ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
შეხვედრაზე ორივე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ ორმხრივად მომგებიან და ხელსაყრელ თანამშრომლობას დიდი მნიშვნმელობა აქვს არა მხოლოდ აღნიშნული სექტორების მომავლისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის, რომელიც ამჟამად სარესტორნო სერვისს მხოლოდ ე.წ. დელივერი კომპანიების მეშვეობით იღებს.
გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით გაგრძელდება სამუშაო პროცესში მუშაობა აღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
„სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულად დაზარალდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო. სახელმწიფო ახორციელებეს ამ ინდუსტრიის მხარდაჭერასაც. ესაა როგორც სესხების პროცენტების თანადაფინანსება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავე დროს, ვინაიდან მათი ოპერირება დღეს შეზღუდულია მხოლოდ მიტანის სერვისით, უაღრესად მნიშვნელოვანია მიტანის, ე.წ. დელივერის ინდუსტრიასთან სრულფასოვანი კოორდინაცია, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, მოხდეს მიტანის სერვისის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეკონომიკის სამინისტრომ ითავა საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც ორივე ინდუსტრიამ ერთმანეთს მიმდინარე საკითხები გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმ საკითხების სწრაფად გადაწყვეტა, რაც არის დღის წესრიგში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მაქსიმალურად მხარდში დაუდგება და დაეხმარება, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ინდუსტრიას აქვს“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2024, 10:25
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა - მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო მთელი ძალაუფლება
„მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო აბსოლუტური ძალაუფლება, შესაბამისად, პოლიციაც სააკაშვილის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა“, - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად სარწმუნო იყო ის ვერსია, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში ავრცელებდა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით მას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე პასუხისმგებელი სრულად იყო იმდროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი.
08 ნოემბერი 2024, 10:23
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის და ამ ბრძოლაში ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით
პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება.
08 ნოემბერი 2024, 10:21
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს
„ექსპორტის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. შარშან საქართველოდან 6 მლრდ დოლარზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალოგიური ტენდენციაა შენარჩუნებული 2024 წლის სამ კვარტალშიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ტრადიციულად უზრუნველყოფენ ქართველ ექსპორტიორებს მთელი რიგი ხელშემწყობი პროგრამებით სხვადასხვა გამოფენებსა და სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის ჩათვლით. სააგენტო ადგილობრივ ექსპორტიორებს ყოველწლიურად 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონებს ეწვია და გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
08 ნოემბერი 2024, 10:09
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს
შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას, რომელიც სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
08 ნოემბერი 2024, 10:05
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას
2024 წლის 7 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა „უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას". ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
08 ნოემბერი 2024, 09:50
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.
08 ნოემბერი 2024, 09:44
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვს ისევ დაარტყეს. ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ვრცელდება ცნობები დაშვებულთა შესახებ.
08 ნოემბერი 2024, 09:40
პოლიტიკა
მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა
მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.
08 ნოემბერი 2024, 09:31
პოლიტიკა
გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა
გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის 5-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში კი ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
08 ნოემბერი 2024, 09:24
პოლიტიკა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება - კორუფციის კონტროლით და კანონის უზენაესობით საქართველო ლიდერთა შორისაა
მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.
08 ნოემბერი 2024, 09:17
მსოფლიო
ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ათზე მეტი პირი
უცნობი ადამიანები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აიაქსისა და თელ-ავივის მაკაბის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები „თავისუფლება პალესტინას“ ყვიროდნენ. ისრაელის ხელისუფლება ამსტერდამში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
08 ნოემბერი 2024, 09:07
მსოფლიო
კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის
კალიფორნიის შტატში მეორე დღეა ტყის მასივები იწვის. ცეცხლი ლოს ანჯელესის მახლობლად მძვინვარებს, რის გამოც 10 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
08 ნოემბერი 2024, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე
უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე. და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
08 ნოემბერი 2024, 08:57
პოლიტიკა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან 17 წელი გავიდა
17 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან - სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, რა დროსაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა.
08 ნოემბერი 2024, 08:49
არჩევნები 2024
ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, ზუგდიდში დიდი უპირატესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. შემაჯამებელ ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი.
08 ნოემბერი 2024, 08:43
არჩევნები 2024
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა
შემაჯამებელი ოქმი შედგა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზეც. კომისიამ გამოაცხადა შედეგები, რომლის მიხედვით გორის ოლქში ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მას ამომრჩეველთა 56,86%-მა დაუჭირა მხარი.
08 ნოემბერი 2024, 08:38
არჩევნები 2024
ცესკოს პრესსპიკერი: ხელოვნურად ატეხილი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ უფლებამოსილ პირებს ეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა
ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც ოქმების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა. ხელოვნურად ატეხილ ხმაურს ცესკოში გამოეხმაურნენ, სადაც განმარტეს , რომ კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან.
08 ნოემბერი 2024, 08:29
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: ამბობდნენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და უწყებაში მივიდნენ
ეს ადამიანები, ჯერ ამბობენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო სამსახურებს და უცხოეთიდან მოწოდების შემდეგ, რომ თუ მართლები ხართ მაშინ ითანამშრომლეთ გამოძიებასთანო, იკადრეს და მივიდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ არჩევნებში დარღვევების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე საუბრისას.
08 ნოემბერი 2024, 08:19
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმზე: ეს არის უსამართლობისა და ორმაგი სტანდარტის პიკი, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით ვაჭრობას
ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს მომავლით, ქართული სარწმუნოებით, ტრადიციებით ვაჭრობას, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისრისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების ულტიმატუმს, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონები, რის შემდეგაც გაგრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი.
08 ნოემბერი 2024, 08:11
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპელი ლიდერების განცხადებებზე: ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის
ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურები ტოლობის ნიშნებს სვამენ გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის, ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის