საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ხელის მომწერები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, დროულად ჩაერიოს საკითხის მოგვარებაში და პროცესის დასარეგულირებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.
„რამოდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ „თბილისი ენერჯი“ მიიღო ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით.
გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, "თბილისი ენერჯი" იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.
ცნობილია, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ, რაც ასევე, რბილად რომ ვთავათ, უცნაურია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელს ეკონომიკაზე და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე. დიახ, "თბილისი ენერჯიმ" გვაცნობა, რომ ტარიფის ზრდა არ შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველასათვის ცხადია. ჯერ ერთი, გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობას საკუთარ ჯიბეზე, და მეორე, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კოპმანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.
ჩვენ კარგად გვესმის ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაციით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე, რასაც განიცდის ბიზნეს-საქმიანობაში ჩართული ყველა საწარმო საქართველოში. აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები თუ ცალკეული ბიზნეს-კომპანიების წარმომდგენლები არაერთგზის გამოვსულვართ სხვადასხვა წინადადებებით და მიგვიმართავს მთავრობისა და ეროვნული ბანკისათვის წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას - ლარის შეუქცევად გაუფასურებას. თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია და პროგნოზი იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ეს უაღრესად საზიანო პროცესი, დღესაც არ არსებობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მძიმე პრობლემები შეექმნებოდა "თბილისი ენერჯისაც" და ამ საკითხის მუდმივ მოუგვარებლობაზე ის პასუხისმგებელი ვერანაირად ვერ იქნება. მაგრამ, გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ "თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:
1) რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით - 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და 2) წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადება ხელის აწერენ შემდეგი ასოციაციები: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო; გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; რესტორატორთა ასოციაცია.
ყველა სიახლე
14 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.
14 აგვისტო 2026, 22:26
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 22:00
რეგიონი
უსაფრთხო გადაადგილება გუდაურისა და სტეფანწმინდისკენ - ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კურორტ გუდაურისკენ, ასევე სტეფანწმინდამდე მგზავრობა მალე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.
14 აგვისტო 2026, 21:43
პოლიტიკა
ფინანსების გამჭვირვალობა და საქართველოს დადებითი შედეგი - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 139 სახელმწიფო შეაფასა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფისკალური გამჭვირვალობა საქართველოში. მსოფლიოს 139 სახელმწიფოდან ნახევარზე მეტი მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის არის ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა.
14 აგვისტო 2026, 21:37
პოლიტიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყირგიზეთის შს მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ულან ნიაზბეკოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქართველმა კოლეგამ და სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ხელმძრვანელმა უმასპინძლეს.
14 აგვისტო 2026, 21:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე
14 აგვისტო 2026, 21:13
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას? ესკალაციის მიზანი ოკუპაციის პირობებში. ხელისუფლება გარედან მართული ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.
14 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 20:42
პოლიტიკა
ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გია ბარამიძემ სეპარატისტებს საბაბი მისცა, სამი ათეული წლის შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ქართველების დადანაშაულება კიდევ ერთხელ სცადონ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ მასშტაბის მავნებლობის ავტორმა კი აღმოჩნდა, რომ ტყუილის ტირაჟირებას შეგნებულად მოაწერა ხელი.
14 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო
„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“.
14 აგვისტო 2026, 20:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება“.
14 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
14 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
14 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
17-24 აგვისტოს საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 24 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით ჩაიკეტება“.
14 აგვისტო 2026, 19:49
სპორტი
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.
14 აგვისტო 2026, 19:44
სპორტი
პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი (J1 -70 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
14 აგვისტო 2026, 19:42
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ დიპლომატებს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან რეგიონის უსაფრთხოებისათვის ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარების საქმეში საქართველოს როლი ხაზგასმით აღნიშნა.
14 აგვისტო 2026, 19:39
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


