imedi /  28 ნოემბერი 2020, 17:55 / სანდო წყარო

„თეთრი ფერმის“ მენეჯერი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნედლი რძის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს

დიტო ბანკანაშვილი

დიტო ბანკანაშვილი

გასული წლის დასასრულს, 36 მილიონი ევროს ჰოლანდიური ინვესტიციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „თეთრი ფერმა“ ამოქმედდა, რომელიც მერძეულ სექტორში არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდება. ქართულ მერძეულ სექტორში მთავარ პრობლემას ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს, ფერმაც ამ მოტივაციით შეიქმნა.

დღეს ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხის დღიური წარმადობა 10-12 ტონაა.

გადაცემაში „ ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ფერმერები მიესალმებიან რეგულაციებს და აღნიშნავენ, რომ ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ პირველი ნოემრიდან სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული, მომხმარებლის კანონიერი უფლების დაცვას ემსახურება.

„ჩვენი დაუღალავი შრომით და იმ ფერმერების დაუღალავი შრომით, რომელიც ამ დიდ უღელს ვატარებთ ვცდილობთ, რომ დღითი-დღე ლიტრი რძით მაინც შევამციროთ ეს დეფიციტი. საქართველოში დღეის მდგომარეობით, რძის დეფიციტი ქვეყანაში იმპორტირებული რძის ფხვნილითა და სხვადასხვა რძის დანამატებით ივსება ასე, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნედლი რძის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.“ – „თეთრი ფერმის“ მენეჯერი, დიტო ბანკანაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია. სწორედ ამის საპასუხოდ ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:22

საზოგადოება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კოვიდპასპორტი

26 თებერვალი 2021, 09:13

COVID19

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

საქართველოს რკინიგზა

26 თებერვალი 2021, 08:52

ეკონომიკა

ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 08:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

ერგნეთი

26 თებერვალი 2021, 07:57

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას ერგნეთში გამართავს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას სოფელ ერგნეთში გამართავს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წარადგენენ ანგარიშს. ანგარიშში განხილული იქნება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ანგელა მერკელი

26 თებერვალი 2021, 01:15

COVID19

მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.

ლოკი

26 თებერვალი 2021, 00:57

კულტურა

Disney-მ სერიალ „ლოკის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

სერიალი Marvel-ის ფილმის „თორი“ სპინოფი იქნება. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის რეჟისორი კეიტ ჰერონია. ლოკის როლს ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

26 თებერვალი 2021, 00:52

მსოფლიო

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 00:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 261 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:31

ტაბლოიდი

აშშ-ში 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა

3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.

26 თებერვალი 2021, 00:23

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წელს, საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15,3 ტონით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემომოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

26 თებერვალი 2021, 00:20

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 421 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 421 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 508 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:11

საზოგადოება

თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

26 თებერვალი 2021, 00:07

COVID19

ევროკავშირის სამიტი: ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს

ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სერიოზული რჩება, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 00:01

რეგიონი

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლია გიგაური სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.