IMEDI /  23 დეკემბერი 2020, 19:08 / სანდო წყარო

ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა.

ნათია თურნავამ კომპანიის გენერალურ დირექტორს პირადად მიულოცა ახალ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას“ შორის არსებული მჭიდრო თანაშმრომლობა.

საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2021, 13:15

პოლიტიკა

ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2021, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩრდილოვან მთავრობაზე: ეს არის რაღაც უაზრო თამაშები

„ახლა ამას დაამატეს 2,5%-იანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის „პროდასავლური“ პარტია. ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა, კონკრეტულად თბილისში კახა კალაძე უპირობოდ, დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვა 19 მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 13:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

21 ოქტომბერი 2021, 13:07

პოლიტიკა

2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიაში შემოსულ მცენარეულ ნიმუშებზე 1200 კვლევა ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 13:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ არ იყენებდა სიძულვილის ენას, მაგრამ ამომრჩეველს ეს ძალიან კარგად ახსოვს

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ არ იყენებდა სიძულვილის ენას, მაგრამ ამომრჩეველს ეს ძალიან კარგად ახსოვს - ეს რეალობაა და ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და დასჯადი

„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს, საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია, თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე - საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. აბსურდია ნამდვილად ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება, ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს

ათენში ვიზიტით მყოფი კახა კუჭავა ნიკა მელიას მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია გვიან, მხოლოდ მეორე ტურისთვის წამოიწყო და კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძვის, კონკურენტი არ ჰყავს.

21 ოქტომბერი 2021, 12:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და გვარიანად ყარს

„ეს „კოალიციად“ წოდებული პროდუქტი რომ მალფუჭებადი და უხარისხოა, ამაზე მის სუბიექტთა ბიოგრაფიებიც მოწმობს და რაც მთავარია, პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები, სადაც ისინი დამარცხდნენ, რადგანაც ხალხმა/ამომრჩეველმა ეს უვარგისი პროდუქტი არ იყიდა. ასე რომ, რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ამ ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და მე თუ მკითხავთ, გვარიანად ყარს!“ - წერს ანჯაფარიძე.

21 ოქტომბერი 2021, 12:15

საზოგადოება

ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი გაკეთდა. ჯამში, პროექტისთვის 890 126 ლარი დაიხარჯა. მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 12:09

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ბრალდება არჩილ ჩიქოვანის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ არ დადგინდა

„2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კარლ ჰარცელი

21 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო განმტკიცდა, საარჩევნო დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მეორე ტურშიც შენარჩუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა არჩევნების პროცესი შეაფასა. მისი თქმით, პირველ ტურში შეინიშნებოდა პოზიტიური მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა და არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო განმტკიცდა.

21 ოქტომბერი 2021, 11:50

ეკონომიკა

Forbes: საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის“. სტატიის ავტორი რანა გუდი Forbes-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 11:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როგორც იქნა, აღიარეს ნაციონალებმა, თუმცა ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა

გუშინ, მელიამ მამუკა ხაზარაძე, თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ, როგორი გახარებული იყო „ლელოს“ ლიდერი, გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის მერის მოადგილედ წარდგენას და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის მამუკა ხაზარაძეზე ამბობს, რომ - ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში და ყოველთვის არასწორ მხარეს ჩნდება. სააკაშვილი იხსენებს ხაზარაძის გეპე-ის კომკავშირის მდივნობის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც ის გეპეიდან გამოვარდა და ციხიდან გამოსულ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რათა ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას კორპუსის ამხანაგობებთან ერთად განვახორციელებთ და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რომლის შეგროვება ხშირად კორპუსის სამეზობლოს უწევს, გადაიხადოს მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ასევე გავაუქმებთ ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და აქტიურად დავიწყებთ ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლი, ევროპული სტანდარტის მქონე ლიფტებით ჩანაცვლებას. ამისთვის რუსთავში ლიფტების მოვლის სერვისი შეიქმნება და ჩვენ შევძლებთ, რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები. სანამ ამის საშუალება გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

21 ოქტომბერი 2021, 11:27

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს

„როგორც წესი, ინდივიდუალურ წერილებთან და განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგანაც ეს მათი პოზიციაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილის ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სახალხო დამცველის შეფასებებიც, დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, პატიმრობაში ყოფნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს“, - აღნიშნა ჰარცელმა.

21 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 932 643 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21%-ს შეადგენს

20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.83% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.05%.