მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა
მიხეილ დუნდუა
ფოტო: IMEDI
ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.
„ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა. ეს კარგად იცის და რეკომენდაციას იძლევა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და რატომ. როდის უნდა დაეხმარო უშუალოდ მოქალაქეს სოციალურად გამალებით და როდის უნდა დაეხმარო ინფრასტრუქტურას უფრო მეტად, ვიდრე მოქალაქეს, ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუ გვაქვს ეკონომიკის ბუნებრივი, ციკლური ჩავარდნა, ამ დროს განსაკუთრებულად ეხმარები ეკონომიკას და სოციალურ დახმარებებს არ გასცემ, მაგრამ პანდემია არაა ციკლური ჩავარდნა, ეს არის პანდემიიდან გამოწვეული შოკი, რომელიც როგორც კი დასრულდება, ისევ აღდგება ეკონომიკა. შესაბამისად ახლა მთავარი ამოცანაა, გადაარჩინო მოქალაქე. ამიტომაცაა, ამერიკის შეერთებულ შტატების ზუსტად ასევე ეხმარება თავის მოქალაქეებს, ფინანსური დახმარებითა და სასურსათო მხარდაჭერით. როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც. ამას ჰქვია პანდემიის შოკი. ეს რომ იყოს ციკლური ჩავარდნა, ვიმსჯელებდით, ახლა მემარჯვენე ორიენტაცია ჯობია, ჯობია ფული სამუშაო ადგილების შესაქმნელად დავხარჯოთ, ინფრასტრუქტურაში, თუ უშუალოდ დავეხმაროთ განსაცდელში მყოფ პირს, მაგრამ ახლა ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვაქვს და უნდა დავეხმაროთ ორივეს. პირველ რიგში, გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავეხმაროთ არსებობის შენარჩუნებაში მოქალაქეებს. ჩვენ და მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამას აკეთებს და მეორე, არ გავაჩეროთ ინფრასტრუქტურული პროექტები. პანდემია რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ამ წელს საქართველო გამხდარიყო მანქანათმშენებელი ქვეყანა და ათასობით ელექტრომობილი გასულიყო ექსპორტზე. ეს პროექტი იყო მომზადებული და პანდემიამ გააჩერა. მომავალ წელს აღდგება ეს და მომავალ წელსაც და შემდგომ წლებშიც საქართველო გახდება ასეთი სახელმწიფო, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეთანხმებული და მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სწორია და იმიტომ. სხვა გამოსავალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მალე მოევლება ამ პრობლემებს და მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაგვავიწყდება ის პრობლემები, რაც საქართველოში დღეს გვაქვს და სულ სხვა პერსპექტივით შევხედავთ მომავალს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ყველა სიახლე
23 იანვარი 2025, 23:13
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება
„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუდაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
23 იანვარი 2025, 21:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმის მონაწილეებს: მე აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად ვაქციე ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ორი სქესი არსებობს.
23 იანვარი 2025, 21:30
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან მალე შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მალე შეხვედრა.
23 იანვარი 2025, 21:11
მსოფლიო
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან კონსტრუქციულ როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში.
23 იანვარი 2025, 20:57
მსოფლიო
ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.
23 იანვარი 2025, 20:48
მსოფლიო
ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა
ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.
23 იანვარი 2025, 20:39
პოლიტიკა
მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაში დადანაშაულება - მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს, რაც ქართული ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება.
23 იანვარი 2025, 20:28
საზოგადოება
თბილისის ახალი სტადიონი - „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეზონანსული პროექტი თბილისში. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და 70 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული სივრცე.
23 იანვარი 2025, 20:19
მსოფლიო
ტრამპი: ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.
23 იანვარი 2025, 19:56
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 იანვარი 2025, 19:30
სამართალი
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
23 იანვარი 2025, 19:04
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კლიმატის კანონის საკონსულტაციო დოკუმენტების (მწვანე და თეთრი წიგნების) საფუძველზე, კომიტეტმა კანონის პროექტის პირველადი ვერსია შეიმუშავა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის აუცილებლობას.
23 იანვარი 2025, 19:03
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე ახალი სტადიონის მშენებლობაზე: ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია
დღეს ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე წარმოადგინეს მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის, დეტალის, კონცეფციის მიმართულებით შემუშავებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს საკონსულტაციო კომპანიას და ექსპერტებს, რომლებიც ჩაერთვებიან შესაბამისი კონცეფციის მომზადებასა და პროექტის განხორციელების პროცესში, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრისას, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
23 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ტრამპის განკარგულებაზე: პირდაპირ ნიშნავს დაფინანსების შეჩერებას არასამთავრობოებისთვის. ცალსახად, წლების განმავლობაში რასაც ჩვენ ვიძახდით, ეს დაფინანსებები მიდიოდა არეულობებისთვის
აღნიშნული პირდაპირ ნიშნავს დაფინანსების შეჩერებას არასამთავრობოებისთვის. ცალსახად, წლების განმავლობაში რასაც ჩვენ ვიძახდით, ეს დაფინანსებები მიდიოდა არეულობებისთვის, რევოლუციებს ახალისებდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
23 იანვარი 2025, 18:48
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკელებს არ უნდათ, რომ ბავშვი სახლიდან გავიდეს როგორც ბიჭი და ორი დღის შემდეგ დაბრუნდეს როგორც გოგო - მშობელს არ სურს ამის დანახვა
ამერიკელებს არ უნდათ, რომ ბავშვი სახლიდან გავიდეს როგორც ბიჭი და ორი დღის შემდეგ დაბრუნდეს როგორც გოგო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 იანვარი 2025, 18:41
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე: თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომელიც უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის ტურნირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა გვხვდა წილად. თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომლის მსგავსიც არ დედაქალაქს და არც ქვეყანას არ ჰქონდა. აღნიშნული კომპლექსი უმასპინძლებს ფესტივალის ტურნირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა ზამთრის სპორტის სახეობის შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში აშენდა ახალი ბიათლონის და თხილამურებით რბოლის საჭიროებებისთვის ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც დასრულებულია და იქაც მოსამზადებელი ნაწილი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ ქვეყანა ღირსეულად უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. გასული წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილებები როგორც ზამთრის, ასევე ოლიმპიური სხვა სახეობების მასპინძლობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
23 იანვარი 2025, 18:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ
ჩვენ მზად ვართ, როგორც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ურთიერთობის გადატვირთვისთვის. შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან და იმედიანად ვართ განწყობილი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. „ხედვა ერთი გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ რა როგორ განვითარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად ვართ“, - აღნიშნა მან.
23 იანვარი 2025, 18:30
მსოფლიო
ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი მარკ რუტეს: არ შეგიძლიათ ამერიკელ ხალხს სთხოვოთ ნატოს ქოლგის გაფართოება, როდესაც ამჟამინდელი წევრები არ იხდიან თავიანთ სამართლიან წილს
პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდნენ და გაკიცხეს ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის მართვის გამო, ხოლო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის ნატოში ჩართვის მცდელობები ამერიკაში დიდ ხმაურს წააწყდება, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
23 იანვარი 2025, 18:25
სამართალი
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.
23 იანვარი 2025, 18:24
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე: ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია
ვერ ისწავლეს, რომ ბატონ ბიძინასთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს. 2012 წელს ამ ადამიანმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, როდესაც საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, ოჯახი, მაშინ მას არაფრის შეშინებია და მისი გეგმები და მიზნები ბოლომდე მიიყვანა. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა გააკეთებინა. ამიტომ, ბატონ ბიძინას შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე საუბრისას.