Imedi /  21 დეკემბერი 2020, 19:05 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ვალი შევამციროთ, რათა თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ვალთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, დღეს წინასწარ თქვა, 2024 წელს რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60 პროცენტი არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისი, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევის სახით. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში, თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება. ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივლისი 2025, 01:20

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 01:08

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: გასაკეთებელია არაპოპულარული რაღაცები, დღეს მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებური ნაგებობების გამო

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

15 ივლისი 2025, 01:06

მსოფლიო

The Washington Post: გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს

გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:56

საზოგადოება

არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:45

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს, ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს

„მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:58

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან

ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:57

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „სადგურის მოედანზე“ ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს

„პაციენტი ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვლის მოტეხილობა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - აღნიშნა სოფიო ბაბუციძემ.

მეთ უიტაკერი

14 ივლისი 2025, 23:36

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა - იარაღის საფასურს ევროპა და კანადა გადაიხდიან, აშშ კი მათ დაამზადებს

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:35

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ

აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:25

სამართალი

შსს-მ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 23:12

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

14 ივლისი 2025, 23:12

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას.

14 ივლისი 2025, 23:10

საზოგადოება

ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, - აღნიშნა მან.

14 ივლისი 2025, 23:09

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი არ გულისხმობს იმას, რომ ეს შენობა შემოფარგლული ყოფილიყო

„შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, ახლაც აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ“.

14 ივლისი 2025, 22:26

საზოგადოება

დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 22:15

საზოგადოება

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. LIVE

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

14 ივლისი 2025, 22:14

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 22:13

მსოფლიო

Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, რათა შემდგომში ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცეს.

14 ივლისი 2025, 22:10

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორი: სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური, ადეკვატური

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, - განუცხადა „ქრონიკას“ „გლობალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ.

14 ივლისი 2025, 21:55

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული - მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.