imedi /  01 დეკემბერი 2020, 16:35 / სანდო წყარო

იოსებ არჩვაძე: მომავალის წლის ბიუჯეტში კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ დახმარების პაკეტის შენარჩუნების მაგისტრალურ ხაზი პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება

იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ სერიოზული გავლენა მოახდინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის 4.5-პროცენტიანი ზრდისა და ზომიერი (3%-იანი) ინფლაციის პროგნოზის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანწილად შეამცირა პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ეფექტი ჯანდაცვის სექტორსა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის Facebook-ზე წერს.

ექსპერტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება 9.0 პროცენტით და იქნება 16758.1 მლნ. ლარი, ხოლო გადასახდელები, პირიქით, იზრდება 15.5 პროცენტით და მიაღწევს 18384.5 მლნ. ლარს. მზარდმა სოციალურმა, სამედიცინო ხარჯებმა ეკონომიკის შეკუმშვისა (2020 წელს - არანაკლებ 5%-ით) კვალობაზე გამოიწვია სახელმწიფო ვალების ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსათვის მშპ-ის 9.1 პროცენტს მიაღწევს, თუმცა უკვე 2021 წელს იგი 7.6%-მდე შემცირდება და 2023 წლისთვის დაუბრუნდება ოპტიმალურობის ზღვრულ, 3%-იან ნიშნულს - ძირითადად, 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი საშუალო წლიური ტემპების (5.5%) საფუძველზე. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის დაახლოებით 4-5 პროცენტით „დაამძიმა“, ხოლო ეკონომიკისათვის მიყენებული პირდაპირი ზარალი მშპ-ის არანაკლებ 20-25 პროცენტია“, - წერს იოსებ არჩვაძე.

მისი თქმით, კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ დახმარების პაკეტის შენარჩუნების მაგისტრალურ ხაზი გაგრძელდება პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებამდე, დროის კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული გამოწვევების მასშტაბებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

ექსპერტმა ხელისუფლების ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპის 1.4-მილიარდიანი პაკეტიდან, რომელიც ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივნისამდე გაგრძელდება, სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„უშუალოდ სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, ტესტებისა და ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციისათვის და ა.შ. ჯამში ეს თანხა დაახლოებით 450 მილიონი ლარი იქნება;

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისათვის, მათ შორის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისა და უშუალოდ ფულადი ფორმით სხვადასხვა კატეგორიის სოციალური დახმარებებისთვის. ამ პაკეტში მოიაზრება ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციებიც იმ პირთათვის, რომლებსაც მოუწიათ საქმიანობის შეწყვეტა წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების გამო. ჯამში, 540 მილიონი ლარი;

სახსრები ბიზნესის მხარდაჭერისათვის - საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისაგან მთლიანად გათავისუფლება (რომ არა ამ დარგში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ჩვენ უკვე 2020 წლის სექტემბრიდან გვექნებოდა მშპ-ის აბსოლუტური ზრდის ტენდენცია), იპოთეკური სესხების სუბსიდირება სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, მცირე მეწარმეთა საგრანტო მხარდაჭერა და ა.შ. ჯამში, 430 მილიონი ლარი.

ექსპერტმა ცალკე გამოყო დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის შედეგად 150 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუბრუნდება 4 მილიარდ ლარზე მეტი.
საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საბიუჯეტო კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდება მშპ-ის დაახლოებით 8 პროცენტის ფარგლებში.
2021 წლის საბიუჯეტი ხარჯების დაახლოებით მეექვსედი - 2.6 მილიარდი ლარი - მიმართული იქნება საპენსიო უზრუნველყოფაზე.

მთლიანობაში, 2021 წელის საბიჯეტო სახრსების მაგისტრალური მიმართულება კოვიდ-19-ით მიყენებული ზარალის დაძლევისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც მთელი საბიუჯეტო ხარჯების 43.5 პროცენტია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

იოსებ არჩვაძის თქმით, ამ გლობალურად რთულ პირობებში საქართველო არ არის მარტო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებენ მისდამი მხარდაჭერას.

„ამ გლობალურად რთულ პირობებში საქართველო არ არის მარტო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებენ მისდამი მხარდაჭერას, რომლის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს სსფ-ის მიერ დეკემბერში დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დროული დამტკიცება წარმოადგენს არა მარტო ახლად არჩეული პარლამენტის რიგით პროცედურულ აქტს და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის, მოსახლეობის დაცვისა და ღონისძიებათა პაკეტის დროული ამოქმედების პირობას, არამედ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისა და პოლიტიკურ აქტიორთა სახელმწიფოებრივი პასუხსმგებლობის დონისა და ცნობიერების სიმწიფის კრიტერიუმსაც“, - წერს იოსებ არჩვაძე.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 17:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჯანმო კორონავირუსის მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუდასტურა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი
ჟოზეფ ბორელი

21 იანვარი 2021, 17:41

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელთან კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

ბადრი ბიწაძე

21 იანვარი 2021, 17:36

სამართალი

ბადრი ბიწაძე: რუკების საკითხებში კომპეტენტური არ ვარ, სასაზღვრო პოლიციას უკვე დადგენილი საზღვრების დაცვა ევალებოდა

ვესწრებოდი კომისიის ერთ-ერთ სხდომას, სადაც მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ბადრი ბიწაძემ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 17:35

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

21 იანვარი 2021, 17:11

COVID19

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

ბაღდადი აფეთქება

21 იანვარი 2021, 17:01

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ერაყში, ბაღდადის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე, დაშავებულთა კი 73-ს შეადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 იანვარი 2021, 16:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ

„შევეხეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ევროპულ მახარეს ინფორმაცია სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და გარკვეული მოლოდინი დაფიქსირდა ქართული მხრიდან, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. პრეზიდენტ მიშელმა დააფიქსირა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის ისაუბრებს თავის კოლეგებთან სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს საღამოს იმართება და ზოგადად ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - გააცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის

გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა - ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:47

თავდაცვა

თეა წულუკიანი: მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო

„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვინც აგვისტოს ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

21 იანვარი 2021, 16:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს კომიტეტი და სამინისტრო შეჯერებული სამოქმედო გეგმით ვიმუშავებთ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 16:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკი ელჩს შეხვდა

დღეს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს ბულგარელი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2021, 16:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

21 იანვარი 2021, 16:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის

„ისინი ხომ უშვებენ ერთპროცენტიან, თეორიულ შანსს, რომ ნაცმოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ზუსტად იციან რასაც უზამენ. ჩვენც ხომ ვიცით. ჩვენც ხომ ვიცით რას მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. ამიტომ, ამ შიშსაც ექვემდებარებიან. რომ გეუბნება „ქართული ოცნება“, 1%–იანი გადაცდომა ჩემს სასარგებლოდ შენ გამოიძიე და რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, პოლიტიკიდან წავალო ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ გნებავთ შევუერთდები, ამას რომ გეუბნები და ბოლოს უკვე არგუმენტებით არაფერი რომ აღარ გრჩება და რწმუნდები, რომ არ გაყალბებულა, იმის თქმის თავიც უნდა გქონდეს, თუ ბულინგის არ გეშინია რეალურად, თუ მათი შიში არ გაქვს, რომ თქვა, იყო ხარვეზები, რაც ყოველთვის არის, ახლაც კი, მაგას ვერცერთი ბედავს რომ თქვას, არადა თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ეს იციან, მაგრამ ასე არ უნდა ილაპარაკონ”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ნატალია ილიჩოვა

21 იანვარი 2021, 16:20

სამართალი

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

გენერალური პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მტკიცებულების სახით მოპოვებულ ნ.ი.-ს საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დადგა ის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ - რუსეთმა ამიერიდან რაც უნდა ის ილაპარაკოს

„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ხელში სამართლებრივი დოკუმენტი არ გვქონდა, ჩვენ დღემდე გვქონდა მხოლოდ ძალიან დიდი შრომის ფასად მოპოვებული არაღიარების პოლიტიკის პოლიტიკური რეზოლუციები, მაგრამ არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ სიმართლეს, რომ საქართველო აგვისტოს ომის საქმეში და ოკუპაციის თემაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის მართალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.