imedi /  02 დეკემბერი 2020, 19:56 / სანდო წყარო

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება

300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

„იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. ამასთან, განვმარტავთ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

ამასთან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

28 იანვარი 2021, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: დავიცავთ რეგლამენტს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესსაც ვითვალისწინებთ

მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპონენტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 662 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

28 იანვარი 2021, 10:42

საზოგადოება

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას

პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სინგაპური დაკავება ტერაქტი

28 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

სინგაპურში 16 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდა

დაკავებული ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ეთნიკურად ინდოეთი პროტესტანტი ქრისტიანია, რომელსაც ისლამისადმი ანტიპატია და ძალადობისკენ მიდრეკილება ახასიათებს. დაკავებული ქვეყანაში შიდა უშიშროების აქტის საფუძველზე ყველა ახალგაზრდა პირია. აქტი ადამიანის სასამართლოს გარეშე პატიმრობას ითვალისწინებს.

Apple

28 იანვარი 2021, 10:23

ეკონომიკა

Apple-მა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო

კორპორაცია Apple-მა 2021 წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 111,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც აბსულუტურ რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC News-ი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 10:20

სამართალი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:18

რეგიონი

მალხაზ თორია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

28 იანვარი 2021, 10:17

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

28 იანვარი 2021, 10:07

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს

28 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2021, 09:45

სამართალი

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დენ ჰეიჰერსტი და პამელა ანდერსონი

28 იანვარი 2021, 09:38

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა

„ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ძლიერი კაცის ხელში, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ“, - აცხადებს 53 წლის მსახიობი.

პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:25

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ

უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

მართულხლართები

28 იანვარი 2021, 09:15

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში. გახელაძის პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გადაიდო.

პარლამენტი ვაქცინა

28 იანვარი 2021, 09:09

COVID19

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება.

საქართველოს პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანიათ „გირჩსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას. ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 08:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.