IMEDI /  09 დეკემბერი 2020, 07:55 / სანდო წყარო

მეათე მოწვევის პარლამენტი, ერთ-ერთ პირველ საკითხად 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

მეათე მოწვევის პარლამენტმა ერთ-ერთ პირველ საკითხად 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს. დოკუმენტზე პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებენ და მას სავარაუდოდ, კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი წარუდგენს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, 17 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

დოკუმენტის მიხედვით, 2021წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 16 მილიარდ 758 მილიონი ლარია.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა.

მიშელ ბაჩელეტი

04 მარტი 2021, 16:50

მსოფლიო

მიშელ ბაჩელეტი: მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ.

04 მარტი 2021, 16:49

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

ვახუშტი მენაბდე

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები საარჩევნო საკითხების განხილვის პროცესში ჩართოს

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა. ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია

„დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია“, - განაცხადა Isfed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ნატროშვილი

04 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისი პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები“, - განაცხადა ნატროშვილმა.

04 მარტი 2021, 16:37

თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

04 მარტი 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

ვაზგენ მანუკიანი

04 მარტი 2021, 16:26

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

04 მარტი 2021, 16:19

სამართალი

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

04 მარტი 2021, 16:14

ეკონომიკა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესარიონ სიმონიშვილი

04 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5 000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

04 მარტი 2021, 15:56

საზოგადოება

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

გიორგი ბარამიძე

04 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში გააგრძელებს

მისი თქმით, ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა.

თამარ კორძაია

04 მარტი 2021, 15:33

პოლიტიკა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ადგილზე დროშებით. პლაკატებით, ხმის გამაძლიერებლებით მივიდნენ. ლიდერები თავიანთ მოწოდებებში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უდანაშაულოა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად დევნილია.

დენის შმიგალი

04 მარტი 2021, 15:31

COVID19

უკრაინის პრემიერი: ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებაზე მიუთითებს.

ომა ფავორი

04 მარტი 2021, 15:31

ტაბლოიდი

ნიგერიელი ექიმი „იმედის დილაში“ ქართულად ამღერდა. ვიდეო

ახალგაზრდა ნიგერიელი ექიმი ომა ფავორი 4 წელია საქართველოში ცხოვრობს. მან მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და სპეციალობით კარდიოლოგია. მისი თქმით, ის ბავშვობიდან მღერის, ამჟამად კი ბენდ „სინთეზის“ წევრია. „იმედის დილაში“ სტუმრობისას მან ქართული სიმღერა „ვარდები არ არიან“ შეასრულა.

კეტრინ სმოლვუდი

04 მარტი 2021, 15:29

COVID19

ჯანმოს წარმომადგენელი: ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით საქართველოში კარგი პროგრესი ვნახეთ

კორონავირუსის გავრცელების შემცირების კუთხით მართლაც კარგი პროგრესი ვნახეთ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ონლაინ პრესკონფერენციაზე „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.