imedi /  09 დეკემბერი 2020, 13:25 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძე: 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან, 2020 წელს ხუთპროცენტიანი ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა -5.1 პროცენტია და ნოემბერ-დეკემბერშიც ცენტრალური ბანკი დაახლოებით ამ დონის ვარდნას ელოდება.

„გარდა ამისა, რადგანაც ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულთან შედარებით უფრო მსუბუქია, ვფიქრობ, ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც უკვე 10 თვეში გვქონდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობა ათ თვეში საკმაოდ სტაბილურია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება. რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი ბიუჯტის მიხედვით მომავალ წელს, ამავე დროს ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რასაც იმ ანგარიშებიდან ვხედავთ, რომელსაც ვიღებთ. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ კოვიდის და ასეთი პანდემიის დროს, ზოგადად პროგნოზების გაკეთება არის ძალიან რთული და ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ გაურკვევლობასთან. ანუ, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევას თუ ავიღებთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში. ვიცით, რომ ვაქცინაცია უკვე დაიწყო ინგლისში და იქედან გამომდინარე, თუ რა სისწრაფით მოხდება ამ ვაქცინის გავრცელება, ესეც რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ პროგნოზებზე, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ინფორმაციას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ ანახლებს. შემდეგი განახლება 2021 წლის თებერვალშია მოსალოდნელი.

„ზოგადად, რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და ეკონომიკურ ზრდას, ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ ანახლებს ამ პროგნოზებს. შემდეგი განახლება 2021 წლის თებერვალშია მოსალოდნელი და ჩვენ ამ პროგნოზის განახლებისას გამოვიყენებთ ყველა იმ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც აი ამ დროისთვის იქნება. თუმცა ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ პერიოდში, ეკონომიკური კრიზისების დროს და ამ შემთხვევაში გლობალურ ეკონომიკურ რეცესიაზე ვსაუბრობთ, პროგნოზების გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2025, 23:55

მსოფლიო

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

20 იანვარი 2025, 23:47

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

20 იანვარი 2025, 23:39

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:26

მსოფლიო

ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:13

მსოფლიო

ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო

აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:54

მსოფლიო

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

20 იანვარი 2025, 22:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2025, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.