Imedi /  16 დეკემბერი 2020, 16:09 / სანდო წყარო

მიხეილ დუნდუა: OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის

მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტზე საუბრისას.

მისი განცხადებით, მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა და მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. OECD-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსში ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს. წელს საქართველო პირველად მოხვდა ამ ინდექსში და პირველივე ჯერზე დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ათეულში, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, რასაც პანდემია ჰქვია მთელ მსოფლიოში, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სამინისტროს განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანამიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი მოამზადა.

ყველა სიახლე

03 ნოემბერი 2024, 11:35

არჩევნები 2024

დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არჩევნების შემდგომი დღისთვის და არა არჩევნებისთვის, დასტურდება - მათ სურთ აურზაური და ქაოსი, მაგრამ ეს არ გამოვა იმიტომ, რომ სიცრუის გარშემო საზოგადოების შეკრება ძალიან რთულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპოზიციის ქმედებები არჩევნების შემდეგ ძალიან ჰგავს მღვრიე წყალში თევზის დაჭერის სურვილს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად ობიექტურად, მშვიდ გარემოში და შედეგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საზოგადოება ხედავს ოპოზიციის ქმედებებს და ამ ფონზე ოპოზიციას ხალხის შეკრება სიცრუის ირგვლივ გაუჭირდება.

გიორგი კალანდარიშვილი

03 ნოემბერი 2024, 11:20

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაციული ბრალდება ვრცელდება, რათა საზოგადოებაში შეიქმნას პერცეფცია, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამით დაზიანდეს ინსტიტუცია, საარჩევნო გარემო

არაერთი დეზინფორმაციული ბრალდებები ვრცელდება იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს რაღაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

03 ნოემბერი 2024, 11:17

არჩევნები 2024

მოძრაობა „ტალღამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, თუმცა გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა მივიდა

დაანონსებული პროტესტი რუსთაველზე. მოწოდებები სოციალური ქსელში გაკეთდა. მოძრაობა „ტალღამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, თუმცა გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა მივიდა.

03 ნოემბერი 2024, 11:16

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება

„რაღაც დამპალა დანიის სამეფოში. ესენი გვესაუბრებიან ჩვენ, გაყალბებასა და საარჩევნო მანიპულაციებზე?! „ჰელსინკის კომისიამ” ჯერ საკუთარ ჩასვრილს, რომ მიხედოს და მერე გვიქნიოს თითი არა? დაიმხო თავზე ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამერიკული დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება. აკი, ტყუილად არ უთქვამს რონალდ რეიგანს - ფაშიზმი ლიბერალიზმის სახით მოვაო. ჰო და, ჯერ თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს მიხედეთ და მერე გველაპარაკეთ მაღალ მატერიებზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ნოემბერი 2024, 11:12

არჩევნები 2024

დიმიტრი ხუნდაძე: სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა

სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა პარტიაში იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

03 ნოემბერი 2024, 11:08

მსოფლიო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

03 ნოემბერი 2024, 11:04

სამართალი

რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მტკიცებულებები პროკურატურაშია

რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მტკიცებულებები პროკურატურაშია. სახელისუფლებო პარტიამ საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული სქემა წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ნოემბერი 2024, 09:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში

„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.

03 ნოემბერი 2024, 09:25

პოლიტიკა

„DIE WELTWOCHE“: საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი - მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს

ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.

03 ნოემბერი 2024, 09:21

პოლიტიკა

„DIE WELTWOCHE“: საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, მისი პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე მოუთხრობს. ამასთან დღეს საქართველოში არსებულ თავისუფლების დონეს უსვამს ხაზს. „მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარსულს“, წერს ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე და ჰყვება, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის„ სიის პირველი ნომერი ქალბატონი დღესაც თბილისის მერიაში მუშაობს და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ის სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო არავის გაუთავისუფლებია.

03 ნოემბერი 2024, 09:14

პოლიტიკა

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE“: მაქვს განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ

„საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE” აქვეყნებს. სტატიის ავტორი, რომელიც ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება.

03 ნოემბერი 2024, 08:59

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს

პლატოშმა აღნიშნა, რომ ამჟამად პეტრ პაველმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით დაამტკიცა ჩეხეთის 60 მოქალაქის განაცხადი, რომლებიც ითხოვდნენ „უკრაინის დაცვის უფლებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“. მისი თქმით, სულ 181 ასეთი მოთხოვნაა შესული.

03 ნოემბერი 2024, 08:02

სპორტი

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ოქტომბრის შედეგებით ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, პირველ ტაიმში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მან რამდენჯერმე მოახერხა თამაშის გამწვავება.

02 ნოემბერი 2024, 22:46

პოლიტიკა

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 22:09

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება

თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

02 ნოემბერი 2024, 21:55

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.

02 ნოემბერი 2024, 21:32

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება

„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება“.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 21:27

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.

02 ნოემბერი 2024, 21:16

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კალანდარიშვილი

02 ნოემბერი 2024, 20:53

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა

დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.