imedi /  30 დეკემბერი 2020, 16:37 / სანდო წყარო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ვებინარი გამართა

ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის ვებინარი გამართეს. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გახსნეს.

შეხვედრა, რომელსაც საბანკო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საბანკო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას ისახავდა მიზნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ვებინარის მონაწილეებს საბანკო სექტორში მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული გამოწვევები გააცნეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საბანკო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებზე.

შეხვედრის ბოლოს განიხილეს საბანკო სექტორში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამომავლო გეგმები. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები და ამ საკითხზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება 2021 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. კომერციული ბანკები საქართველოში მონაცემთა ერთ-ერთი მსხვილი დამმუშავებლები არიან. ისინი ყოველდღიურად ასეულობით ადამიანის შესახებ მოცულობით ინფორმაციას ამუშავებენ.

საბანკო საქმიანობა პერსონალური მონაცემების სპეციფიკურ დამუშავებას გულისხმობს და ხშირად, მოქალაქეებს არ აქვთ სათანადო ცოდნა მათი მონაცემების დამუშავების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურების გაწევისას მონაცემების დამუშავების პროცესები იყოს კანონიერი, პროპორციული და ემყარებოდეს სამართლიან ბალანსს ბანკის კანონიერ ინტერესებსა და მოქალაქის უფლებებს შორის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წელს საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ფორმატში მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ გახლავთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Usaid-ი

16 აპრილი 2021, 17:19

პოლიტიკა

USAID-ი: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია

„დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო რეფორმაც USAID-ის ხუთწლიანი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Usaid-ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ნინო ქადაგიძეს შეხვედრას ასახავს.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებშიც მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:08

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ტაბატაძე

16 აპრილი 2021, 17:07

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი

ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალიან სწრაფად გაანეიტრალეს შეიარაღებული დამნაშავე და უკლებლივ ყველა მძევალი უსაფრთხოდ გაათავისუფლეს.

ჯეფ ბეზოსი

16 აპრილი 2021, 16:58

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

​​​​​​​Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის მმართველობიდან წასვლას აპირებს. მან ამ და სხვა საკითხებზე აქციონერებისთვის მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის როგორც კომპანიის მმართველი ბოლო წერილს აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

16 აპრილი 2021, 16:55

მსოფლიო

პარიზში მაკრონისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 აპრილი 2021, 16:50

ეკონომიკა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აპრილი 2021, 16:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის

დონბასში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინა მზად არის მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 აპრილი 2021, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ვგეგმავთ შენობაში მისვლას. ჩვენი ეს განცხადება ეს ორმაგადაა აღქმული; პარლამენტში შესვლად და მეორე - უბრალლოდ, შემობაში მისვლად. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობაში მივდივართ და შესვლისთვის, კვლავ ის პირობები გვაქვს, რომელიც ერთი კვირის წინ დავწერეთ. მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

16 აპრილი 2021, 16:35

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო

დღეს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო. ზედა ექვსეულის ლიდერმა „ბათუმმა“ სტუმრად „აკადემია“ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ლელო ლაშა ხმალაძემ და საბა შუბითიძემ დადეს, ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა კი ზუსტად მამუკა ნინიძემ შეასრულა. მასპინძელთა შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი გიორგი მიქანაძემ და ლევან ლომოურმა აიღეს. სოსო მათიაშვილმა კი, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

16 აპრილი 2021, 16:25

COVID19

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყება

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყება. იმუნიზაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს: თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

16 აპრილი 2021, 16:24

სამართალი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ძალიან დიდია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის და სამართალდამცავების მიერ თავდამსხმელის დაკავების და მძევლების გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება.

16 აპრილი 2021, 16:23

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

16 აპრილი 2021, 16:12

COVID19

ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები აქვს

„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია აქტიურად დაიწყოს, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

არსენ ავაკოვი

16 აპრილი 2021, 16:03

მსოფლიო

უკრაინის შს მინისტრი: პუტინის რეჟიმი ახალი აგრესიით იმუქრება - ცოფიანი ძაღლი კვლავ მოადგა ჩვენს კარს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, ვეტერანები და რეზერვისტები მობილიზაციისთვის მზად უნდა იყვნენ.

ნათია თურნავა

16 აპრილი 2021, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან - ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 15:48

რეგიონი

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ახლობლების განცხადებით, 27 წლის კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მათივე თქმით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში თავის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება და ის თბილისში ცხოვრობს. თუ რას საქმიანობდა ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

16 აპრილი 2021, 15:47

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მოძრაობა გადაკეტეს

იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ მოძრაობა გადაკეტილია. პროტესტს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ახლობლები და ოჯახის წევრები გამოხატავენ. ამ დროისთვის, მანქანების მოძრაობა შეჩერებულია და გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებს სამხარეო პოლიციის უფროსი სულხან თამაზაშვილი ესაუბრა და განუმარტა, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილის ერთი მონაკვეთი.

ლაშა ხუციშვილი

16 აპრილი 2021, 15:42

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი ევრობონდების განთავსების გამჭვირვალობაზე: ჩვენი სტრატეგია იყო გამართლებული და სწორი

დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ასევე, გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა ევრობონდების გამოშვების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მოკლებული იყო პროფესიონალურ შეფასებებს.