imedi /  22 იანვარი 2021, 10:46 / სანდო წყარო

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწავლო შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ნიადაგის მომზადებით და სათესლე მასალის შერჩევით დაწყებული, ირიგაციით, მოსავლის აღება-შენახვითა და ბაზრამდე ტრანსპორტირებით დამთავრებული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ პროცესებს დაკვირვებოდნენ და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ 40-ზე მეტ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებშიც წარმატებით დანერგეს.

„კახეთში ტრენინგების სპეციალური სერია ჩატარდა თხილის მწარმოებლებისთვის. 263-მა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის შემდგომი დამუშავების და სხვადასხვა ასაკის ხეების გასხვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში – კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში – ტრენინგები კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას შეეხო. განხილულ თემებს შორის იყო წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის მინამალური და ნულოვანი დამუშავება, მულჩირება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

“სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევრის შემოსავლები და კეთილდღეობა, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. პანდემიამ კი ეს სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ. ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო ნაკვეთებს ვქმნით და ექსტენციის უფრო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ. შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. ახალ ცოდნას და ტექნოლოგიებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, რაც პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ჟორჟ დეუ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.

„ქართველ ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობიდან მეტი შემოსავლის მიღება. ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ნაკლები დანახარჯით უკეთესი მოსავალის მიღებაში ეხმარებიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ – აცხადებს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.

ლალი სიხაშვილს, ფერმერს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, 0.27 ჰექტარზე ნესვი მოჰყავს. ის FAO-ს სატრენინგო პროგრამაში ჩაერთო და სიხარულით დათანხმდა, რომ მისი მეურნეობა სადემონსტრაციო ნაკვეთად ქცეულიყო. FAO-ს აგრონომებმა ლალის კონსულტაციები გაუწიეს მეურნეობის გასაუმჯობესებლად, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და სეტყვისგან დამცავი ბადეები დაუყენეს, რამაც სეტყვით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე დაიყვანა.

ლალის ნაკვეთზე რეგულარულად ტარდებოდა ტრენინგები. მეურნეობაში დანერგილი ახალი მეთოდებით არა მარტო ადგილობრივი ფერმერები, არამედ ახლომდებარე თემების მოსახლეობაც ინტერესდებოდა. „ახლა ძალიან რთული დროა პანდემიის გამო. გამიჭირდა წელს ჩემი მოსავლის გაყიდვა, მაგრამ იმის მერე, რაც წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დავაყენე, ნესვის მოსავლის აღება მაშინაც მოვახერხე, როცა მეზობელ ნაკვეთებზე მოსავალი უკვე მილეული იყო,“ – ამბობს ლალი.

FAO-ს სატრენინგო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასრულების შემდეგაც. აგრონომები ფერმერებს ეხმარებოდნენ როგორც ღია ნაკვეთების მოწყობაში, ასევე სასათბურე მეურნეობების სწორად გაშენებასა და მართვაში.

წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ბაზოების მოწყობა და მულჩირება რამდენიმე საჩვენებელ ნაკვეთზე იქნა დანერგილი და, შედეგად, კარგი მოსავალი მოვიდა. სადემონსტრაციო ნაკვეთები შემდეგი კულტურებისთვის მოეწო: კომბოსტო (სოფელი თამარიანი, ლაგოდეხი), სალათი (ჩადუნიანი, ლაგოდეხი), კიტრი (ოფშკვითი, წყალტუბო), მწვანე ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი (ჩიაური, ლაგოდეხი).

წვეთოვანი სარწყავი სისტემების მეშვეობით, წყლის უკეთესი განაწილება და მცენარეებში სასუქის საჭირო რაოდენობის შეტანა ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

FAO-ს და ევროკავშირისს მხარდაჭერით დანერგილ კიდევ ერთ ინოვაციას ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება წარმოადგენს. ეს მეთოდი ხორბლის, ქერის, სიმინდის და სხვა კულტურების მოსაყვანად გამოიყენება.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავება დამზოგავი, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდია, ის ნიადაგის მინიმალურ დაზიანებას გულისხმობს, ტრადიციული ღრმა მოხვნისგან განსხვავებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ნიადაგს ეროზიისგან და კლიმატის ცვლილების გამო გახშირებული ხანმოკლე გვალვებისგანაც იცავს. ეს მიდგომა, კახეთსა და შიდა ქართლი წარმატებით იქნა გამოყენებული 200 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე.

სწავლების პროცესი არც პანდემიის პირობებში შეჩერებულა, FAO-მ და ევროკავშირმა აქტიურად გააგრძელეს ტრენინგების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით.

ევროკავშირის და FAO-ს ფერმერების მხარდამჭერი პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ფერმერთა წარმატების ისტორიების გასაცნობად ეწვიეთ საიტს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 იანვარი 2025, 09:43

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 იანვარს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

15 იანვარი 2025, 09:42

მსოფლიო

ძლიერი ქარის გამო ლოს-ანჯელესში ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ კრიტიკულია

ძლიერი ქარის გამო ლოს-ანჯელესში ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ კრიტიკულია, - განაცხადა ოლქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელობამ.

15 იანვარი 2025, 09:41

მსოფლიო

AP: ტრამპის გუნდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებს მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ კითხვებს უსვამს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამოქალაქო პირების გამოკითხვა დაიწყეს. მათ ეკითხებიან, თუ ვის მისცეს ხმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

15 იანვარი 2025, 09:25

საზოგადოება

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში დასრულდა

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში დასრულდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2025, 09:17

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

15 იანვარი 2025, 09:05

სამართალი

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იუნ სუკ იოლი

15 იანვარი 2025, 08:59

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი მეორე მცდელობით დააკავეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, ქვეყნის სამართალდამცველებმა მეორე მცდელობით დააკავეს. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

15 იანვარი 2025, 08:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი

ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაბჭოს მიმართ, თავისი ვალდებულებების მიმართ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

ვახტანგ ჩოჩია

15 იანვარი 2025, 08:43

პოლიტიკა

ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია გამოეხმაურა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2025, 08:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

15 იანვარი 2025, 08:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში

მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

გიორგი ვოლსკი

15 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე

ყველამ უნდა იცოდეს, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელმაც სისხლიანი მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა 2012 წლამდე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

15 იანვარი 2025, 08:02

პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას სცემეს. ამავე ინფორმაციით მას თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ, სახელდება კონკრეტული გვარებიც.

15 იანვარი 2025, 00:46

მსოფლიო

სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს

სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

15 იანვარი 2025, 00:23

ტაბლოიდი

იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს

იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს.

14 იანვარი 2025, 23:48

საზოგადოება

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

რიკარდ იოზვიაკი

14 იანვარი 2025, 23:48

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ იქნება კოორდინირებული ძალისხმევა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

14 იანვარი 2025, 23:24

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან

აფხაზეთის მთავრობაში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან.

14 იანვარი 2025, 22:54

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“.

ლევან მგალობლიშვილი

14 იანვარი 2025, 22:14

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.