IMEDI /  15 დეკემბერი 2020, 15:19 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ია, აუცილებელია მისი თანდათან შემცირება

მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია და აუცილებელია მისი თანდათანობით შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და შემცირდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი.

„მსურს მომდევნო წლების ძირითად მოსალოდნელ გამოწვევებს შევეხო. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დასრულება მოსალოდნელია 2021 წელს, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებად სავარაუდოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში ჩვენი ძირითადი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ. კერძოდ, მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია და აუცილებელია მისი თანდათანობით შემცირება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ვალის შემცირების გზა, ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. „აუცილებელია 2022 წლიდან მისი რადიკალური შემცირება მოხდეს და პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნება. საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი. აუცილებელია ფისკალური რისკების მინიმიზაციაც. ასევე, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 17:35

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ნიუანსი, ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს საუბარი, – ამის შსახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა.

ლომთათიძის ქუჩა

02 მარტი 2021, 17:29

პოლიტიკა

ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

02 მარტი 2021, 17:29

მსოფლიო

მედია: ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

არმენ სარქისიანი

02 მარტი 2021, 17:25

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებას კვლავ არ მოაწერა ხელი. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა: თუ ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ

„ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისი დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები

„ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება ასევე უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო და სადისკუსიო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - აღნიშნა უგულავამ.

დავით სონღულაშვილი

02 მარტი 2021, 17:00

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის

ჩვენი კომიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ინოვაციების სააგენტოს, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები პროცესში, რომ როცა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით ვიყოთ და გქონდეთ მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოდან იმისათვის, რომ თითოეულ სტარტაპერს მიეცეს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენისას.

გიგა ბოკერია

02 მარტი 2021, 16:59

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი

02 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის - რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის

სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა. ამ მოლაპარაკებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ჩვენ ყველანი, ეკლექტური ნაკრები ერთად ვსხედვართ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

02 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ

ვიმსჯელეთ შემდეგ გემებზე, როგორ უნდა წარმართოს ოპოზიციამ შემდეგი აქტივობა იმისთვის, რომ შედეგი მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

02 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: შარლ მიშელი ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, ერთადერთი თხოვნა იყო - დასხედით, ტონს დაუწიეთ

ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია

არც ოპტიმიზმი და არც პესიმიზმი არ გამაჩნია, რადგან ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ ჩვენი პოზიცია, - ამის შსახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სჯობს, დროულად ჩამოყალიბდნენ და გვითხრან, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არანაირ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ იქნება საუბარი, მაშინ საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ! თუმცა გუშინ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან სულ სხვა საუბარი და გზავნილები იყო. ასე, რომ ჩვენ ახლა უახლოეს დღეებში ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებსა და გზავნილებს, რადგან დრო ძალიან ცოტაა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

სალომე სამადაშვილი

02 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2021, 16:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველო ჩართულია გლობალურ ქსელში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, არაერთი ფორმატი ფუნქციონირებს. ამ გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 მარტი 2021, 16:27

სამართალი

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2021, 16:09

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

02 მარტი 2021, 16:06

საზოგადოება

გაგრძელდება თუ არა სკოლებში დისტანციური სწავლება საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ

„როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადეს უწყებაში.

02 მარტი 2021, 16:03

COVID19

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 15:59

COVID19

​სერუმ ინსტიტუტში, რომელიც AstraZeneca ვაქცინას აწარმოებს, ევროკავშირი აუდიტს ახორციელებს

ევროპის წამლის მარეგულირებელი ინდოეთის სერუმ ინსტიტუტს (SII) ამოწმებს. მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი SII აწარმოებს AstraZeneca ვაქცინას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ათობით ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის შეიქმნა. SII– ს მიერ წარმოების პროცესებისა და ობიექტების აუდიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტი მარტის ბოლოს დასრულდება.SII გეგმავს უფრო დიდი დოზით AstraZeneca​-ს წარმოებას.

ნეიმარი

02 მარტი 2021, 15:51

სპორტი

ნეიმარი სავარაუდოდ ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში სავარაუდოდ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Foot Mercato წერს.