01 დეკემბერი 2020, 16:38 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

იორგი ცუცქირიძე

იორგი ცუცქირიძე

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ბუნებრივია, გადამუშავებულ ვარიანტში აისახა ის ახალი რეალობა რაც სექტემბრიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდას უკავშირდება. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი, რაც დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ დამატებით ღონისძიებებზე და ასევე სოციალური თუ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების საჭიროებების დაფინანსებაზე, აისახა ახალ ვარიანტში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ექსპერტის განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში კვლავ პრიორიტეტად ორი მთავარი მიზანი რჩება - ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია როგორც ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

„ნიშანდობლივია, რომ ბიუჯეტის ყველა პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კიდევ ერთხელ, გადაიხედა მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები და მისიასთან მიღწეული იქნა შეთანხმება ძირითად პარამეტრებზეც, რაც ითვალისწინებს სსფ-ის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით, დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას. რაც შეეხება ბიუჯეტში ასახულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც ხშირად ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მიუხედავად, ბოლო თვეებში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების ტენდენციისა, თუ მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3%, უკვე მესამე კვარტალში 3 ჯერ გაუმჯობესდა და მხოლოდ - 3.8%, ხოლო სექტემბერში 1% ნაკლები იყო, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, კოვიდ-პანდემიის მზარდი ზრდის გამო, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა ექნება. შესაბამისად, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 5.0%-ის ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, საშუალოვადიან პერიოდში კი საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში.

ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური გადაფასება მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. მართალია, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში (სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ს), თუმცა საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან საკანონმდებლო პარამეტრების ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისთვის.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, სამთავრობო ვალის მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის, მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, თუმცა უკვე 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება. ექსპერტის განცხადებით, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1%-ს თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები ამ მიმართულებითაც შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა, ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა.

„დღეს, 2021 წლის ბიუჯეტის დროული მიღება წმინდა პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს, პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას საერთაშორისო აქტიორები ბოიკოტირების რეჟიმის შეწყვეტისაკენ. რაც დროულად გადავა ქვეყანა ბოიკოტირების რეჟიმიდან საპარლამენტო თანამშრომლობის რეჟიმში, მოგებული პირველ რიგში მოსახლეობა დარჩება, და ოპოზიციასაც, ყოველ შემთხვევაში მის ნაწილს, სწორედ ეს უნდა ესმოდეს!“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

საფრანგეთში 1,5 მილიონი ადამიანი კავშირგაბმულობის სერვისის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე და ინტერნეტ სერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

მელბურნი

17 იანვარი 2021, 00:36

COVID19

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩოგბურთელები მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ და მათთან ერთად მგზარობდნენ კოვიდინფიცირებულები.

17 იანვარი 2021, 00:25

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს. ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

17 იანვარი 2021, 00:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაცია, რომელსაც ფრანკფურტის აეროპორტში პოლიცია ახორციელებდა დასრულდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტის აეროპორტი და რკინიგზის სადგური პოლიციამ საეჭვო ნივთის არსებობის გამო გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის დაკავების შესახებ.

საფრანგეთი

16 იანვარი 2021, 23:58

COVID19

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

16 იანვარი 2021, 23:36

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „გლობალური უსაფრთხოების კანონპროექტს“ პროტესტი პარიზის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, აქციაზე 12 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 75 აქტივისტი დააკავეს.

ვიქტორია ნულანდი

16 იანვარი 2021, 23:12

მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ apnews წერს. მისი კანდიდატურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.

ჭიდაობის ფედერაცია

16 იანვარი 2021, 22:59

სპორტი

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს. ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნიცაში მიმდინარე ანრი დეგლანის გრან-პრის ფინალში გავიდნენ.

16 იანვარი 2021, 22:43

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

​​​​​​​ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 22:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ინფექციური საავადმყოფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ის წერს იმაზე, თუ რას გულისხმობდა ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაში.

კახეთი

16 იანვარი 2021, 22:23

COVID19

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, 63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

16 იანვარი 2021, 21:43

სამართალი

კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება, ჩვენი ოპონენტები კი დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა

„ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები დაკავებული არიან იმით, რომ როგორმე აჯანჯღარონ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის ყრილობის მიმდინარეობისას აქციის მოწყობის თემას შეეხო.

კახა კუჭავა

16 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულწრფელობით და განათლებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კარგია რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა პოლიტიკიდან გასვლა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ფაქტორის გარეშე უნდა აჩვენოს ძალა და რესურსი

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

16 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში

ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით,- ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი უკვე მეორედ შეირცხვინა

„ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი

16 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, რომ პარტიაში რამდენიმე ლიდერია

„წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რომელიც თავად არის საზომი, რომ ჩვენი არსით ვუახლოვდებით ევროპას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 20:09

ეკონომიკა

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი შეიქმნა

ორი ავტოკონცერნის PSA-ს და Fiat Chrysler-ის შერწყმა განხორციელდა და შედეგად მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტოკონცერნი Stellantis შეიქმნა. ამის შესახებ dw წერს. ფრანგულ კომპანია PSA-ს (რომელიც ბრენდ Opel-ს ფლობს) და ამერიკულ-იტალიურ Fiat Chrysler-ს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ანრი ოხანაშვილი

16 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი კობახიძე პოლიტიკური გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, შეძლებს ქვეყნისა და „ქართული ოცნებისთვის“ მრავალი გამარჯვების მოპოვებას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.