IMEDI /  18 იანვარი 2021, 22:06 / სანდო წყარო

საქართველოდან ექსპორტზე 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35 435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

„პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი. გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს მოწეული მოსავლის დაბინავება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 13:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

26 თებერვალი 2021, 13:44

საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ელექტრონულ კრებულში - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წერია.

26 თებერვალი 2021, 13:30

საზოგადოება

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2021 წლის ცნობარი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 13:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ თავი ბოლომდე გამოიაშკარავა, როცა პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ

პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 13:20

პოლიტიკა

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მსვლელობას. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.

26 თებერვალი 2021, 13:17

სამართალი

პროკურატურამ ე.წ. ,,ყინწვისის“ საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, ზვიად კვარაცხელია ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიგი უგულავა

26 თებერვალი 2021, 13:16

პოლიტიკა

გიგი უგულავა: იქნება პარლამენტის სხდომა? - მოხდება პიკეტირება, სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? - იქაც დავხვდებით

„პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას, მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

26 თებერვალი 2021, 12:57

საზოგადოება

თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის გამო ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 12:55

საზოგადოება

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა

„აღნიშნული შემთხვევის გამო, თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გიორგი ჩაკვეტაძე

26 თებერვალი 2021, 12:54

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე 4 ოქტომბრის შემდეგ პირველად, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია. ის ბოლოს მოედანზე 4 ოქტომბერს, „ბეერსჰოტთან“ შეხვედრაში გავიდა. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გიორგიმ „გენტის“ სარეზერვო გუნდის სპარინგში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“

26 თებერვალი 2021, 12:49

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ Chlotrudis Awards-ზე სამ ნომინაციაში იბრძოლებს

ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების Chlotrudis Awards-ის სამი ნომინაცია მიიღო. ქართული სურათი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო კაცი მსახიობისა (ლევან გელბახიანი) და საუკეთესო მუსიკის(ზვიად მღებრიშვილი) კატეგორიებში იბრძოლებს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენგან განსხვავებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დიალოგისა და მოლაპარაკებების გადაწყვეტის გზით რადიკალური ოპოზიცია არასდროს მოდის

მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის და ყოველთვის ცდილობს, პროცესების რადიკალიზება მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 12:44

თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეების მიღებას აცხადებს

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აქციებზე: ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება

ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება შინაარსსა და მოთხოვნებს ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდული, რომელსაც მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს და ეს რასაკვირველია ასე იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი დიდი ხანია არის ის, რომ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაძაბულობა, ასევე ძალადობის ინსცენირება შემოიტანოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

26 თებერვალი 2021, 12:38

ტაბლოიდი

კახა კალაძე მასზე შექმნილ მიმს აქვეყნებს

თბილისის მერი მასზე შექმნილ მიმს აქვეყნებს. ამ ფორმით კახა კალაძემ თოვლის დროს ქალაქში მარილის მოყრის თემაზე იხუმრა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება

„არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება. მელია თვითონ, ძალით ჰყავთ ციხეში ჩასმული იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევა. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას?ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 12:31

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული

დღეს დილიდან სომხეთის პარლამენტთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს. დღეს, ადგილობრივი დროით 13:00-ზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მომხრეებმა ბაგრამიანის გამზირზე კარვები გაშალეს.

26 თებერვალი 2021, 12:24

COVID19

რუსეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 85,000-ს გადააჭარბა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 428 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,223,186 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,304 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 12:23

საზოგადოება

1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება.

ელისაბედ მეორე

26 თებერვალი 2021, 12:21

COVID19

ელისაბედ მეორე: ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენ დაცული ხართ

დედოფალმა ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრეს. გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით ტარდება.