული ღვინის ისტორიულ წარსულს უსვამს ხაზს. ღვინო ქართულ ქვევრშია დაძველებული, რაც აშშ-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.

უახლოეს მომავალში ღვინო ონლაინ გაყიდვებიდან აშშ-ის დახლებზეც გამოჩნდება და პირველი ხუთი შტატის შემდეგ, Lost Eden-ი ამერიკის მთელ ბაზარზე გავრცელდება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ქართული ღვინის ბრენდების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 00:12

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაიკ პენსი კამალა ჰარისი

16 იანვარი 2021, 00:00

მსოფლიო

The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

კორონავირუსი

15 იანვარი 2021, 23:51

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42

მსოფლიო

Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ

6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია

პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაურისიო პოჩეტინო

15 იანვარი 2021, 23:38

COVID19

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.

პოლიცია

15 იანვარი 2021, 23:26

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2021, 23:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა

ანალიტიკოსის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად “ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ლადო ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

მარია ვან კერკხოვე

15 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.

სალომე სამადაშვილი

15 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კარლ გუსტავ XVI

15 იანვარი 2021, 22:16

COVID19

შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

შვედეთის 74 წლის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და 77 წლის დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

ბორის ჯონსონი

15 იანვარი 2021, 22:15

COVID19

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 22:14

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

უეინ რუნი

15 იანვარი 2021, 22:08

სპორტი

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების თანახმად ამ პოსტზე 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

იაგო ხვიჩია

15 იანვარი 2021, 21:59

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „გირჩის“ ინიციატივაზე: ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა

მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ამ იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიია ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.