imedi /  09 იანვარი 2021, 13:54 / სანდო წყარო

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება 6 თვით გახანგრძლივდა

ელექტროენერგია

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთერთი ვალდებულებაა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება. ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთ-ერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 13:56

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებდა არანაირ თანხას!

დავა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის ამ კაცის წინააღმდეგ წინასწარ გათვლილი ბინძური თამაშია. ბიძინა ივანიშვილი ამ სამართლებრივ დავაში შანტაჟის ობიექტი იყო. ფაქტია, ამ კაცმა ქვეყნის ინტერესები აირჩია და სამართლებრივი ბრძოლის ხანგრძლივ გზას დაადგა და საქმეს საქმეზე იგებს - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

გენრიეტა წიწავა

05 ოქტომბერი 2022, 13:55

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო.

05 ოქტომბერი 2022, 13:45

საზოგადოება

ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.

ანდრია გვიდიანი

05 ოქტომბერი 2022, 13:32

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილს და credit suisse-ის შორის დავა არის დავა შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა არც ისეთი პირნათელი და უმწიკვლოა, როგორიც გვეგონა

ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 13:27

პოლიტიკა

სოსო არჩვაძე: შვეიცარულმა ბანკმა თავის კლიენტს მასშტაბური დარტყმა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში მიაყენა, შემდგომ მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორებაზე, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა

როგორც არჩვაძე წერს, ხსენებული ბანკის მდგომარეობას, რეპუტაციას ამძიმებს ის გარემოება, რომ ბანკის მიერ თავისი კლიენტისათვის მასშტაბური დარტყმის მიყენება მოხდა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში, თუმცა შემდგომ პერიოდში მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორება, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა და პერსონალურად დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარება, რაც ამ ბანკისადმი ნდობის მხრივ სერიოზული თვითდაზიანების ნიშანია.

05 ოქტომბერი 2022, 13:26

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: თუ ადამიანს ომში მონაწილეობა არ უნდა, გაიქცევა, სხვა რა გზა აქვს. რუსეთში დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ახლა, იქ ომის კანონები მოქმედებს

როგორც მწერალმა აღნიშნა, რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოს ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად ეხება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა საფრთხეები გაფილტრონ და შესაბამისად იმოქმედონ.

05 ოქტომბერი 2022, 13:24

ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 13:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მედიამავნებლობისა და ფეიკინდუსტრიის ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს. სიმართლე არ შეიძლება ტაბუდადებულ „პროდუქციად“ იქცეს, ვინაიდან ხალხის ძალა სწორედ მასზეა დაფუძნებული

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის“ გაფართოების გუშინდელ ღონისძიებებზე, ყურადღება გავამახვილე სწორედ იმაზე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში საზოგადოებისადმი სიმართლის მიწოდების საინფორმაციო ველი „დანაღმული“ იყო დესტრუქციული ძალების მიერ - ფეიკებით, დეზინფორმაციით, სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებით, „უკეთეს“ შემთხვევაში კი - ინფორმაციის დამალვით და მისი გავრცელების უგულებელყოფით. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - სწორედ ამ მანკიერი მონოპოლიის მოსპობა იქნება - წერს მოძრაობა "ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

05 ოქტომბერი 2022, 13:20

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა ტურიზმისა და საავიაციო სექტორის მიმართულებით

ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, ამავე დროს, მგზავრთა გადაყვანის ანუ საავიაციო სექტორის იმ ნაწილის, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მეთიუ ბრაიზა

05 ოქტომბერი 2022, 13:05

პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზა: ვიმედოვნებ, ქართულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად უწყის, რას აკეთებს, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი და ისეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი

მეთიუ ბრაიზამ პარალელი გაავლო უკრაინასთან მიმართებაში თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებთან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა - ერთის მხრივ, თურქეთმა ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა რუსეთთან ის ხიდები, რომელიც შექმნა, გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა.

05 ოქტომბერი 2022, 13:05

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმან თბილისში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის ასოციაციების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

05 ოქტომბერი 2022, 12:56

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები განიხილა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტმა ცნოს გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

05 ოქტომბერი 2022, 12:52

კულტურა

სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება

„სალხინოს კამერატა“ კამერული მუსიკის VIII ფესტივალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში - სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.

დავით მაღრაძე

05 ოქტომბერი 2022, 12:52

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: იტალიის ახალი პრემიერის გახმოვანებულ ფასეულობებს ზუსტად ეხმიანება ქართული ტრადიცია ილიასეული ტრიადით, რომელიც მარადიულია: „მამული, ენა, სარწმუნოება„. ეს სამი რამ არასდროს ძველდება და არც განახლდება

ევროპას აქვს ყველანაირი კრიზისის გამკლავების უნარი. ამის დასტურია ის, რომ იტალიაში გაიმარჯვა პარტიამ, რომლის ლიდერმაც სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტად ისევ ოჯახი დაასახელა, ვინაიდან საფრთხე გაჩნდა, რომ მორალურ ქაოსს რელიგიის სტატუსი მიეცეს და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. მოვალეობა უფლების გარეშე დიქტატურაა, უფლება მოვალეობის გარეშე კი - მორალური ქაოსი, ორივე ერთად კი, უფლება-მოვალეობა, ჰარმონიაა, - ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუს დროს განაცხადა.

დავით მაღრაძე

05 ოქტომბერი 2022, 12:48

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, საქართველოს ასეთი "დასჯა" სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. მისი აზრით, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა.

05 ოქტომბერი 2022, 12:37

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იყო მცდელობები მორიგებოდნენ ბიძინა ივანიშვილს მისივე კუთვნილი ფინანსების სანაცვლოდ, მაგრამ ვინც მას იცნობს, კარგად იცის მილიარდებზე ეს ადამიანი არც სამშობლოს გაცვლიდა, არც მშვიდობას და არც სტაბილურობას

„თუ ბიძინა ივანიშვილი მართალია, შესაბამისად სხვა მათ მიერ მოგონილ სიბინძურეებთან ერთად, მისი ოლიგარქობის თემაც საპნის ბუშტივით ქრება, და ეს ისედაც სახელგატეხილი ტელევიზიები თავის მეპატრონე-„ჟურნალისტებ“-რესპონდენტებიანად კიდევ ერთხელ გაბანძდებიან!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს.

05 ოქტომბერი 2022, 12:35

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 6-17 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 6-17 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

05 ოქტომბერი 2022, 12:33

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის -

05 ოქტომბერი 2022, 12:30

ეკონომიკა

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვასთან მიმართებით ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.