www.imedi.ge /  19 იანვარი 2021, 23:43 / სანდო წყარო

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. მისი თქმით, პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 19:36

რეგიონი

მალხაზ თორია: 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში პრიორიტეტული პროექტები თავად აირჩია.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 19:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე: მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო

„ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო“, - ამის შესახებ„ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადების კომენტირებისას „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2021, 19:06

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანისთვის არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:00

სამართალი

შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც უარი განაცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ნინო ბურჯანაძე

27 თებერვალი 2021, 19:00

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე: პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები

„პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

27 თებერვალი 2021, 18:47

სამართალი

გორში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

27 თებერვალი 2021, 18:29

საზოგადოება

როგორი ამინდია ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1-ლი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 18:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა?

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ.

27 თებერვალი 2021, 18:20

მსოფლიო

ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას დიდი ზომის (1270 კვადრატული კილომეტრი) აისბერგი გამოეყო. ინფორმაციას რუსული მედია ანტარქტიდის ბრიტანეთის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აისბერგი შელფურ მყინვარ „ბრანტს“ მოსწყდა, რომელზეც ბრიტანეთის კვლევითი სადგური Halley მდებარეობს. ნაპრალი მყინვარზე 10 წლის წინ გაჩნდა. 26 თებერვალს გაფართოვდა და შემდეგ აისბერგად ჩამოყალიბდა.

27 თებერვალი 2021, 18:19

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.

27 თებერვალი 2021, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 278 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 278 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 234,267 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,218 ადამიანი. ვირუსისგან 228,651 პაციენტი განიკურნა.

დაჩი ცაგურია

27 თებერვალი 2021, 18:09

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: მატარებლით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა

სამი თვე ჩვენ პრაქტიკულად გაჩერებულები ვიყავით, ინტერესი საკმაოდ დიდია, მატარებლები საკმაოდ დაიტვირთა, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თამაზ დათუნაშვილი

27 თებერვალი 2021, 18:09

პოლიტიკა

თამაზ დათუნაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ერთმანეთთან მოახდინონ ყველა აქტივობის კოორდინაცია.

27 თებერვალი 2021, 18:06

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა იმართება

ორი საათია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიების წარმომადგენლები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმაზე მსჯელობენ. ასევე, საუბრობენ ორშაბათს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტზე.

გერმანია

27 თებერვალი 2021, 18:00

მსოფლიო

გერმანიის სასამართლომ სინაგოგაზე თავდამსხმელის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნის გადაწყვეტილება გამოიტანა

გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ გასულ წელს სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმაზე 29 წლის ახალგაზრდა ვერ იურიდიულად ვერ იქნება პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო, ჰამბურგში ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული.

მიხეილ ქუმსიშვილი

27 თებერვალი 2021, 17:50

პოლიტიკა

მიხეილ ქუმსიშვილი: „ლეიბორისტული პარტია“ აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტიასთან, რომ მასიური პროტესტის შედეგად დასახული მიზნის მიღწევა შევძლოთ

ლეიბორისტული პარტია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობს ყველა პარტიასთან იმისთვის, რომ შევძლოთ მასიური პროტესტის შედეგად იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დასახული მიზანი არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

27 თებერვალი 2021, 17:47

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსა და ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაო ყოველდღიურად მიმდინარეობს

„ყველა ავტობუსის, ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონის დეზინფექცია ხდება ყოველდღე, ვიდრე მოემსახურებიან მგზავრებს. დეზინფექცია ტარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით“.

პაატა მანჯგალაძე

27 თებერვალი 2021, 17:35

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ამ ეტაპზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ გზის გადაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს

ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 17:31

სპორტი

ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულები გამოავლინეს

ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე, სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა. ქალებს შორის ჩემპიონი ფენი სმიტი გახდა. კაცებს შორის კი - ფლორიან ვილმსმენი. ხვალ, ისტორიაში პირველად სქი-კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ყველა ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებული კოვიდპროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება.

ბექა ლილუაშვილი

27 თებერვალი 2021, 17:27

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ანგარიშის გზავნილია, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ

გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს.