ლიბერთი ბანკსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფოტო: ლიბერთი
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ ერთხელ განმტკიცდა 6-წლიანი პარტნიორობა და ლიბერთიმ კიდევ ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის „ლიბერთი #გულით“ ფარგლებში, გამოხატა მზაობა 2021 წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური სახსრებით ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.
წლების განმავლობაში, ბანკის საკუთარი რესურსის გარდა, სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ბანკის თანამშრომლებისა და ასევე, მომხმარებლების მიერ გამოყენებული საბანკო პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით არაერთ მოზარდს გაეწია აუცილებელი სამედიცინო დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.
„პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.
„ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი „დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. „ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.
თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
„წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებასა და სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში”, - ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.
ყველა სიახლე

24 მარტი 2025, 17:57
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა. თუ თავს აარიდებენ მასში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება
ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა. თუ თავს აარიდებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

24 მარტი 2025, 17:50
სპორტი
ქართველი პარაძიუდოისტი ბაჩუკი შელია თბილისში მიმდინარე „მსოფლიოს თასის“ ბრინჯაოს პრიზიორია
ქართველმა პარაძიუდოისტმა ბაჩუკი შელიამ (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24 მარტი 2025, 17:50
მსოფლიო
პესკოვი: აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების ფარგლებში შავი ზღვის ინიციატივის საკითხს განიხილავენ
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში შავი ზღვის ინიციატივის საკითხს განიხილავენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

24 მარტი 2025, 17:44
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში
ზედმეტი მოლოდინების შექმნა პოლიტიკური პროცესისთვის არ არის კარგი. სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში. მისი თქმით, არის საფრთხე იმისა, რომ საპროტესტო მუხტი შენელდეს.

24 მარტი 2025, 17:35
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ
საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა.

24 მარტი 2025, 17:29
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით
ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

24 მარტი 2025, 17:25
მსოფლიო
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ის და ილონ მასკი მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ
ტრამპი და მასკი, რადიკალური მემარცხენე კლასისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ - ამ სათაურის ვიდეოს საკუთარ სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიარებს.

24 მარტი 2025, 17:22
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: საქართველოს შიდა საქმეებში ბრიუსელის ჩარევა მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ჩვენგან
ორმხრივი პარტნიორობა, თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში, ურთიერთობების სამომავლო გაღრმავება, ევროინტეგრაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

24 მარტი 2025, 17:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიიარტოს: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ - ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

24 მარტი 2025, 17:14
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

24 მარტი 2025, 17:11
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: თქვენ და თქვენისთანა „ცეხავიკები“, არა ნაკლები დამნაშავეები ხართ, ვიდრე თავად „რეკეტის“ დამგეგმავი და შემსრულებელი პერსონები
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კონკრეტულად კი „მაგნატის“ საქმის განხილვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

24 მარტი 2025, 17:10
ეკონომიკა
„Starring Georgia“-მ გურიაში მეწარმეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარა
„Starring Georgia“ გურიის ადგილობრივი მეწარმეების გადამზადებას აგრძელებს. პროექტის „გურია მთავარ როლში” ეგიდით, 22 და 23 მარტს ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გაიმართა რიგით მეორე ტრენინგი სახელწოდებით „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“.

24 მარტი 2025, 17:09
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.

24 მარტი 2025, 16:44
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა.

24 მარტი 2025, 16:34
სპორტი
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართული ფინალი შედგა
-70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

24 მარტი 2025, 16:24
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულება გაძლიერდა
ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

24 მარტი 2025, 16:21
რეგიონი
გორის მერიის დაფინანსებით, 4-თვიანი კურსის ფარგლებში, 30 მოსწავლე კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლის
გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 მარტი 2025, 16:12
საზოგადოება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო.

24 მარტი 2025, 15:56
მსოფლიო
მაიკ უოლცი: ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია.

24 მარტი 2025, 15:41
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.