imedi /  17 დეკემბერი 2020, 13:36 / სანდო წყარო

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც საქართველოს COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ მართებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის მკვეთრი შენელების ფონზე შოკის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური გავლენის შესამსუბუქებლად. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა და სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და COVID-19 შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR79 მილიონი (დაახლოებით $113.9 მილიონი დოლარი), რაც საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები SDR406 მილიონი (დაახლოებით $585.4 მილიონ დოლარი) იქნება.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას ბატონმა ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა შემდეგი:

COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს. რისკები დიდია და, მეტწილად, ნეგატიური.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3-პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას. 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს. ხელისუფლების მიერ იმ ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარეობს, ხელს შეუწყობს ვალის მდგრადობას. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გეგმა საჯარო სექტორის ეფექტურობას გააუმჯობესებს.

სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და COVID-19 შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად. ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესრულება დამაკმაყოფილებელია. "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" ხელისუფლებას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარა, რამაც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეზღუდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

11 ოქტომბერი 2024, 14:42

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა უნდა გახდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინოვაციურ სამიტში „InMerge“, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. სამიტში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული ლიდერები საჯარო პოლიტიკის და კერძო სექტორიდან.

პედრო სანჩესი

11 ოქტომბერი 2024, 14:42

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. „მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა, და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ისრაელის მთავრობისთვის“, - ციტირებს Reuters-ი სანჩესს.

ნიკოლოზ სამხარაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:39

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი იქნება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ში ეუთოს მისიის ფარგლებში იმუშავებს.

ლევან მაჭავარიანი

11 ოქტომბერი 2024, 14:38

სამართალი

ლევან მაჭავარიანი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ საქართველოში შემოიპარა წინასაარჩევნოდ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საქმეზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა თავად აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საინტერესოა ის ფაქტიც თუ რატომ დაემთხვა დარჩო ხეჩუაშვილის შემოპარვა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს.

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 14:25

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 ოქტომბერი 2024, 14:24

რეგიონი

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

კანადა

11 ოქტომბერი 2024, 14:23

ტაბლოიდი

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ციალი გამოჩნდა. ფოტოგალერეა

ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.

ლევან დავითაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 14:19

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკის მწვანე პროექტი ქალაქს გაამდიდრებს და არ შექმნის დამატებით წნეხს მშენებლობის თუ განვითარების კუთხით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში ახალი მუნიციპალური პარკის პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის ცენტრში კომპლექსური, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის ურბანული განვითარების ორგანული ნაწილი გახდება.

11 ოქტომბერი 2024, 14:18

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს, 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე: ჩვენი მოტივაცია არის - სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში. მიღწეულს არ ვჯერდებით და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა

„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 14:13

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 ოქტომბერი 2024, 14:10

არჩევნები 2024

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „მთავარმა არხმა“ კომპანია „სავანტას“ დაუკვეთა კვლევა, სადაც მიღებულ მონაცემებში საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია

„მთავარმა არხმა“ კომპანია „სავანტას“ დაუკვეთა კვლევა, სადაც მიღებულ მონაცემებში საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ინფორმაცია შეეცვალათ და პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მანიპულაცია ასევე მიზნად ისახავდა ჩაეწერათ, რომ ბარიერს ლახავს გახარია-ხაზარაძის პარტიები. დავალების მიმცემების მოთხოვნა იყო ისიც, რომ გახარიას უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდეს, ვიდრე ხაზარაძეს. ინფორმაციის გადამოწმებას „ქრონიკა“ ცდილობს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:06

არჩევნები 2024

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენაზე: ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა

„ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრიბონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ამ რადიკალების მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაზე ჰკითხეს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 14:02

სამართალი

კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ.

11 ოქტომბერი 2024, 14:00

საზოგადოება

ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა.

თენგიზ შარმანაშვილი

11 ოქტომბერი 2024, 13:54

თავდაცვა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 13:53

საზოგადოება

საპატრიარქო: 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

11 ოქტომბერი 2024, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს

ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი - საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს, - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

ანდრეი ჰუნკო

11 ოქტომბერი 2024, 13:47

პოლიტიკა

ანდრეი ჰუნკო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო საკმაოდ მძლავრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ რუსეთთან დაპირისპირების გზას დადგომოდა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, გასაგებია, რომ არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას მეტი კონკრეტიკა და თავშეკავებისკენ მოვუწოდებ ყველას, - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვისას.

რობერტ ფარლე

11 ოქტომბერი 2024, 13:44

პოლიტიკა

რობერტ ფარლე: საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ, ამერიკელებმა მოაწყეს გადატრიალება და საბოლოოდ, ამას ომი მოჰყვა

საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ და ეს განვითარება საშიშია, - განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, რობერტ ფარლემ ბუნდესტაგის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას.